Glovo მიტანის სერვისის შემდეგი თაობის, Q-Commerce-ის დაწყებას აანონსებს

Glovo მიტანის სერვისის შემდეგი თაობის, Q-Commerce-ის დაწყებას აანონსებს

access_time2020-12-01 09:55:23

•    ყველა საცალო და სასურსათო პროდუქტის მიწოდება ოცდაათ წუთზე ნაკლებ დროში განხორციელდება


თბილისი, 2020 წლის 26 ნოემბერი: ბარსელონაში დაარსებული ტექნოლოგიური კომპანია Glovo, ახალი ბიზნეს განყოფილების, Q-Commerce-ის დაწყებას აანონსებს. ესაა მესამე თაობის კომერცია, რაც გულისხმობს ოცდაათ წუთში ან უფრო ნაკლებ დროში ყველაფრის მიწოდებას ქალაქებში.

 

Glovo საცალო და სასურსათო კატეგორიებზე ფოკუსირდება და ისეთ წამყვან საცალო ბრენდებთან და სუპერმარკეტებთან პარტნიორობს, როგორებიცაა Unilever, IKEA, Nestle და L'Oréal; ადგილობრივად კი Glovo-ს პარტნიორია სუპერი, Miniso, iPlus, Apple City, Carrefour, გუდვილი, ნიკორა, სპარი, Europroduct და მრავალი სხვა. Q-Commerce აკავშირებს მომხმარებლებს არა მხოლოდ რესტორნებსა და სუპერმარკეტებთან, არამედ  შესაძლებელს ხდის ყველა პროდუქტის ხელმისაწვდომობას: სათამაშოები, წიგნები, ყვავილები, სილამაზის პროდუქტები, აფთიაქები და ა.შ.

 

დაარსების დღიდან მრავალ კატეგორიაში მიწოდების პიონერი, Glovo- ს გამოცდილება ბევრად აღემატება კონკურენტების გამოცდილებას, რომელთაგან მრავალმა მათგანმა მხოლოდ პანდემიის დროს დაიწყო საკვები პროდუქტების გარდა, სხვა პროდუქციის მიწოდების სერვისი. კომპანიამ გლობალური მასშტაბით უკვე ჩააბარა 12 მილიონზე მეტი მულტი კატეგორიული შეკვეთა და 2020 წელს მან წინა წელთან შედარებით 300% -ზე მეტი ზრდის ტემპი განიცადა. მხოლოდ ესპანეთში, Glovo– სთვის სასურსათო ნივთების შეკვეთების რაოდენობა გაორმაგდა და 1 400 000 – ზე მეტი შეადგინა.

 

დანიელ ალონსო, Glovo– ს Q-Commerce– ის გლობალური დირექტორი:

 


”მსოფლიო მასშტაბით დახურვის გამო, მომხმარებლებს აქვთ მოლოდინი, რომ მათ კართან კიდევ უფრო მეტი ნივთის მიტანა გახდება შესაძლებელია.  მათი მოთხოვნები კიდევ უფრო გაზრდილია და 24-48 საათი ლოდინის დრო აღარ არის მისაღები. Glovo– ში ვიღებთ ვალდებულებას, რომ 30 წუთში ან კიდევ უფრო ნაკლებ დროში, Q-Commerce– ის საშუალებით, ხელმისაწვდომი გავხადოთ ნებისმიერი პროდუქტის მიტანა. როდესაც გავაფართოვეთ ჩვენი შეთავაზებები მომხმარებლებისთვის,  აღფრთოვანებული ვიყავით Q-Commerce– ის წარმატებით ესპანეთში. ამიტომ, დავაჩქარებთ მისი დაწყებას დანარჩენ ევროპასა და აფრიკაში მომდევნო 12 თვის განმავლობაში. ”

 

დანიელს ამ სფეროში დიდი გამოცდილება აქვს, ის წარსულში Walmart eCommerce– ის უფროსი დირექტორი იყო. მისი გამოცდილება გაძლიერებს Glovo– ს, მიტანის სერვისის მომავალი თაობის, Q-commerce– ის მიმართულებით.


Glovo-შესახებ:

 

Glovo ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ იყიდოთ,

აიღოთ და გაგზავნოთ ნებისმიერი პროდუქტი იმავე ქალაქში, ერთ საათზე

ნაკლები დროის განმავლობაში. აპლიკაციას ამჟამად 1.8 მილიონი ყოველთვიური

მომხმარებელი და 25,000 ასოცირებული პარტნიორი ყავს. Glovo ოპერირებს 26

ქვეყნის მასშტაბით ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ გვერდს: : www.glovoapp.com



(R)



თეგები:
glovo



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up