Glovo-ს პირველი Dark Store უკვე თბილისშია!

Glovo-ს პირველი Dark Store უკვე თბილისშია!

access_time2021-08-23 17:55:43

გასული წლის აგვისტოში, ტექნოლოგიურმა კომპანიამ ქართულ ბაზარზე ახალი პროექტი, Cook Room წამოიწყო. რაც გულისხმობს მხოლოდ მიტანის სერვისზე გათვლილ სივრცეს, სადაც გაერთიანებულია Glovo-ს პარტნიორი რესტორნების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სპეციალურად აღჭურვილი სამზარეულოები. ამ პროექტის საშუალებით, Glovo-ს პარტნიორ ობიექტებს შესაძლებლობა აქვთ დაამატონ ახალი ლოკაცია ქალაქის სხვადასხვა უბანში, რომელიც მხოლოდ მიტანის სერვისზე იქნება ორიენტირებული.  ერთი წლის შემდეგ კი, Glovo-ს მიტანის სერვისის შესაძლებლობები კიდევ გაფართოვდა და ამჯერად Dark Store წარუდგინა საზოგადოებას.

 

ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, სავაჭრო ბიზნესმა დიდი ცვლილებები განიცადა და გლობალური პანდემიის რეალობაში, Dark Store კონცეფცია ბევრად მოთხოვნადი გახდა. ეს კონცეფცია გულისხმობს მხოლოდ მიტანის სერვისზე გათვლილ სივრცეს, სადაც გაერთიანებულია Glovo-ს პარტნიორების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სპეციალურად აღჭურვილი მაღაზიები.

 

Dark Store ძირითადად ორიენტირებული იქნება სასურსათო პროდუქციაზე, ხოლო აპლიკაციაში Glovo ექსპრესის სივრცეში იქნება დამატებული.

 

პროექტის საშუალებით, Glovo ექსპრესის პარტნიორ კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს დაამატონ ახალი სავაჭრო სივრცე, რომელიც მხოლოდ მიტანის სერვისზე იქნება ორიენტირებული. ასეთ “მაღაზიაში“ ვერ შეხვდებით კონსულტანტს, მოლარესა და მომსახურების სერვისს. პროდუქტები ხელმისაწვდომია მხოლოდ მობილური აპლიკაციის საშუალებით, ონლაინ შეკვეთის შემთხვევაში. ქალაქის პირველი Dark Store დიღომში, Cook Room-ის ბაზაზე შეიქმნება.


 

შედეგად, Dark Store დაეხმარება პარტნიორებს ბიზნესის გაფართოებაში, ხოლო მომხმარებლებს უფრო მრავალფეროვან არჩევანსა და ადგილზე მიტანის კიდევ უფრო სწრაფ სერვისს შესთავაზებს - სულ მალე, Glovo-ს საშუალებით სასურველი სურსათის მიღება 15 წუთში იქნება შესაძლებელი.

 

აღნიშნული პროექტი უკვე წარმატებით ხორციელდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში - 18 მაღაზია უკვე ფუნქციონირებს ესპანეთში, პორტუგალიაში, იტალიასა და რუმინეთში. 2021 წლის ბოლომდე, ტექნოლოგიური კომპანია მსოფლიოს 16 ქვეყანაში 100-ზე მეტი Dark Store-ის გახსნას გეგმავს.

 

Glovo-ს შესახებ:

Glovo ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ იყიდოთ, აიღოთ და გაგზავნოთ ნებისმიერი პროდუქტი იმავე ქალაქში, ერთ საათზე ნაკლები დროის განმავლობაში. აპლიკაციას ამჟამად 1.8 მილიონი ყოველთვიური მომხმარებელი და 25,000 ასოცირებული პარტნიორი ყავს. Glovo ოპერირებს 26 ქვეყნის მასშტაბით ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ გვერდს: : www.glovoapp.com

(R)


თეგები:
გლოვო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up