გობლინის რეჟიმი - goblin mode ოქსფორდის ლექსიკონმა წლის ფრაზა დაადგინა.
ცნობილმა ინგლისურმა ლექსიკონმა წლის სიტყათშეთანხმებად “გობლინის რეჟიმი” აირჩია. ისტორიაში პირველად ეს ფრაზა ღია კენჭისყრით შეირჩა, განაცხადეს გამომცემლობის პრესსამსახურში.
მეცნიერებმა ჟარგონული გამოთქმა „გობლინის რეჟიმი“ გაშიფრეს, როგორც „ ქცევის სახეობა, სიზარმაცე, უსაქმურობა და სიხარბე“. ეს გამოთქმა ჩვეულებრივ თან ახლავს „სოციალური ნორმების ან მოლოდინების უარყოფას“.
გობლინის რეჟიმი პოპულარული გახდა 2022 წლის თებერვალში სოციალურ ქსელებში მას შემდეგ, რაც ბევრმა ქვეყანამ შეამსუბუქა შეზღუდვები კორონავირუსთან დაკავშირებით და ხალხმა უფრო ხშირად დაიწყო გარეთ გასვლა.