Glovo სოციალური უფლებების ახალ სტანდარტს ადგენს - პროექტი „კურიერებისთვის“ პირველად საქართველოში დაიწყება

Glovo სოციალური უფლებების ახალ სტანდარტს ადგენს - პროექტი „კურიერებისთვის“ პირველად საქართველოში დაიწყება

access_time2021-10-28 09:55:57

Glovo, მსოფლიოში წამყვანი მრავალკატეგორული მიწოდების პლატფორმა, დღეიდან ახალ ინიციატივას აანონსებს. ინიციატივა წარმოადგენს კომპანიის ვალდებულებას, გაზარდოს კურიერებისთვის სოციალური უფლებების ხელმისაწვდომობა და შესთავაზოს სხვადასხვა შეღავათები, განურჩევლად იმისა, თუ რა სიხშირით იყენებს კურიერი აპლიკაციას.

 

„კურიერებისთვის“ შეიქმნა Fairwork-ის რჩევებითა და რეკომენდაციებით. ის ადგენს ახალ სტანდარტებს, რომელიც მოიცავს სამართლიან საათობრივ გამომუშავებას(WageIndicator-ის სამართლიანი შემოსავლის და მინიმალური ხელფასის მონაცემების გათვალისწინებით) გაუმჯობესებულ სადაზღვევო პაკეტსა და საგანმანათლებლო ტრენინგებზე ხელმისაწვდომობას, უსაფრთხოების ახალ სტანდარტებსა და მათ უზრუნველყოფას. კომპანია მიიჩნევს, რომ გიგ-ეკონომიკა კურიერებისთვის წარმოადგენს  შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს და ამიტომაც, აუცილებელია მათთვის სოციალური უფლებებისა და სხვადასხვა შეღავათების ხელმისაწვდომობა, მიუხედავად იმისა, თუ რა ფორმატით იყენებენ კურიერები პლატფორმას.

 

Glovo-ს ახალი ინიციატივა 2022 წლის ბოლომდე იმ ქვეყნების 40%-ს დაფარავს, სადაც კომპანია ოპერირებს. თუმცა თავდაპირველად, საწყის ფაზაში, ინიციატივა მაროკოსა და საქართველოში ამოქმედდება.

 

უფრო სამართლიანი სამუშაო პირობებისთვის

 

უფრო სამართლიანი მომავლისა და კურიერებისთვის უფრო მეტი უსაფრთხოებისა და მისი დაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფად, სამუშაო გარემოსა და პირობების გასაუმჯობესებლად, Glovo ამბობს, რომ უზრუნველყოფილი იქნება შემდეგი ხუთი პუნქტი:

 

სამართლიანი ანაზღაურება - ეს პუნქტი მოიცავს კურიერების საათობრივი გამომუშავების სრულ გამჭვირვალობას, მათი სამუშაო ფორმატისაგან დამოუკიდებლად. ასევე, გათვალისწინებულია „ერთგულების ბონუსი“ შესრულებული ან გაცვლილი დროის შესაბამისად.

 

გაუმჯობესებული დაზღვევა (360 ° უსაფრთხოება) - სხვადასხვა სახის უბედური შემთხვევების, მესამე მხარის პასუხისმგებლობისა და ტვირთის ტრანსპორტირების, ასევე ავადმყოფობის მიზეზით გამოწერილი შვებულების (ბიულეტენის), დეკრეტული შვებულების უზურნველყოფა. ასევე, წვდომა „საოჯახო ხარჯების" შეღავათებზე.


 

უსაფრთხოება და მისი უზურნველყოფა (360 ° უსაფრთხოება) - ეს პუნქტი გულისხმობს, რომ საგზაო უსაფრთხოების ინვენტარი, ჩაფხუტები და ამრეკლავი ქურთუკები Glovo Store– ის საშუალებით ყველა კურიერისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ასევე, გამარტივდება ველოსიპედისა და ტექნიკური მომსახურების სადგურებზე წვდომაც. 

 

პროაქტიული მენეჯმენტი - სამართლიანი და ხელმისაწვდომი გასაჩივრების პროცესი აპლიკაციიდან დეაქტივირებული ყველა კურიერისთვის. ახლად დაარსებული არხები კურიერებს საშუალებას აძლევს ერთობლივად მიიღონ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც გავლენას ახდენენ პლატფორმასთან მათ წვდომაზე და ხელს უწყობენ ღია დიალოგს კურიერებთან თუ ასოციაციებთან.

 

კურიერების საზოგადოების გაძლიერება - სასწავლო კურსები მეწარმეობის, ბიზნესის მენეჯმენტის, IT უნარებისა თუ ენების შესახებ, რომლებიც დაეხმარება კურიერებს განავითარონ თავიანთი პროფესიული უნარები და მიიღონ დამატებითი ცოდნა. ასევე, აპლიკაციას დაემატება SOS ღილაკი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება საგანგებო სიტუაციებში  და დაინერგება ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა, ნებისმიერი სახის შევიწროების თავიდან ასაცილებლად.

