2030 წლისთვის გლობალური ეკონომიკა ფსიქიკური დაავადების გამო   16 ტრლნ. დოლარს დაკარგავს 

2030 წლისთვის გლობალური ეკონომიკა ფსიქიკური დაავადების გამო   16 ტრლნ. დოლარს დაკარგავს 

access_time2019-05-06 20:00:48


მსოფლიოში ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანთა რაოდენობა სწრაფად იზრდება, რის გამოც 2030 წლისთვის გლობალური ეკონომიკა 16 ტრლნ. დოლარს დაკარგავს - ასეთია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები.


ამ  თანხის ნაწილი  პირდაპირ მკურნალობაზე, დანარჩენი - შრომის ეფექტურობის შემცირებაზე, სოციალურ დანახარჯებსა და წესრიგზე დაიხარჯება. 


მოხსენების ერთ-ერთი ავტორის ვიკრამ პატელის თქმით, ბოლო 25 წლის მანძილზე მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა ფსიქიკური დაავადებების რაოდენობა, თუმცა არც ერთი სახელმწიფო ამას სათანადო ყურადღებას არ აქცევს.


უარყოფითი დინამიკის მიზეზებია:მოსახლეობის დაბერება, მასობრივი სოციალური დარღვევები, ეკონომიკური კრიზისები, სამოქალაქო კონფლიქტები, ომი და ძალადობა ახლო აღმოსავლეთში, ცენტრალურ ამერიკასა და აფრიკაში. სიტუაციას ართულებს ისიც, რომ ომების დასრულების, ეკონომიკის აღდგენის, უმუშევრობის შემცირების და კატასტროფების შედეგების აღმოფხვრის მერეც, ისზიანი, რომელიც ადამიანების ფსიქიკურ მდგომარეობას  მიადგა, კიდევ დიდ ხანს რჩება. 


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მოსახლების 10%-ს  ფსიქიკური დარღვევები აქვს, მათ შორის ბავშვების და მოზარდების 20%-ს. მსოფლიოში 300 მლნ. ადამიანს აქვს დეპრესია, 50 მლნ.-ს სჭირს შიზოფრენია, 60 მლნ. - ბიპოლარული აშლილობა.


ამ საშინელი სტატისტიკის მიუხედავად, ბიზნეს კომპანიების უმრავლესობა თანამშრომელთა ფსიქიკურ მდგომარეობაზე  საერთოდ არ ზრუნავს.  ორიენტაცია მოგების მუდმივ ზრდასა და ეფექტურობაზე, ფსიქიკურ გადახრებს. თავისთავად ამძაფრებს  საბოლოოდ კი „ეფექტურ მენეჯმენტს“ მოგების  ნაცვლად,  მოაქვს  ისეთი დანაკარგები, რომლებიც საერთოდ არ აღირიცხება. პროფესორ უოლტერ სტიუარტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, ფსიქიკური დაავადებები და ასევე ალკოჰოლური და ნარკო- დამოკიდებულება  ამერიკულ კომპანიებს წელიწადში 226 მლრდ. დოლარით აზარალებენ.


ზარალის დიდი ნაწილი დაკავშირებულია შრომის ეფექტურობის შემცირებასთან და ხშირ გაცდენებთან.  კომპანიების უმრავლესობა, ძირითადად, ზრუნავენ თანამშრომლების ფიზიკურ ჯანმრთელობაზე მაშინ, როდესაც შრომის ეფექტურობის ვარდნა. გაცილებით ხშირადაა  ფსიქიკური არასტაბილურობით  გამოწვეული.


ამასთანავე,  თანამშრომელთა კმაყოფილება საკუთარი ცხოვრებით და კარიერი ეცემა. აშშ-ში ზრდასრულთა 6,7% ხშირად განიცდის დეპრესიას, რის გამოც ბიზნესი  წლიურად 44 მლრდ. დოლარს„ კარგავს. 0სამსახურში ადამიანები   გვიანობამდე რჩებიან, თუმცა ეს არათუ შველით, არამედ კიდევ  უფრო აუარესებს მათ მდგომარეობას.



მუდმივი სტრესის მდგომარეობაში ცხოვრება ხშირად ურტყამს არა მხოლოდ რიგით თანამშრომლებს, არამედ ხელმძღვანელებსაც.



მაგალითად, საქმიანი სამყარო გაოცებული იყო იმით,  რომ  Lloyds Bank-ის მმართველი დირექტორი ანტონიო ორტა-ოსორიო,  რომელიც მუდმივი ფიქრობდა სამუშაოზე, შფოთვითი შეტევების და უძილობის გამო  უვადო შვებულებაში წავიდა. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ კი მან კომპანიის თანამშრომლებისთვის ფსიქოლოგიური დახმარების გაწევის სამსახური დანერგა, რომელიც  ტოპ მენეჯერებს სტრესთან გამკლავებაში ეხმარებოდა.


