გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში წინსვლა მნიშვნელოვანია საინვესტიციო პოზიციების გასაძლიერებლად - გიორგი ცუცქირიძე

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში წინსვლა მნიშვნელოვანია საინვესტიციო პოზიციების გასაძლიერებლად - გიორგი ცუცქირიძე

access_time2020-12-04 12:58:27

"საერთაშორისო რეიტინგები ასახავენ იმ მნიშვნელივან პროგრესს, რასაც ქვეყნამ ბოლო წლებში განიცადა. კიდევ ერთი  წამყვანი საერთაშორისო რეიტინგი ადასტურებს, რომ ქვეყანამ განიცადა სერიოზული წინსვლა როგორც მართველობის ეფექტურობის, ისე კორუფციის შემცირების მიმართულებით," - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ.

 

მისი თქმით, Trace Matrix  ინდექსის გაუმჯობესების შემდეგ(მსოფლიოში 28-ე პოზიცია გვიკავია),  რომელიც  კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსია, ხოლო “მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციის დაბალი ხარისხით” საქართველო მსოფლიოში სულაც პირველ ადგილზე გავიდა,  კიდევ ერთ მნიშვნელოვან - გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსში( The Global Sustainable Competitiveness Index ) გვაქვს სერიოზული წინსვლა.

 

SolAbility -ის გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის (GSC index 2020) მიხედვით, საქართველო მსოფლიოში ისტორიულ მაქსიმუმზე 37-ე ადგილზე გავიდა, ხოლო 2012 წელთან შედარებით,  სარეიტინგო პოზიციის გაუმჯობესების მიხედვით(წინსვლა 58 პოზიციით) მსოფლიოში ლიდერია. 

 


"აღსანიშნავია, რომ  პროგრესი ქვეყანამ 2012 წლის შემდეგ განიცადა და თუ GSC index 2013-ის მიხედვით  საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ჩამორჩენილ, 95-ე ადგილზე იყო ე.წ ეგზოტიკური ქვეყნების გვერდით პაპუა ახალ გვინეასა(94-ე) და ნეპალს(96-ე) შორის, დღეისთვის სარეიტინგო პოზიცია მთელი 58 ადგილით არის გაუმჯობესებული!. ეს ინდექსი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ   ეფუძნება გაეროს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, OECD-ის და მსოფლიოს სხვადასხვა კვლევითი ცენტრების პროფილურ გამოკვლევებს," - აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ.

 

ნიშანდობლივია, რომ GSC index 2020  მნიშვნელოვნად ვუსწრებთ არა მხოლოდ რეგიონის, არამედ პოსტსაბჭოთა ქვეყნებსაც ბალტიის ქვეყნების გარდა, რომელბსაც სკანდინავიის ქვეყნებთან ერთად წამყვანი პოზიცია უკავიათ.

 

შეფასების ხუთი აგრეგატიდან  (მოცემული ბუნებრივი გარემო, სოციალური კაპიტალი, რესურსების მენეჯმენტი ,ინტელექტუალური კაპიტალი და მმართველობის ეფექტურობა) მართველობის ეფექტიანობის ინდექსის მიხედვით საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმზე გავიდა 59.3 ქულით, მსოფლიოში კი 29-ე პოზიციაზე დასახელდა.

 

"გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში წინსვლა მნიშვნელოვანია საინვესტიციო პოზიციების გასაძლიერებლადაც, რადგან შეფასების აგრეგატები ქვეყნის  თავისებურ საინვესტიციო გზამკვლევსაც წარმოადგენს," - აღნიშნა ექსპერტმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up