 

 

Fairwork-ის აუდიტის პროცესი

 

Glovo-ს მიერ „კურიერებისთვის“ ფარგლებში აღებული ვალდებულებები დაექვემდებარება გარე აუდიტს (Fairwork) და ყველა დასკვნა იქნება საჯარო. როგორც დამოუკიდებელი მხარე, Fairwork არ მონაწილეობს კომპანიის შიდა აქტივობებში, მაგრამ დააკვირდება და შეაფასებს იმ პროგრესს, რაც უფრო სამართლიანი სამუშაო პირობების ხუთ პრინციპს მოჰყვება.

 

Fairwork-ის გარე კვლევები მოიცავს გამოკითხვებს და ინტერვიუებს კურიერებთან იმ ქვეყნებში, სადაც „კურიერებისთვის“ იქნება აქტიური. ამ პროცესებში არ ჩაერთვება Glovo, რათა უზრუნველყოს დამოუკიდებელი, სამართლიანი და ობიექტური შედეგები. პირველი მიმოხილვა ჩატარდება ინიციატივის დაწყებამდე მაროკოში და საქართველოში, ხოლო მეორე მიმოხილვა, პირველი სამი თვის შემდეგ. Fairwork არის საერთაშორისო კვლევითი პროექტი, რომელიც სამართლიანი სამუშაო პირობების ხუთი პრინციპის მიხედვით, აფასებს ციფრული შრომის პლატფორმების მუშაობის პირობებს. Fairwork არ მიიღებს კომპენსაციას Glovo-სგან და გამოავლენს ნებისმიერ სფეროს, სადაც კომპანია არ შეასრულებს საკუთარ ვალდებულებებს.

 

საშა მიქაუდი, Glovo-ს თანადამფუძნებელი და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი: „მიუხედავად იმისა, რომ გიგ-კონომიკა ქმნის ახალ შესაძლებლობებს, მას აქვს თავისი გამოწვევები და სჭირდება გაუმჯობესება, განსაკუთრებით კი კურიერების სოციალური უფლებების თვალსაზრისით. Glovo-ში, ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, რომ კურიერებისთვის შეგვეთავაზებინა მეტი სოციალური უფლებები, მიუხედავად ჩვენი საკონტრაქტო ურთიერთობისა. 2023 წლისთვის, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ვითანამშრომლებთ დაახლოებით 240,000 კურიერთან მთელს მსოფლიოში და მზად ვართ შევთავაზოთ უკეთესი სოციალური უფლებები, სამუშაო პირობები და ასევე, დავიცვათ ის ავტონომია და მოქნილი სამუშაო გრაფიკი, რომელიც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ინიციატივა შექმნის ინდუსტრიის ახალ სტანდარტს, რომლის საშუალებითაც, გიგ-ეკონომიკა უფრო სამართლიანი გახდება. ის გაუმჯობესდება სოციალური უფლებების დაცვის თვალსაზრისით და შეიქმნება პრაქტიკის ახალი მოდელი, რომელსაც დაეფუძნება მთელი ინდუსტრია“.

 

პროფესორი მარკ გრეჰემი, Fairwork-ის დირექტორი: „გიგ-ეკონომიკის ამჟამინდელი მდგომარეობის მიხედვით, დასაქმებულთა უმეტესობას არ გააჩნია ძირითადი შრომითი უფლებები და შესაბამისად, ვერ ხერხდება მათი დაცვა. დასაქმებულების მთავარი პრობლემებია სახიფათო სამუშაო პირობები, უსამართლო შემოსავალი და სხვადასხვა ორგანიზაციული ბარიერები. Glovo, როგორც გიგ-ეკონომიკის ერთ-ერთი უმსხვილესი წარმომადგენელი, გახდება სამართლიანი პრაქტიკის მაგალითი, თუ ისინი განახორციელებენ ყოვლისმომცველ პოლიტიკას, რომელიც გააუმჯობესებს დასაქმებულთა სამუშაო პირობებს. Fairwork არ ერევა კომპანიების საქმიანობაში, მაგრამ უზრუნველყოფს მათი პოლიტიკისა და პრაქტიკის დამოუკიდებელ შეფასებას. ამ პოზიციიდან, ჩვენ მივესალმებით Glovo-ს შემოთავაზებას, უზრუნველვყოთ მათი ახალი ინიციატივის დამოუკიდებელი შეფასება და მოუთმენლად ველით შედეგების მიმოხილვას“.

 

Fairwork-ის გარდა, Glovo თანამშრომლობს WageIndicator.org-თან, რათა მიიღოს ინფორმაცია თითოეული ქვეყნის საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით. ხოლო დაზღვევის საკითხებთან დაკავშირებით, კომპანოა Qover-ისა და Chubb-ის დაუმეგობრდა.

 

(R)



თეგები:
გლოვო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up