გოჩა სვანიძემ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა.
რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელი ნიაზ მამრიკიშვილი სვანიძის გადადგომის მიზეზად ქართულ რაგბიში შექმნილ კრიზისს ასახელებს, რის გამოც ამ დრომდე ეროვნული ჩემპიონატის, „დიდი ათის“ განახლება ვერ ხერხდება.
„გოჩა სვანიძემ რაგბის კავშირის პრეზიდენტის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება გუშინ მიიღო და იგი უკვე ძალაშია. ვინ ჩაუდგება შემდგომ კავშირს სათავეში და როგორ წარიმართება სიტუაცია, მამავალი აჩვენებს. რის გამო და რა მიზეზით, ვერ გეტყვი, მაგრამ სავარაუდოდ, საერთო კრიზისის ფონზე მიიღო ეს გადაწყვეტილება. რაგბის კავშირში ეს სიტუაცია უდაოა და ვერანაირად ვერ იმართება. ის კრიზისი, რომელიც ბოლო 5 თვის განმავლობაში დადგა, ამას გამკლავება სჭირდებოდა. როგორს ჩანს, თვითონ არ შეეძლო ამის გამკლავება. სავარაუდოდ, საბჭო დაინიშნება, რომელიც რაგბის კავშირს გაუძღვება. არჩევნები სავარაუდოდ ნოემბერში ჩატარდება“, - განაცხადა ნიაზ მამრიკიშვილმა
გოჩა სვანიძე საქართველოს რაგბის კავშირს 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა. ახალი პრეზიდენტის არჩევამდე რაგბის კავშირს, რამდენიმე კაცისგან შემდგარი საბჭო უხელმძღვანელებს. არჩევნები, სავარაუდოდ, ნოემბერში გაიმართება.
imedinews.ge