გლობალური დათბობის პროცესი ბოლო 5 წელიწადში კიდევ უფრო დაჩქარდა

გლობალური დათბობის პროცესი ბოლო 5 წელიწადში კიდევ უფრო დაჩქარდა

access_time2019-09-22 20:09:09

გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილებების ნიშნები კიდევ უფრო აშკარა გახდა და დაჩქარდა პროცესი. ამის შესახებ ინფორმაცია ნიუ-იორკში, გაეროს ოფისში კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის წინ გამოქვეყნდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიერ შეგროვებული მონაცემების მიხედვით, 2014-2019 წლამდე არსებული ხუთწლიანი პერიოდი რეკორდულად მაღალი სიცხით გამოირჩეოდა. ასევე, ამავე პერიოდში საგრძნობლად არის მომატებული ზღვებში წყლის დონე, CO2-ის ემისიამ კი ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის განცხადებით, დაუყოვნებლივ კიდევ უფრო მეტად უნდა დაჩქარდეს და გაძლიერდეს ნახშირორჟანგის გამოყოფის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 1850 წლიდან მსოფლიოში ჰაერის ტემპერატურა 1.1 ცელსიუსით გაიზარდა, საიდანაც 0.2 ცელსიუსით ჰაერი 2011-2015 წლებში დათბა. ეს კი ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გაზრდილი რაოდენობით მოხვედრის შედეგია, რომელიც 2015-2019 წლებში, წინა 5 წელიწადთან შედარებით 5%-ით გაიზარდა. 

20 სექტემბერს მსოფლიოს 160-მდე ქვეყანაში - ავსტრალიიდან ამერიკამდე -კლიმატის დაცვის მოთხოვნით დემონსტრაციები გაიმართა, რომელშიც მილიონობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. 

23 სექტემბერს კლიმატის ცვლილებაზე გაეროში ისაუბრებენ. გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში საგანგებო სხდომას გამართავს და მსოფლიო ლიდერებს 2015 წლის პარიზის კლიმატის შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდებს. სამიტს გრეტა ტუნბერგიც დაესწრება. 


პარიზის შეთანხმება კლიმატის ცვლილების შესახებ მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილების საფრთხეზე გლობალური რეაგირების გაძლიერებას მდგრადი განვითარების და სიღარიბის აღმოფხვრისკენ მიმართული ძალისხმევის კონტექსტში, რათა მოხდეს გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 2 გრადუს ცელსიუსამდე შეზღუდვა, პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით.

ასევე კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებთან ადაპტაციის უნარის გაზრდას და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობის და სათბურის გაზების დაბალემისიიანი განვითარების უზრუნველყოფის ხელშეწყობასა და ამისთვის ფინანსური ნაკადების შესაბამისობის უზრუნველყოფას. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, პარიზის შეთანხმების მიზნის მიღწევით, მხოლოდ ჰაერის დაბინძურების შემცირების შედეგად 2050 წლისთვის მილიონზე მეტი სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი.

პარიზის შეთანხმება მიიღეს 2015 წლის 12 დეკემბერს, პარიზში, საფრანგეთში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფარგლებში. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ყოფილმა  მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, ხელშეკრულებას ხელი 2016 წლის 22 აპრილს, ნიუ-იორკში მოაწერა.

აშშ გლობალურ შეთანხმებას ოფიციალურად 2017 წლის ივნისში გამოეთიშა.


Imedinews 





„საგადასახადო კოდექსში სიტყვების „პირი“ და „ფიზიკური პირი“ თამაშმა შესაძლოა ბიზნესების დაჯარიმება გამოიწვიოს“ - ნინო ზამბახიძე

„საგადასახადო კოდექსში სიტყვების „პირი“ და „ფიზიკური პირი“ თამაშმა შესაძლოა ბიზნესების დაჯარიმება გამოიწვიოს“  - ნინო ზამბახიძე
access_time2019-10-21 19:30:25
„საგადასახადო კოდექსში სიტყვების „პირი“ და „ფიზიკური პირი“ თამაშმა შესაძლოა ბიზნესების დაჯარიმება გამოიწვიოს“ - ამის შესახებ დღეს პერემიერთან შეხვედრის შემდეგ „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ ისაუბრა. დღეს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლების  შეხვედრაზე, გახარიამ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან ძირითადი პრობლემური საკითხები მოისმინა. ერთ-ერთი იყო სოფლის მეურნეობის გამოწვევებიც,...

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – მთავრობა და ბიზნესი დროის ფაქტორს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – მთავრობა და ბიზნესი დროის ფაქტორს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ
access_time2019-10-21 17:30:49
ბიზნესში არსებულ აქტუალურ პრობლემებზე “ბანკები და ფინანსები” კომპანია “ნატახტარის” კორპორაციულ საქმეთა დირექტორს, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილს ესაუბრა. -თქვენი კომპანია უკვე მრავალი წელია საკმაოდ წარმატებულად პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე, თქვენი პროდუქცია საკმაოდ მოთხოვნადია, რასაც ხელს უწყობს ქართველი კაცის განსაკუთრებული სიყვარული ლუდის მიმართ, მოკლედ...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შენელდა

ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შენელდა
access_time2019-10-21 20:30:17
2019 წლის იანვარს-სექტემბერში ჩინეთის მშპ-მ  9,8 ტრლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს  6,%-ით აღემატება- იტყობინება ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიურო.ბოლო 3 კვარტლის მანძილზე ქვეყნის მშპ-ს ზრდა მცირდება - პირველ კვარტალში ამ მაჩვენებელმა შეადგინა 6,4%, მეორეში -6,2%, მესამეში - უკვე 6%. ბოლო ციფრი მოსალოდნელზე, ანუ 6,1%-ზე დაბალი აღმოჩნდა. ეს მაჩვენებელი  1992 წლიდან  ყველაზე დაბალია. 2019 წელს ჩინეთის ეკონომიკა ...

„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა

„სემეკის“  თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა
access_time2019-10-21 14:47:21
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს  დავით ნარმანიას.  ახალი რეგულაციით, კომისიის თავმჯდომარე ირჩევა 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიაში...

ნატო ხაინდრავა - ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო

ნატო ხაინდრავა -   ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო
access_time2019-10-21 14:13:42
ბიძინა ივანიშვილმა 22%-იანი წილი დაახლოებით 2 მლნ დოლარად პროგრეს ბანკის გადასარჩენად იყიდა. მას პროგრეს ბანკში ანგარიშები არასოდეს ჰქონია,- ამის შესახებ ,, ქართუ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ნატო ხაინდრავამ ,, იმედის კვირასთან“ განაცხადა. ქართუ“ ბანკის გენერალური დირექტორი იმ მძიმე პერიოდს იხსენებს, როცა უპრეცედენტო საკანონმდებლო ცვლილებით კერძო ბანკებმა პირველადი იპოთეკარების სტატუსი დაკარგეს. ,,ახალი რეგულაცია რეალურად მხოლოდ ქართუს და პროგრეს ბანკს შეეხო....


მსგავსი სიახლეები

up