„გლობალური შიმშილის ინდექსში“ საქართველო 118 ქვეყანას შორის მე-16 ადგილზეა

„გლობალური შიმშილის ინდექსში“ საქართველო 118 ქვეყანას შორის მე-16 ადგილზეა

access_time2017-03-24 14:30:03

2016 წლის „გლობალური შიმშილის ინდექსში" საქართველო მსოფლიოს 118 ქვეყნას შორის მე-16 ადგილზეა. "ოქსფამის" კვლევის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მაჩვენებლები 2008 წლის შემდეგ არ გაუმჯობესებულა, შიმშილის საერთო ქულა საქართველოში 8.2-ია, რაც საკმაოდ დაბალია იმ ფონზე, როდესაც სხვა შვიდი ქვეყნის მდგომარეობა შეფასდა, როგორც „საგანგაშო", 35.0-46.1 ქულების ფარგლებში.

 


ინდექსის ოთხი კომპონენტიდან ქვეყანას ყველაზე ცუდი ქულა (10.9 - „ზომიერად") 5 წლამდე ბავშვებში "სიმაღლეში ჩამორჩენის" გამო მიენიჭა, რაც არასრულფასოვან კვებასთან პირდაპირ კავშირშია. მეორე მხრივ, ინდექსის თანახმად, 5 წლამდე ბავშვებში სიმაღლესთან შედარებით დაბალ წონას (რომელიც არასრულფასოვანი კვების შედეგია) და სიკვდილიანობას ძალიან დაბალი ქულები - 2.4 და 1.2. აქვს.

 


ინდექსში ასახული მონაცემები ეყრდნობა იმ ადამიანების მაჩვენებელს, რომელთაც მოხმარებულ საკვებში კალორიების დეფიციტი აქვთ, 5-წლამდე ასაკის ბავშვების მონაცემებს, რომელთა წონაც არ შეესაბამება ნორმას და 5-წლამდე ბავშვთა შორის სიკვდილიანობის მაჩვენებელს.

 


ამასთან, კვლევის მიხედვით, საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობა კვლავ მწვავე დეფიციტს განიცდის სასოფლო-სამეურნეო, სურსათისა და სასმელების სფეროში, მაგრამ ბოლო პერიოდში შეიმჩნევა პოზიტიური ტენდენციებიც. "მიუხედავად ამისა, იმპორტზე დამოკიდებულების ხარისხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. 2012 წელს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიხედვით, იმპორტირებულმა სურსათმა მოთხოვნის 80% შეადგინა, ხოლო 2014 წელს - 66%, რაც ასევე უჩვეულოდ მაღალი პროცენტია. ზუსტი სტატისტიკის ნაკლებობა განაპირობებს იმას, რომ სასოფლო სამეურნეო წარმოება და სურსათით არაფორმალური ვაჭრობა რჩება ხელისუფლების და მათ შორის სტატისტიკოსების ყურადღების მიღმა. ეს კი განსაკუთრებით მწვავედ ეხება მაღალმთიან რეგიონებს" – აღნიშნულია კვლევაში.

 

რაც შეეხება ისევ "გლობალური შიმშილობის ინდექსს", რეიტინგში ბოლო ადგილზე არიან ცენტრალური აფრიკა, ჩადი, ზამბია, ჰაიტი, ავღანეთი და ა.შ. 

 

 

 

 



„თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტში, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება - პაატა კვიჟინაძე

„თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტში, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება - პაატა კვიჟინაძე
access_time2020-02-29 10:00:09
კონსორციუმს ზღვის აკვატორია მივეცით, გამოვისყიდეთ მიწები, პასუხისმგებლობა გვქონდა რომ რკინიგზა და გზა შეგვეყვანა, საუბარი იყო იმაზე,რომ იქნებ ტვირთების გარანტიაც მოგცეთო. თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება,- განაცხადა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის...

„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია

„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია
access_time2020-02-28 17:47:55
„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია.ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ განცხადებაშია ნათქვამი.  „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, ჩვენი თანამშრომელია. ის საქართველოში 26 თებერვალს ჩამოფრინდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და...

სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა’’ ბაზარზე ოპერირებას „გრინ დაზღვევა საქართველოს“ სახელით გააგრძელებს

სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა’’ ბაზარზე ოპერირებას  „გრინ დაზღვევა საქართველოს“ სახელით გააგრძელებს
access_time2020-02-28 17:18:14
კომპანია „მეტრო ჰოლდინგმა“ და შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობემა “ ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა“ წლის დასაწყისში იყიდა. თებერვალში დაიწყო კომპანიის რებრენდინგი, შეიცვალა კომპანიის სახელი „გრინ დაზღვევა საქართველო/ GREEN INSURANCE GEORGIA” და სადაზღვეო კომპანია ბაზარზე განახლებული პოზიციონირებით წარსდგება. მიღებული იქნა გადაწყვეტილება საწესდებო კაპიტალის ზრდასთან დაკავშირებით - ,,გრინ დაზღვევა საქართველოს’’ კაპიტალი 10,000,000 ლარამდე გაიზარდა, რაც ხელს უწყობს...

ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა

ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა
access_time2020-02-28 16:33:46
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ირანისა და იტალიის მიმართულებით საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცემა და გაცემული ნებართვების მოქმედება შეაჩერა.აღნიშნული შეზღუდვების მიზეზად ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები სახელდება. „ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“ გაცნობებთ: 2020 წლის 28 თებერვლიდან შეჩერებულია საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო...

წყალტუბოს სანატორიუმებს საპრივატიზაციოდ ამზადებენ

წყალტუბოს სანატორიუმებს საპრივატიზაციოდ ამზადებენ
access_time2020-02-28 16:11:23
წყალტუბოს სანატორიუმები საპრივატიზაციოდ მზადდება. საინვესტიციო პაკეტზე ქონების მართვის სააგენტოს მუშაობა რამდეინმე უწყებასთან უკვე დაწყებული აქვს. „წყალტუბოს სანატორიუმები ის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც სახელმწიფოს ბალნეოლოგიური და ტურისტული მიმართულების პროფილის მქონე ინფრასტრუქტურის ათვისების თვალსაზრისით აქვს. ვმუშაობთ, რომ საინვესტიციო პაკეტი სრულყოფილი ფორმატით შევთავაზოთ ბიზნესს. ეს გულისხმობს, სივრცითი დაგეგმარების თვალსაზრისით...


მსგავსი სიახლეები

up