გლობალური პანდემია შესაძლოა მსოფლიოს 1 ტრილიონი დოლარი დაუჯდეს

გლობალური პანდემია შესაძლოა მსოფლიოს 1 ტრილიონი დოლარი დაუჯდეს

access_time2020-02-25 20:00:35

შემაშფოთებელი პერსპექტივა იმის, რომ კორონავირუსის მასშტაბური გავრცელება გლობალიზაციის ეპოქის პირველი მძლავრი პანდემია აღმოჩნდეს, ბადებს ეჭვებს მსოფლიოს ეკონომიკურ სტაბილურობაზე.


კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 3000-ს მიაღწია, დაფიქსირდა 80 000-ზე მეტი შემთხვევა.  იტალიაში ვირუსის გავრცელებამ ეკონომიკის უმდიდრეს ზონებს დარტყმა მიაყენა. ზოგი ეკონომისტი საუბრობს, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს არათანაბარმა განვითარებამ გლობალურ ზრდაზე.


„ოქსფორდის ეკონომიკის“ ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ საერთაშორისო ჯანმრთელობის კრიზისით შესაძლოა გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტი  1 ტრიალიონი დოლარით დააზარალოს.  ეს იქნება სამუშაო ადგილების არარსებობის, დაბალი პროდუქტიულობის, ფრენებიც შემცირების, მომარაგების ჯაჭვის ჩაშლის და ინვესტიციისა და ვაჭრობის შემცირების ეკონომიკური ფასი.


ინვესტორები უკვე ღელავენ იმ ფაქტზე,  რომ აშშ-ს საფონდო ბირჟაზე აქციები 3 პროცენტითაა შემცირებული.


ცენტრალური ბანკები და მთავრობები აგრძელებენ ფიქრს, რომ კორონავირუსი არ დააზარალებს მსოფლიო ეკონომიკას.



საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ გლობალური ზრდის 3,3პროცენტიანი პროგნოზი 2020 წლისთვის მხოლოდ 0,1 პროცენტით შემცირდება კორონავირუსის გამო.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ვირუსის ახალი შემთხვევები ღრმად სახიფათოდ შეაფასა, მაგრამ აღნიშნა, რომ მსგავსი აფეთქება ჯერ პანდემიად ვერ შეფასდება.


ჩინეთის ფაბრიკების დახურვის გაჭიანურება, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიის ჩრდილოეთ ინდუსტრიულ ზონაში ვირუსის გავრცელება ბევრად ზრდის სიკვდილიანობისა და ზარალის სპექტრს.  ვირუსი იტალიას რეცესიის პირისპირ აყენებს, რაც შესაძლოა დანარჩენ ევროპაზეც აისახოს.


UBS Group AG -ის წარმოამდგენელი აქსელ ვებერი ბევრად პესიმისტურადაა განწყობილი, ვიდრე მონეტარული ფონდი და ამბობს, რომ მსოფლიო ზრდის მაჩვენებელი 3,5 და 0,5 პროცენტამდე შემცირდება და პირველივე კვარტალში ეს ჩინეთზე აისახება.


მსოფლიო ბაკი მიიჩნევს, რომ გამანადგურებელმა პანდემიამ შეიძლება მილიონი სიცოცხლე შეიწიროს და აღნიშნავს, რომ ამ გადმოსახედიდან ეს ყველაფერი მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 1 პროცენტი დაუჯდება. „1918 წელს ესპანური გრიპის გავრცელებამ 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტი 5 პროცენტით შემცირდა“ - ნათქვამია ბანკის 2015 წლის მოხსენებაში.


MetLife Investment Management-ის ბაზრის ანალიტიკოსის დრიუ მატუსის თქმით, ამ საფრთხესთან საბრძოლველად მხოლოდ მონეტარული პოლიტიკა საკმარისი არ იქნება.


Bloomberg.com

მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up