გოჩა ლორთქიფანიძე: „იუსტიციის სამინისტრო ყველაფერს აკეთებდა და გააკეთებს საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დასაცავად

გოჩა ლორთქიფანიძე: „იუსტიციის სამინისტრო ყველაფერს აკეთებდა და გააკეთებს საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დასაცავად"

access_time2021-02-21 18:10:47

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. გოჩა ლორთქიფანიძემ იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტებზე ისაუბრა, მათ შორის, საერთაშორისი სასამართლოებში სახელმწიფო ინტერესების დაცვასა და ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის მიმართულებებით.

„ამ ორი თვის განმავლობაში, ბუნებრივია, იუსტიციის სამინისტროს, მთავრობის და მთელი სახელმწიფოს უმთავრესი წარმატება სტრასბურგის სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილებაა, რამაც დაადასტურა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაში, ეთნიკურ წმენდაში, ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამებისათვის; ეთნიკურად ქართველების დაკავებასა და არაადამიანური მოპყრობისთვის... ჩვენ გვექნება ძალიან ინტენსიური სამუშაოები განსახორციელებელი ამ გადაწყვეტილების აღსასრულებლად. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ჩვენ ერთი წლის ვადაში უნდა წარვადგინოთ დეტალური ინფორმაცია და მასალები თითოეული დარღვევის მიხედვით და მოვითხოვოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ეს, ცხადია, მოითხოვს იუსტიციის სამინისტროს და კოლეგა უწყებების ისეთივე ეფექტურ თანამშრომლობასა და ტიტანურ შრომას, როგორც ჩვენ ეს გავაკეთეთ დავის მოსაგებად. ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მინისტრთა კომიტეტმა დაიწყოს კომპენსაციის გარდა სხვა ღონისძიებების განხორციელება გადაწყვეტილების აღსასრულებლად", – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ისაუბრა, აგრეთვე, ე.წ. განგრძობითი ოკუპაციის საქმეზე, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში საწყის ეტაპზეა და ეხება განგრძობადი ოკუპაციის შედეგად საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევას რუსეთის მხრიდან. იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის თქმით, საქართველო განიხილავს სხვა საერთაშორისო სამართლებრივი პროცედურების შესაძლებლობასაც.

„ჩვენ, აგრეთვე, გვაქვს პროგრესი ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღსრულების მიმართულებით. კერძოდ, თუ აქამდე რუსეთი სრულად ეწინააღმდეგებოდა დაკისრებული კომპენსაციის გადახდას, ბოლო კომუნიკაციების შედეგად იკვეთება პერსპექტივა, რომ ის დათანხმდეს თანხის გადახდას ევროსაბჭოსთვის, რის შემდეგაც მოხდება კომპენსაციის დაზარალებულებისთვის განაწილება. საკითხის თაობაზე მეტი დეტალები ცნობილი გახდება მინისტრთა კომიტეტის უახლოეს სხდომაზე, რომელიც მარტის დასაწყისში გაიმართება", – აღნიშნა გოჩა ლორთქიფანიძემ.


მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ჰააგის გამოძიების შესახებაც ისაუბრა. სამინისტრის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია, რომ მოხერხდეს სამართლიანობის აღდგენა ეთნიკური წმენდისა და სხვა დანაშაულების მსხვერპლი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ჩვენ, ყველაფერი უნდა გავკეთოთ იმისათვის, რომ ჰააგის მიმართულებითაც მივაღწიოთ ისეთივე დიდ წარმატებას, როგორც ეს სტრასბურგის სასამართლოში შევძელით", – თქვა მან.

როგორც გოჩა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, იუსტიციის სამინისტრო განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესში, რაც აუცილებელი წინაპირობა იქნება 2024 წლისთვის ევროკავშირში გაწევრების განაცხადების შესატანად. აქტიურად გაგრძელდება ვიზალიბერალიზაციის პროცესის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება და ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაცია სამინისტროს სისტემის ფარგლებში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up