გმო ადამიანის დაბადება - 2018 წლის მთავარი მიღწევები მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში

გმო ადამიანის დაბადება - 2018 წლის მთავარი მიღწევები მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში

access_time2019-01-13 20:00:57

რითი გააოცა კაცობრიობა გასულმა წელმა  „კომერსანტი“ გთავაზობთ Forbes-ის მიერ შედგენილ ტოპ-8 მიღწევას მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში. 

1.გენეტიკურად მოდიფიცირებული ადამიანების დაბადება

2018 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა ისტორიული მნიშვნელობის ექსპერიმენტის შედეგები  - ჩინეთის ქალაქ შენცჟენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორმა ხე ცზიანკუიმ მოახდინა განაყოფიერებული კვერცხუჯრედების რედაქტირება - ტყუპების ნანას და ლულუს გენომში ხელოვნურად იქნა შეტანილი მუტაცია შიდსის წინაამღდეგ.

 

ამ ამბავმა გამოიწვია დიდი აურაზაური მეცნიერულ სამყაროში  - საყოველთაო აზრით, ის ეწინაამღდეგება ეთიკის ყოველგვარ ნორმებს, რადგანაც შეიცავს რისკს სრულად ჯანმრთელი ბავშვებისთვის.

 

შედეგად მეცნიერულმა ჟურნალებმა უარი განაცხადეს ექპსერიმენტის თაობაზე მასალის გამოქვეყნებაზე, თუმცა, თავისთავად ადამიანების გენმოდიფიცირება არ შეიძლება არ შეფასდეს, როგორც რევოლუცია.

 

მომავალში, როდესაც ახალი მეთოდის უსაფრთხოება დადასტურდება ცხოველებზე ცდებით და კლინიკური ტესტირებით, ის შესაძლებელია გახდეს ბიომედიცინაში ახალი  მიმართულების საფუძველი.

 

2.“გამსკდარიბიტკოინი

2017 წელი იყო ბიტკოინის და ზოგადად კრიპტოვალუტებისთვის ტრიუმფალური - ყველა საუბრობდა მათ შესახებ. თუმცა, 2018 იყო დიდი გაწბილების წელი - კრიპტოვალუტების კურსი ჩამოიშალა, მილიონობით დოლარი გაქრა ჰაერში.

 

ვერ ვიტყვით. რომ ადამიანები გახდნენ თაღლითობის მსხვერპლი - ვირტუალურ ვალუტას და ბლოკჩეინს დღესაც იყენებენ სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა ნდობა შემცირებულია, ბლოკჩეინის, როგორც ტექნოლოგიის, მიმართ ნდობის აღდგენა შეუძლია მხოლოდ მის გამოყენებას რეალურ ბიზნესში.

 

3. სტივენ ჰოკინგის გარდაცვალება

კაცობრიობა დაიმახსოვრებს სტივენ ჰოკინგს როგორც მეცნიერების ბრწყინვალე პოპულარიზატორს, და სულის სიმტკიცის ერთ-ერთ სიმბოლოდ - სასიკვდილო დაავადების მიუხედავად, მან შესძლო ხანგძლივი და წარმატებული ცხოვრების გატარება.

 

თუმცა, მთავარი, რაც დარჩება კაცობრიობას, არის ჰოკინგის 3 მეცნიერული მიღწევა - პირველი - მან დაამტკიცა შავი ხვრელების არსებობა კოსმოსში, მეორე - აღწერა შავი ხვრელების ტერმოდინამიკა, მესამე - მან გამოთვალა სამყაროში მატერიის განაწილების ფორმულა.

 


სწორედ მესამე ნაშრომში მას შეეძლო ნობელის პრემიის მიღება - თუმცა, მან ეს ვერ მოასწრო.

 

4. ნობელის პრემია კიბოს იმუნოთერაპიისთვის

2018 წელი ასევე იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლის საუკუნოვან საქმიანობაში - მეცნიერებმა დაამუშავეს წამლები, რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანის იმუნური სისტემის უფრო აქტიურ ბრძოლას კიბოს უჯრედების წინაამღდეგ.

 

ეს მეთოდი იძლევა ადრეულ სტადიაზე გამოვლენილი დაავადების უფრო სწრაფი და ეფექტური მკურნალობის საშუალებას.

 

5. შეხვედრა სატურნთან

კოსმოსურმა აპარატმა „კასინიმ“, რომელმაც 21 წლის წინ აიღო სტარტი სატურნის მიმართულებით, დაასრულა მისია. როგორც იყო გათვლილი მეცნიერების მიერ, აპარატი განადგურდა პლანეტის ატმოსფეროში, თუმცა, მანამდე მან გადასცა დედამიწაზე ფასდაუდებელი ინფორმაცია სატურნის შესახებ.

 

ზაფხულის მანძილზე მან 20-ჯერ გადაუფრინა პლანეტას და გადაიღო რამდენიმე ასეული სურათი, მათ შორის სატურნის რგოლების.

 

6. კომპანიები, რომლებიც ღირს 1 ტრლნ. დოლარი

2018 წელს Apple და Amazon-ის ღირებულებამ მიაღწია 1 ტრლნ. დოლარს, თუმცა, ყოველი ზღაპარი ერთხელაც მთავრდება - სულ რამდენიმე თვეში ორივე მაღალტექნოლოგიურმა გიგანტმა დაკარგა კაპიტალიზაციის 20% - ამის მიზეზი გახდა აშშ-ს და ჩინეთის სავაჭრო ომი - ცნობილია, რომ ორივე გიგანტს აქვს მნიშვნელოვანი კავშირები ჩინეთთან.