„მთავარია - აზროვნების შეცვლა. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ფიზიკურთან ერთად გვაქვს ფსიქიკური ჯანმრთელობა, რომელსაც ასევე სჭირდება გაფრთხილება. ზოგჯერ საჭიროა სასწრაფო მკურნალობა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადება მიიღებს ქრონიკულ ხასიათს,“ - ამბობს ორტა-ოსორიო.


ზოგიერთი კომპანიამ უკვე დაიწყო ყურადღების მიქცევა თანამშრომლების ფსიქიკურ მდგომარეობისადმი, რადგან ეს - როგორც აჩვენა სამედიცინო კომპანია ValueOptions-ის კვლევამ მომგებიანია. ფსიქიატრთან მხოლოდ ერთ ვიზიტსაც კი შეუძლია შრომის ეფექტურობის ზრდა და გაცდენების შემცირება.


ერთ-ერთი პირველი ამ მხრივ აღმოჩნდა Bank of England, რომლის უფროსი მენეჯერი ადამ სპრედბერი მძიმე დეპრესიის გამო თავად გახდა იძულებული გარკვეული დროით წასულიყო შვებულებაში. 


მან შექმნა ორგანიზაცია Mental Health Network, რომელიც ავრცელებს ბიზნეს სამყაროში ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ღიად საუბრის კულტურას - ორგანიზაციის ეგიდით ტარდება გამოკითხვა, სადაც ადამიანები ღიად საუბრობენ თავიანთ აშლილობებზე და უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას.


თუმცა, ზოგადი მდგომარეობა მაინც ძალიან რთულია - Business in the Community -ის მონაცემებით, 15% იმ თანამშრომლებს შორის, ვინც აღიარა ფსიქიკური პრობლემა, შემდეგ გახდა დისკრიმინაციის  - დაქვეითების, ან სულაც დათხოვნის  მსხვერპლი.


„ეს სრულიად მიუღებელია. ჩვენმა კვლევამ დაგვანახა სამარცხვინო დამოკიდებულება ფსიქიკურად არასტაბილური ადამიანებისადმი. ბევრ ქვეყანაში დეპრესია, შფოთვა და შიზოფრენია ხშირად ხდება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის მიზეზები,“ - განაცხადა Business in the Community-ს დირექტორმა ლუიზა ასტონმა.


ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ქვეყნები  მზად არ არიან თავიანთი მოქალაქეების ფსიქიკურ ჯანმრთელობაში ინვესტირების ჩადებისთვის, უმეტესობას არ გააჩნია არანაირი პოლიტიკა ამ დარგში, ნახევარს კი არა აქვს კანონი ფსიქიკური ჯანმთელობის თაობაზე.


საშუალო და დაბალი შემოსავლების ქვეყნები  მოქალაქეების ფსიქიკურ მდგომარეობაზე  წელიწადში ერთ სულ მოსახლეზე მხოლოდ 2 დოლარს ხარჯავენ. მცირეა შესაბამისი სამედიცინო პერსონალიც. გარდა ამისა,  საყოველთაოდ აღიარებულია უკვე, რომ ძველი ტიპის ფსიქიატრიული საავადმყოფოები ძალზე არაეფექტურია და  თანამედროვე სტანდარტებს არ შეესაბამება.


თანამშრომელთა ფსიქიკურ პრობლემებზე სერიოზული საუბარი არც თუ დიდი ხნის წინ დაიწყეო. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე 36-მა ქვეყანამ  2016-2020 წლებში 141 მლრდ. დოლარი გამოყო, მათ შორის 91 მლრდ. ხმარდება დეპრესიის, 50 მლრდ. კი - შფოთვის მკურნალობას.


ეს ინვესტიციები ძალიან მალე მოიტანს მოგებას - ორგანიზაციის ექსპერტთა აზრით, დეპრესიის მკურნალობის შედეგად, ბიუჯეტში დაბრუნდება 230 მლრდ. დოლარი, შფოთვის შემცირებით კი - 169 მლრდ.



LENTA.RU





კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ

კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ
access_time2020-07-05 20:00:36
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით არნახული ეკონომიკური კრიზისი გამოწვია და მასშტაბებიდან გამომდინარე 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისსაც გადააჭარბა. პანდემიის გამო მსოფლიოს...

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები
access_time2020-07-05 18:30:55
სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განახლდა და დამტკიცდა ახალი რეკომენდაციები. მათ შორისაა რეკომენდაციები ტურ-ოპერატორებისთვის, გიდებისთვის და...

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში
access_time2020-07-05 11:30:02
აზარტული თამაშების რეგულირებასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, თუკი ამ ბიზნესს ჩავკეტავთ, იგი იატაკქვეშ გადაინაცვლებს და გაცილებით უფრო მძიმე მაფიოზური სიტუაცია შეიქმნება. როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მსგავსი სიტუაცია, რომ...


მსგავსი სიახლეები

up