Glovo-მ საპროტესტო აქციის მონაწილეებისთვის რუსთაველის გამზირზე შეკვეთის მიტანა შეზღუდა. როგორც კომპანიის მიერ კურიერებისთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი, პარლამენტის ტერიტორია დროებით აღარ იქნება აქტიურ ზონაში:
“ჯერ არ წაგიშლიათ Glovo? (მე დიდი ხანია მოვიშორე, რაც გამწეწეს და ფული ორმაგად ჩამომაჭრეს, არაფრით არ დააბრუნეს) ეს გლოვოს ადმინისტრაციის მესიჯი კურიერებს:
“გამარჯობა! შექმნილი ვითარებიდან გამომდიანრე რუსთაველი და მისი მიმდებარე ტერიტორია დროებით აღარ იქნება ჩვენს აქტიურ ზონაში - შეკვეთების მიღება აღნიშნული ტერიტორიიდან დროებით შეწყვეტილია. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ ზონაში მოხვედრისას პროგრამა აღიქვამს რომ ზონის გარეთ იმყოფებით და ავტომატურად გაგიწითლებთ მიმდინარე საათს, ასე რომ უშუალოდ რუსთაველზე მოძრაობისგან გთხოვთ თავი შეიკავეთ. შეკვეთების დატოვება უპრობლემოდ შეგეძლებათ რუსთაველის მიმდებარე ქუჩებზე. მშვიდობიან საღამოს გისურვებთ!” - ამის შესახებ სოციალურ ქსელში აქტივისტი ნატა ფერაძე წერს.
„კომერსანტი“ აღნიშნული ცვლილების მიზეზის გასარკვევად Glovo-სთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა არც პრესსამსახურის და არც მარკეტინგის სამსახურისგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.