Glossify - ტუჩსაცხი 15 წლის თიკუნა ტვილდიანისგან

Glossify - ტუჩსაცხი 15 წლის თიკუნა ტვილდიანისგან

access_time2020-11-15 11:50:52

ჯუნიორ ანტრეპრენერები ის ადამიანები არიან, რომლებიც სწავლის პარალელურად საკუთარ ჰობსა თუ ინტერესს აქტიურ საქმიანობად გარდაქმიან და ბიზნესსფეროში შებიჯებას ადრეული ასაკიდან იწყებენ. გამოწვევებს, არასაკმარის გამოცდილებასა და კრიტიკას არ უშინდებიან და გაბედულ ნაბიჯებს დგამენ. საქართველო ასეთ არაერთ მოზარდს იცნობს. მათ შორისაა 15 წლის თიკუნა ტვილდიანი − მბზინავ ტუჩსაცხ Glossify-ის შემქმნელი. ის 4 სხვადასხვა − ქოქოსის, ალუბლის, ფორთოხლისა და მარწყვის არომატის მქონე საცხებს გვთავაზობს. 

„ეს იდეა ჯერ კიდევ კარანტინის დაწყებამდე გამიჩნდა. ხშირად ვნახულობდი მსგავს სტარტაპებს სოციალურ ქსელებში და ვინაიდან საქართველოში მსგავსი რამ არ ყოფილა, მომინდა, ეს მე გამეკეთებინა. თავიდან, დიდხანს ვფიქრობდი ამ ყველაფერზე. როდესაც საბოლოო იდეამდე მივედი, ყველაფერი ჩემს ოჯახის წევრებს და მეგობრებს გავუზიარე, მათგან კი დიდი მხარდაჭერა მივიღე. დედაჩემთან ერთად დავიწყე საჭირო ნივთებისა და პროდუქტების ძებნა. საწყისი კაპიტალით დედა დამეხმარა. ასე გამოვიწერე ჩემი პირველი ნედლეული. საცხი გლუტეინს არ შეიცავს და თანაც ვეგანურია. ტუჩსაცხებს მარტო ვაკეთებ, თუმცა ვფიქრობ, გუნდის შეკვრა არ მაწყენდა. სამომავლოდ, დიდი გეგმები მაქვს. თავიდანვე ყველაფერი კარგად დაიწყო და დიდი იმედი მაქვს, ასე გაგრძელდება. მიხარია, თავი რომ მოვუყარე ამ ყველაფერს და საბოლოოდ, დავიწყე ეს ბიზნესი. ჩემს ასაკში ამ გამოცდილებით არაა მარტივი გაყიდვები, მაგრამ ირგვლივ მყოფი ადამიანები დიდ მოტივაციას მძენენ, მყიდველებიც მხარდაჭერას გამოხატავენ. ჯერჯერობით ყველასგან კარგი შეფასება მაქვს, თუმცა ვფიქრობ, ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი“, − ამბობს თიკუნა ტვილდიანი. 

პროდუქტის შეძენა კი მსურველებს ინსტაგრამგვერდზე − gglossify შეუძლიათ. თიკუნა ბრენდის განვითარებას და მისთვის ახალი, მრავალფეროვანი არომატების შემატებას აუცილებლად გეგმავს. სურს, მბზინვარებასთან ერთად, საცხი უფრო არომატულიც გახდეს. ბრენდის განვითარებისთვის კი არ გამორიცხავს, რომ საგრანტო კონკურსში მიიღოს მონაწილეობა, თუმცა იქამდე ბიზნესგეგმის შედგენასა და პროექტების წერის სპეციფიკაში დეტალურად აპირებს გარკვევას. 


Entepreneur.com





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up