გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველო 8 ადგილით ჩამოქვეითდა

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველო 8 ადგილით ჩამოქვეითდა

access_time2019-10-09 15:53:58


2019 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველო 8 ადგილით ჩამოქვეითდა და 141 ქვეყანას შორის 74-ე ადგილზეა. 


 ქვეყნის მიერ მიღებული ქულა 60.6-ია, წინა რეიტინგში ის 61 იყო. ქვეყანამ ოთხი ძირითადი კრიტერიუმიდან ორში არსებული პოზიცია გაიუარესა.



ინდექსის მიხედვით, საქართველოს ყველაზე რთული მდგომარეობა ინოვაციებისა და ბაზრის ზომის მიმართულებით აქვს. ინოვაციების კუთხით საქართველო 91-ე, ბაზრის ზომის მიხედვით კი 104-ე ადგილზეა.


დაბალი ინოვაციების დონე კომპანიების მხრიდან საკმაოდ დაბალ კვლევის მაჩვენებელს (R&D), უნივერსიტეტების მხრიდან კვლევაზე დახარჯულ მცირე თანხებსა და ქვეყანაში კვალიფიციურ ინჟინერთა და მეცნიერთა მცირე რაოდენობას უკავშირდება. ინოვაციების მიმართულებით საქართველოს სარეიტინგო ქულა 32.7-ია. ამ მხრივ ქვეყნის ქულა იგივეა, თუმცა დაკავებული ადგილი კი გაუარესებულია, რადგანაც სხვა ქვეყნებმა გაიუმჯობესეს აღნიშნულ კრიტერიუმში პოზიცია.


მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსს 2005 წლიდან აქვეყნებს. კვლევა კონკურენტუნარიანობას განმარტავს, როგორც იმ ინსტიტუტების, პოლიტიკისა და სხვა ფაქტორების ერთობლიობას, რომლებიც ქვეყნის პროდუქტიულობის დონეს განსაზღვრავს.






ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა - „ჯორჯიან მანგანეზის განცხადება

ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა - „ჯორჯიან მანგანეზის განცხადება
access_time2019-10-18 08:01:19
როგორც „ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ, 17 ოქტომბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომელი, 29 წლის გ.ბ დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი სანგრევი სამუშაოების დროს მოხდა. „ამ დროისთვის ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომლის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. ფაქტზე გამოძიებას შსს აწარმოებს. „ჯორჯიან მანგანეზი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილის ოჯახს და...

დევიდ ბლოსი: “პროგრეს ბანკის” შესწავლისას მასში საეჭვო ტრანზაქციები აღმოვაჩინეთ

დევიდ ბლოსი: “პროგრეს ბანკის” შესწავლისას მასში საეჭვო ტრანზაქციები აღმოვაჩინეთ
access_time2019-10-17 20:00:53
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი  არჩილ მესტვირიშვილი „თიბისი ბანკისა“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს მოუწოდებს „პროგრეს ბანკში“ საეჭვო ტრანზაქციების ამსახველი დოკუმენტი, არსებობის შემთხვევაში  სამართალდამცავ ორგანოებს მიწოდოს. მესტვირიშვილის თქმით, ასეთი დოკუმენტის არსებობის შესახებ ეროვნული ბანკისთვის ცნობილი არ არის. ფულის სავარაუდო გათეთრებაზე მიუთითებს  ტელევიზია „მთავარი არხი“ და TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა...

Handelsblatt: რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამო გერმანია თვეში 700 მილიონ დოლარს კარგავს

Handelsblatt: რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამო გერმანია  თვეში  700 მილიონ დოლარს კარგავს
access_time2019-10-17 19:00:27
საჯარიმო სანქციები ზოგჯერ აზარალებს იმასაც, ვინც ისინი შემოიღო. ეს პირველ რიგში,რუსეთის წინაამღდეგ შემოღებულ შეზღუდვებს ეხება. უკვე 5 წელია,რაც  რუსეთის წინააღმდეგ სავაჭრო და ფინანსური სანქციები  მოქმედებს, თუმცა, ბოლო დრომდე არ იყო შეფასებული მათი ზემოქმედების დონე და რუსული სანქციების  საპასუხო  შედეგები.ასევე  არ იყო დადგენილი,ყველაზე მეტად რომელი ქვეყნები...

BOG-დან „ლიბერთიში“ - ბანკის გენერალური დირექტორი შესაძლოა ვასილ ხოდელი გახდეს

BOG-დან „ლიბერთიში“ - ბანკის გენერალური დირექტორი შესაძლოა ვასილ ხოდელი გახდეს
access_time2019-10-17 17:00:21
„კომერსანტის“ წყაროს ინფორმაციით, ვასილ ხოდელი, რომელიც მიმდინარე წლის აპრილამდე „საქართველოს ბანკში“ კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა, „ლიბერთი ბანკის“  ტოპ-მენეჯმენტში მიდის. საუბარია, გენერალური დირექტორის პოზიციაზე, რომელსაც ხოდელი,სავარაუდოდ,  ნოემბერში დაიკავებს. აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით „კომერსანტი“ ლიბერთი ბანკს დაუკავშირდა და მათგან პასუხს ამ დრომდე...

იყიდება თუ არა ფალსიფიცირებული ღვინო რესტორნებში და კონტროლის რა მექანიზმები აქვს სახელმწიფოს?

იყიდება თუ არა ფალსიფიცირებული ღვინო რესტორნებში და კონტროლის რა მექანიზმები აქვს სახელმწიფოს?
access_time2019-10-18 10:00:35
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე აცხადებს, რომ რესტორნებში ფალსიფიცირებული ღვინო იყიდება. მისი თქმით, საქართველოში რქაწითელისგან დამზადებული ღვინის მოხმარება უფრო დიდია, ვიდრე თავად რქაწითელის მოსავალი, მმართველი გუნდის ყოფილი წევრი საქართველოს მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს.   სარესტორნო ბაზარზე ფალსიფიცირებული ღვინო, რომ იყიდება ამას ადასტურებენ მეღვინეებიც. კომპანია „თელავის მარნის“ დირექტორი ზურა...


მსგავსი სიახლეები

up