გლობალური პანდემიის მიუხედავად, მმართველ პოზიციებზე დასაქმებული ქალების რაოდენობა 30%-ს აჭარბებს

გლობალური პანდემიის მიუხედავად, მმართველ პოზიციებზე დასაქმებული ქალების რაოდენობა 30%-ს აჭარბებს

access_time2021-03-10 10:55:57

გრანთ თორნთონის ყოველწლიური კვლევის მიხედვით, COVID-19-ის პანდემიის მსოფლიო ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენის მიუხედავად, გლობალურად ბიზნესში ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებულთა შორის ქალების რაოდენობა გაიზარდა და 31%-ს მიაღწია.



გრანთ თორნთონ ინტერნეშენალის გლობალური ლიდერი ფრანჩესკა ლაგერბერგი აღნიშნავს: „გლობალურად, ბიზნესში ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებულთა შორის ქალთა წილის 30%-იანი ზღვრის გადალახვა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია, მაგრამ არა საბოლოო მიზანი. იმ ბიზნესებმა, რომლებსაც გაუმჯობესებული გენდერული ბალანსისგან სარგებლის მიღება სურთ, უნდა განაგრძონ ამ მიმართულებით ზომების მიღება იმისათვის, რომ ქალებს მიეცეთ საკუთარი მიზნების განხორციელების შესაძლებლობა”.


იმის გათვალისწინებით, რომ გლობალური მაჩვენებელი ბოლო ორი წლის განმავლობაში (2019 და 2020) უცვლელი იყო და 29%-ს შეადგენდა, ლიდერ ქალთა წილის 31%-მდე გაზრდა იმედის მომცემია. კვლევის აღნიშნული მაჩვენებელი ასევე აჭარბებს მნიშვნელოვან 30%-იან ბარიერს, რაც კვლევის( Dahlerup, D. (2006). კრიტიკული მასის თეორია (The Story of the Theory of Critical Mass). Politics & Gender, 2(4), 511-522. doi:10.1017/S1743923X0624114X ) თანახმად, გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესაცვლელად აუცილებელი მინიმუმია. აზია-წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების გარდა, ყველა გამოკითხულმა რეგიონმა გადალახა ეს მნიშვნელოვანი 30%-იანი ზღვარი.


კიდევ ერთი დადებითი შედეგიაქალთა მიერ დაკავებული ხელმძღვანელი თანამდებობების ტიპები. გრანთ თორნთონის გამოკვლევამ ცხადყო, რომ გასულ წელთან შედარებით, ქალების უფრო მეტმა რაოდენობამ მიაღწია ოპერაციული მართვის მაღალ რგოლს: აღმასრულებელი დირექტორი ქალების წილი გაიზარდა და 26%-ს(+6%) შეადგენს, ფინანსური დირექტორი ქალების რაოდენობა 36%-ია(+6%), ხოლო საოპერაციო დირექტორი ქალების რაოდენობამ 22% შეადგინა(+4%). შედარებით ტრადიციული, ადამიანური რესურსების მართვის (HR) პოზიციებზე ქალთა წილი 2019 წლიდან კლებულობს, 2020 წელსაც მცირედით შემცირდა და 38% შეადგინა (-2%).


გარდა ამისა, გამოკითხულთა ორ მესამედზე მეტი (69%) აღიარებს, რომ მათ ორგანიზაციებში, COVID-19–ის შედეგად მიღებული ახალი სამუშაო პრაქტიკახელს შეუწყობს ქალთა კარიერული განვითარების მაჩვენებლის ტრაექტორიას გრძელვადიან პერსპექტივაში, მიუხედავად პოტენციური შემაფერხებელი ფაქტორებისა, რაც განპირობებულია დისტანციური სამუშაოს მოქნილობით.


მიუხედავად იმისა, რომ ხელმძღვანელ პოზიციებზე ქალთა რაოდენობა გაიზარდა, კვლავ რჩება კითხვები - რა გავლენა აქვს COVID-19-ის პანდემიას ქალებზე, განსაკუთრებით დასაქმებულ დედებზე. გაეროს მონაცემები აჩვენებს, რომ პანდემიის დაწყებამდე, კაცებთან შედარებით, ქალები სამჯერ მეტ საშინაო საქმეს აკეთებდნენ. კვლევა (UN Women - გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ნოემბერი 2020) ადასტურებს, რომ COVID-19-მა მხოლოდ გაზარდა ეს უთანასწორობა, რასაც ემატება ქალთა კიდევ უფრო გაზრდილი პასუხისმგებლობა ბავშვთა მოვლასა და საშინაო სწავლებაზე სკოლების დახურვის (დისტანციური სწავლების) პერიოდში.



როგორც ფრანჩესკა ლაგერბერგი აღნიშნავს: „30% -იანი ბარიერის გადალახვა ნამდვილად დიდი პროგრესია - თავდაპირველად, როდესაც ჩვენ ამ კვლევების ჩატარება დავიწყეთ, 17 წლის წინ, ეს მაჩვენებელი 19%-ს შეადგენდა, თუმცაამ მიღწევის დაკარგვა მარტივად შეიძლება. იმედის მომცემია ის ფაქტი, რომ გლობალურად ბიზნესების 92% აცხადებს, რომ ისინი იღებენ ზომებს, რათა პანდემიის უარყოფითი გავლენის ფონზე, უზრუნველყონ სამუშაო პროცესში საკუთარი თანამშრომლების ჩართულობა. დისტანციური სამუშაო გრაფიკის ნორმალიზებით, დამსაქმებლები სულ უფრო მოქნილ პირობებს სთავაზობენ თავიანთ თანამშრომლებს, თუ როგორ, სად და როდის შეასრულებენ ისინი მათზე დაკისრებულ მოვალეობებს.


ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, ბიზნესი უნდა იყოს კონცენტრირებული იმაზე, თუ რა აძლევს ქალებს ლიდერების პოზიციებზე გადასვლის შესაძლებლობასისე, რომ გლობალური პანდემიის შედეგად, ქალებმა კარიერულ გზაზე წინ გადადგან ნაბიჯი და არა უკან“.


საერთაშორისო ბიზნესის ანგარიში


გრანთ თორნთონის საერთაშორისო ბიზნესის ანგარიში (IBR) არის საშუალო ბაზრის ბიზნესის კვლევა. დაარსების შემდეგ, (1992 წლიდან) საერთაშორისო ბიზნესის ანგარიში (IBR) გვაწვდის მონაცემებს 29 ქვეყნის 10,000-ზე მეტი ბიზნესის ხედვასა და მოლოდინის შესახებ.


კითხვარები ითარგმნება ადგილობრივ ენებზე და საველე სამუშაოები ხორციელდება ყოველწლიურად როგორც ონლაინ, ასევე სატელეფონო ინტერვიუების საშუალებით. აღნიშნული გამოცემის მონაცემებისთვის ინტერვიუები ჩატარდა ინდუსტრიის ყველა სექტორის აღმასრულებელ დირექტორებთან, მმართველ დირექტორებთან, თავმჯდომარეებთან ან სხვა მაღალ პოზიციებზე დასაქმებულებთან, 2020 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით.


დამატებითი ინფორმაცია:

https://www.grantthornton.global/en/insights/articles/About-IBR/


გრანთ თორნთონის ანგარიში - ქალები ბიზნესში


გრანთ თორნთონი ავრცელებს ანგარიშებს მსოფლიოს საშუალო ბაზრის ბიზნესებს შორის, მენეჯმენტში გენდერული ბალანსის შესახებ, უკვე 15 წელზე მეტია.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up