გოჩა ენუქიძე: ევროკავშირის პროექტი გვაძლევს დამატებით რესურსებსა და სარგებელს გაუმჯობესდეს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა“

გოჩა ენუქიძე: ევროკავშირის პროექტი გვაძლევს დამატებით რესურსებსა და სარგებელს გაუმჯობესდეს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა“

access_time2018-12-12 15:46:52


„ორგანული სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა ორმაგ ფინანსურ სარგებელს და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პირების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობას გაუმჯობესებს“ -ასე შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნება -ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარემ გოჩა ენუქიძემ საქართველოში ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ერთობლივი პროექტის დაწყებას მდგრადი მთის ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის დასაფინანსებლად 6.8 მლნ ევროს გამოყოფას.



მისი განმარტერბით თანხა ხელს შეუწყობს ზემო სვანეთის, რაჭა - ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის და იმერეთის რეგიონის განვითარებას. ” 4 წლიანი პროექტი 2019 წელში დაიწყება და ერთობლივად დაფინანსებულია ევროკომისიის(3 მილიონი ევრო), შვედეთის (2.8 მილიონი ევრო) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ(1 მილიონი ევრო). პროექტის შემუშავდა 49 მილიონი ევროს ღირებულების ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოს ეკონომიკის და ბიზნესის განვითარებას ისახავს მიზნად”.


ფრაქციის თავმჯდომარე, ონისა და ამბროლაურის მაჟორიტარ დეპუტატი გოჩა ენუქიძეს მიაჩნია, რომ ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის სახელმწიფოების ერთობლივი პროგრამა მთის რეგიონებს განვითარებისთვის დამატებით სტიმულს მისცემს, რათა არსებული დადებითი ტენდენციები სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებით გაორმაგდეს.
„ჩვენს მაღალმთიან რეგიონებს გააჩნიათ დიდი პოტენციალი აწარმოონ ეკოლოგიურად სუფთა და საუკეთესო გემოვნური თვისებების მქონე. ორგანული სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებასთან ერთად ჩვენს რეგიონებს აქვთ კარგი შესაძლებლობა მთის ტურიზმის განვითარების მიმართულებით, რაც ადგილობრივ ორგანულ პროდუქციას უხსნის სარეალიზაციო ბაზარს უცხოეთში. ეს კი გვაძლევს ორმაგ ფინანსურ სარგებელს და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პირების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალებას, რაც არის პასუხი მიგრაციის“- აცხადებს ენუქიძე.



ინფორმაციისთვის: სამთო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით პროექტი ითვალისწინებს სხვადასხვა ღონისძიებების განხორცილებას. მათ შორის, ადგილობრივი მიმწოდებლებისთვის ტურისტული სერვისების მიწოდების ეროვნული ხარისხის სტანდარტებისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებას. შემუშავებული სტანდარტების საფუძველზე სასტუმროებისა და სამთო/სამოგზაურო გიდების სერტიფიცირებას. პროექტის ფარგლებში ასევე მოხდება გამოცდილების გაზიარება ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე, სამთო/სამოგზაურო გიდების და სასტუმროების მესაკუთრეების შესაძლებლობების განვითარება, სასწავლო მიზნებისთვის საჩვენებელი სამთო სასტუმროს შექმნა.



ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების ფარგლებში პროექტი გულისხმობს საქართველოს ორგანული სოფლის მეურნეობის კანონმდებლობის ჰარმონიზებას ევროკავშირის ორგანულ სოფლის მეურნეობის კანონმდებლობასთან, შიდა კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებას, სერტიფიცირების სააგენტოების და აგრო-საკონსულტაციო მომსახურების მიმწოდებლების შესაძლებლობების განვითარებას, ორგანული სოფლის მეურნეობით დაკავებული ან დაინტერესებული ფერმერული კოოპერატივების გაძლიერებას, ასევე, საკონსულტაციო მომსახურების განვითარების ხელშეწყობას და ორგანული სოფლის მეურნეობის სექტორში მწარმოებლებს, მიმწოდებლებსა და გამყიდველებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებას.





დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-14 21:30:35
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი 1. ავტომანქანების გაქირავების კომპანიები კორონავირუსის პანდემიის გამო გაკოტრების წინაშე არიან კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ პრობლემები მანქანების  გაქირავების კომპანიებსაც შეუქმნა, ნაწილმა მანქანების  გაყიდვაც გადაწყვიტა. როგორც „კომერსანტთან“ ერთ-ერთი ასეთი კომპანიის შპს...

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა
access_time2020-07-14 19:20:13
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში კაზინოების საქმიანობა და აზარტული ონლაინ თამაშები ლეგალურად დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ, დღეს მიიღო და შესაბამის კანონპროექტს უყარა კენჭი. პროცედურაში 248 დეპუტატი მონაწილეობდა. ახალი კანონით დაშვებულია აზარტული თამაშები კაზინოში და ონლაინ, საბუკმეკერო საქმიანობა, ასევე ლატარეის გამოშვება და სათამაშო ბიზნესის სხვა სახეობები. ასევე დაშვებულია კაზინოების განთავსება კიევში და...

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა
access_time2020-07-14 17:14:05
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა.   აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს
access_time2020-07-14 20:00:07
ერთი შეხედვით, მაის-აპრილის პანიკა ნავთობის ბაზარზე წარსულს ჩაბარდა, თუმცა, რეალობაში მდგომარეობა ისევ რთული და არასტაბილური რჩება - ერთის მხრივ, ნავთობის საშუალო ფასი უკვე 1,5 თვეა 40 დოლარის ფარგლებშია და ეს ცუდი არაა იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც შავი ოქრო 10 დოლარი ღირდა.   თუმცა, ასეთი ფასი არ აწყობს მსხვილ მოთამაშეებს - პირველ რიგში რუსეთს და საუდის არაბეთს, რადგანაც ის მათ უდეფიციტო ბიუჯეტის ფორმირების საშუალებას არ...

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)
access_time2020-07-14 17:00:00
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე N72ა-ში  მრავალფუნქციური  სივრცე  „ვაკე პლაზა“ შემოდგომაზე გაიხსნება. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა რუსუდან ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ახალ საოფისე სივრცეში შესაძლებელი იქნება როგორც ოფისების ქირაობა, ისე არაფორმალური შეხვედრების გამართვა.   პროექტში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია...


მსგავსი სიახლეები

up