გოჩა ალექსანდრია: "ჩვენთან როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორი ებრძვის დასაქმებულების ორგანიზებას"

გოჩა ალექსანდრია: "ჩვენთან როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორი ებრძვის დასაქმებულების ორგანიზებას"

access_time2017-02-14 15:30:22

„ჩვენ არ ვითხოვთ მინიმალური ხელფასის დაწესებას, რადგან ის უკვე დაწესებულია, ჩვენ მოვითხოვთ, რომ ის შეესაბამებოდეს რეალობას",- ამის შესახებ რადიო „კომერსანტის" გადაცემაში „სოციალური პოლიტიკა" გაერთიანებული პროფესიული კავშირების თავმჯდომარის მოადგილემ გოჩა ალექსანდრიამ განაცხადა.

 

„ჩვენ არ ვითხოვთ მინიმალური ხელფასის დაწესებას, რადგან ის უკვე დაწესებულია, ჩვენ მოვითხოვთ რომ ის შეესაბამებოდეს რეალობას. დაწესებულია 20 ლარი და როდესაც ჩვენ უცხოელებს ვხვდებით და ამ საკითხს განვიხილავთ, ყველა გვეკითხება, რომ ამ თანხას იღებენ საათში თუ დღეში და როდესაც ვპასუხობთ, რომ ეს არის თვიური შემოსავალი, ძალიან უკვირთ. ანუ ეს რეალობის ადეკვატური არ არის.

 

მინიმალური ხელფასის დაწესება მაშინ სჭირდება სახელმწიფოს, როდესაც გაქვს შემდეგი პრობლემები: არის ბევრი დასაქმებული, რომლებიც საარსებო მინიმუმს მიღმა ცხოვრობენ და საარსებო მინიმუმი ყველა ქვეყანაში განსაზღვრულია. ჩვენთანაც განსაზღვრულია, თუმცა ეს სარეკომენდაციო ძალის მქონეა და არა სავალდებულო. და მისი ოდენობა 137 -160 ლარამდე მერყეობს და მისი დააანგარიშების მეთოდიც არ არის სამართლიანი, ის დიდად განსხვავდება ევროპული სტანდარტისგან.

 

კიდევ ერთი მიზეზი - ზოგადად ქვეყანაში ხელფასს ადგენენ დასაქმებულები და დამსაქმებლები. მინიმალური ხელფასი არ არის ოფიციალურად იმ ქვეყნებში, სადაც დასაქმებულების ძალა არის საკმაოდ ძლიერი და ამას დასაქმებულების ორგანიზებით ახორციელებს პროფკავშირები. იქ, სადაც არ არის მინიმალური ხელფასი, არის დიდი დაფარვა კოლექტიური ხელშეკრულებებით. რა ხდება საქართველოში ამ მხრივ – ჩენთან ერთი რომ პროფკავშირებში გაწერვიანების მაჩვენებელი არ არის ისეთი მაღალი, როგორიც ევროპის ბევრ ქვეყანაშია. ამავდროულად კოლექტიური ხელშეკრულებების დაფარვის ზონაც არის შეზღუდული. ჩვენთან როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორი ებრძვიან დასაქმებულების ორგანიზებას",-აცხადებს ალექსანდრია.

 

მისივე თქმით მინიმალური ხელფასის გაზრდა ეკონომიკასა და დასაქმებაზე ნეგატიურ გავლენას არ მოახდენს.


„ის ადამიანები, ვინც თუნდაც 100 ლარს იღებს რაღაც სამუშაოს შესრულებისთვის, ამ თანხას არ დაკარგავენ და ამის კარგი მაგალითია გერმანია, სადაც 10 წლის განმავლობაში მიდიოდა მოლაპარაკებები შემოეღოთ თუ არა მინიმალური ხელფასი. რატომ დადგა ამის საჭიროება გერმანიაში, სადაც არასდროს ყოფილა განსაზღვრული მინიმალური ხელფასი და მხოლოდ 2015 წლის იანვარში შევიდა ძალაში. გერმანიაში როგორც ყველა სხვა ევროპულ ქვეყანაში ძალიან დიდი იყო კოლექტიური ხელშეკრულებების დაფარვა ანუ მინიმალურ ხელფასს ადგენდნენ სატარიფო შეთანხმებებით პროფკავშირები და ბიზნესი. მაგრამ ნელ-ნელა ეს პროცენტი ჩამოვიდა 58%-ზე და ეს უკვე შემაშფოთებელი იყო გერმანიის ეკონომიკისთვის და გაჩნდა კლასი ადამიანებისა, რომლებსაც საარსებო მინიმუმზე ნაკლები ჰქონდათ საათობრივი ანაზღაურება. ამ დროს დღის წესრიგში დადგა სახელმწიფოს მხრიდან დარეგულირების აუცილებლობის საკითხი. 10 წლის შემდეგ შეიქმნა გერმანიის მინიმალური ხელფასის კომისია, რომელმაც დაადგინეს და შეიყვანეს ძალაში 8.5 ევრო საათში. კველევები კი აჩვენებს, რომ ამას არანაირი უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია ადამიანებზე. რა საკვირველია, აქ განსხვავებულია ეკონომიკის მდგომარეობა, მაგრამ გამოცდილების გაზიარება ყოველთვის შესაძლებელია", - ამბობს გაერთიანებული პროფესიული კავშირების თავმჯდომარის მოადგილე.

 


ამასთან, ალექსანდრია აღნიშნავს, რომ საქართველოს მსგავსი ეკონომიკური სტრუქტურის მქონე ქვეყნებშიც არსებობს მინიმალური ხელფასი და მაგალითად, სლოვენია მოჰყავს.

 


„ჩვენ უნდა შევხედოთ ჩვენი ზომის და მეტნაკლებად ჩვენი სტრუქტურის ეკონომიკებს, ლიტვას, ლატვიას - ყველგან არის მინიმალური ხელფასი დაწესებული. ეს ქვეყნები შრომის ბაზრის სტრუქტურით ჩვენზე ბევრად წინ ნამდვილად არ არიან, თუმცა ეკონომიკა ცოტა უკეთეს მდგომარეობაში აქვთ. ჩვენ შევისწავლეთ სლოვენიის მაგალითი, აქ მინიმალური ხელფასი დაახლოებით არის 1050 ევრო, რაც ჩვენთვის ძალიან მაღალია. საქართველოში ვერ მოვითხოვთ 950 ლარის დაწესებას", - აცხადებს გოჩა ალექსანდრია.

 

 



„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა
access_time2020-05-30 23:58:40
სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ...

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა
access_time2020-05-30 21:00:36
ძალიან სასიხარულოა, რომ საწარმო კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, როცა ჩვენ ვხსნით ეკონომიკას, საწარმო გაფართოებას გეგმავს. მის გეგმებში დიდი კორექტირება არ...

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება
access_time2020-05-30 19:52:32
ჩინელი მეცნიერები 99%-ით არიან დარწმუნებულები, რომ კორონავირუსის ვაქცინა, რომელზეც მუშაობენ ეფექტური იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას...

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში
access_time2020-05-30 15:49:21
მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “საქსტატის” მონაცემებს აპრილში ეკონომიკის 16.6%-იან ვარდნასთან...

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი
access_time2020-05-30 15:00:14
„ზედაზენი“ ახალ პროდუქტს უშვებს. საუბარია ლუდის პირველ ქართულ ბრენდზე „ აიაზე“, რომელიც ბაზარზე...


მსგავსი სიახლეები

up