 

თუმცა, ამით მათი სიდიადე არ დასრულდა, და ისინი კვლავ რჩებიან ყველაზე ძვირადღირებულად მსოვლიოში.

 

7. უპილოტო ავტომობილები

2018 წელი გახდა უპილოტო ავტომობილების მასობრივი ტესტირების დასაწყისის წელი. ადრე ამ დარგით ინტერესდებოდნენ მხოლოდ აშშ-ში და მხოლოდ ისეთი კომპანიები როგორიცაა Waymo და  Uber.

 

2018 წელს კი სატესტო ზონები გამოიყო რამდენიმე ქვეყანაში. ყველაზე წინ წავიდა აშშ-ს შტატი არიზონა, სადაც Uber  უკვე იყენებს კომერციული შეკვეთების შესასრულებლად უპილოტო სატვირთო მანქანებს.

 

რობოტი-ავტომობილები უკვე ჩვენ შორის არიან.

 

8. ახალი ზემძიმე კოსმოსური ხომალდები

70-ანი წლებიდან კაცობრიობა ძირითადად იყენებს კოსმოსურ რაკეტებს, რომლებსაც შეუძლიათ ორბიტაზე 20-30 ტონის ტვირთის ატანა - რაც საკმარისია, როგორც სამოქალაქო, ისევე სამხედრო მიზნებისთვის.

 

თუმცა, დრომ მოიტანა უფრო მძიმე ხომალდების არსებობის აუცილებლობა და ამ საქმეს შეუდგა მსოფლიოს მთავარი მეოცნებე - ილონ მასკი.

 

მისმა კომპანია SpaceX -მა ააშენა რაკეტა Falcon Heavy, რომლის ტვირთამწეობა შეადგენს 60 ტონას. ეს არაა საკმარისი მთვარეზე მოგზაურობისთვის, თუმცა იძლევა მარსის ორბიტის ირგვლივ ფრენის საშუალებას.


Falcon Heavy-მ ააღორძინა კონკურენცია კონსტრუქტორებს შორის - დღეს მთვარეზე და მარსზე შესაძლებელია მხოლოდ ავტომატიზებული ზონდების გაგზავნა.

 

ამჟამად ილონ მასკის კომპანია მუშაობს კიდევ უფრო მძიმე კოსმოსურ აპარატზე  -  SpaceX BFR.

 

თუმცა, პარალელურად აქტიურად მუშაობენ ჩინელები - მათ თითქმის ააშენეს ზემძიმე რაკეტა „ჩანჩჟენი -9“.





დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-02 21:30:40
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„თუ საპარტნიორო ფონდიდან გამოირიცხება რკინიგზის და ელექტროსისტემის ზარალი,ფონდის საქმიანობა მომგებიანია“ - ირაკლი...

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს
access_time2020-07-02 16:00:37
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) შეკვეთით, ქიმიკოსმა სტივ პირსმა სუნამო სახელწოდებით Eau de Space შექმნა, რომელსაც ისეთივე სუნი აქვს, როგორიც ღია კოსმოსში დგას.„კისტარტერი ეს არის მასშტაბური კომპანია, რომელმაც მიზნად დაისახა რომ კოსმოსის სუნი დედამიწაზე ჩამოიტანოს და ყოველდღიური მოხმარების სუნამოდ აქციოს - ამის შესახებ ინფორმაციას Cnn ავრცელებს. როგორც Eau De Space-  ის პროდუქტის განვითარების...

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო
access_time2020-07-02 18:00:17
აშშ-ის ქალაქი სან-ფრანცისკო ახლა მსოფლიოში რიგით მესამე ქალაქია მილიარდერების რაოდენობის მიხედვით. როგორც Wealth-X-ის მიერ უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური გამოკითხვიდან ირკვევა, აშშ-ში მთლიანად 788 მილიარდერი ცხოვრობს. მსოფლიოს მილიარდერების მთლიანი ქონების 28% სწორედ ამერიკელ მილიარდერებზე მოდის. ნიუ-იორკში ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს, მას მოსდევს ჰონგ-კონგი, ხოლო მესამე ადგილას 79 კვ.კმ ფართობის სილიკონ ველი გავიდა, რომელიც სან-ფრანცისკოში მდებარეობს, და რომელიც...

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე
access_time2020-07-02 15:00:35
“ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე,”- ამის შესახებ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე, „ვიზეარის“ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით წერს. „კომერსანტი“  მაია სიდამონიძის ფეისბუქ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:  „ქვეყნებმა, რომლებმაც გახსნეს საზღვრები ნაკლებად ადარდებთ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა და...

The Banker: მსოფლიოს 4 უმსხვილესი ბანკი ჩინურია

The Banker: მსოფლიოს 4 უმსხვილესი ბანკი  ჩინურია
access_time2020-07-02 20:00:03
გამოცემა The Banker-მა მსოფლიოს 1000 უმსხვილესი ბანკის რეიტინგი გამოაქვეყნა. პირველი ხუთეული უცვლელი დარჩა.კაპიტალის ოდენობის თვალსაზრისით, დედამიწის უმსხვილესი ბანკია ჩინური Industrial and Commercial Bank of China ($380 მლრდ.)მას  3 ასევე მოწინავე ჩინური  ბანკი მოჰყვება  -  China Construction Bank ($316 მლრდ), Agricultural Bank of China ($277 მლრდ.) და  Bank of China ($258  მლრდ.).   დიდ ხუთეულში...


მსგავსი სიახლეები

up