Glovo-სა და პარტნიორ კურიერებს შორის შეთანხმება შედგა, კურიერების ნაწილს, რომლებსაც დროებით შეჩერებული ჰქონდათ წვდომა აპლიკაციასთან, ბლოკი მოეხსნათ და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. პროტესტი ამოწურულია და აპლიკაცია შეფერხებით აღარ იმუშავებს. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, გთავაზობთ კომპანიის განცხადებას:
Glovo-სა და პარტნიორ კურიერებს შორის შეთანხმება შედგა. 17 მაისიდან ძალაში შევიდა განახლებული ანაზღაურების სისტემა, რომელიც მთლიანად მორგებულია გლოვერების საჭიროებებსა და უსაფრთხოებაზე და უზრუნველყოფს ბონუსური სისტემის სამართლიანი პრინციპით გადანაწილებას და საბაზისო ტარიფის ზრდას. ცვლილებების მიზანია პარტნიორი კურიერებისთვის უფრო მოქნილი, ხელსაყრელი პირობების შეთავაზება. ახალი სისტემის პირობებში, გლოვერებს საშუალება ექნებათ, უფრო მარტივად და სწრაფად გამოიმუშავონ დამატებითი ანაზღაურება.