გლობალური დათბობა ლოკდაუნის პერიოდშიც გაგრძელდა - გამოსავალი განახლებად ენერგიაზე გადასვლაა

გლობალური დათბობა ლოკდაუნის პერიოდშიც გაგრძელდა - გამოსავალი განახლებად ენერგიაზე გადასვლაა

access_time2021-01-17 18:00:36

ჰაერის დაბინძურებასა და გლობალურ დათბობას ლოკდაუნის შედეგად შემცირებული მავნე აირების გაფრქვევაც ვეღარ აჩერებს. გასული წლის დეკემბერში CO2-ის წილმა ატმოსფეროში 1 მლნ-დან 413.95 ნაწილაკს მიაღწია, რაც 2019 წლის დეკემბერთან შედარებით 2.1 ნაწილაკით მეტია.


დედამიწაზე სიცოცხლის ჩამოყალიბებას რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობამ შეუწყო ხელი, მათგან ერთ-ერთი ატმოსფეროს ქონა და მისი შემადგენლობა იყო. გარდა იმისა, რომ ცოცხალი ორგანიზმები ჟანგბადს სუნთქავენ, ატმოსფერო მზის რადიაციას აკავებს და ტემპერატურულ ცვალებადობას ანეიტრალებს.


ჩვენ მიჩვეულები ვართ იმ აზრს, რომ სითბოს მზისგან ვიღებთ, ეს ასეცაა, თუმცა თავად დედამიწა და ატოსფერო მზისგან მიღებულ სითბოს ერთგვარად დროში ანაწილებს. ზუსტად ამის გამო, მიუხედავად იმისა, რომ მზე ზენიტში ივნისშია და ყველაზე გრძელი დღეებიც ივნისშია, როგორც წესი ივლის-აგვისტოში უფრო ცხელა ხოლმე. მერკურზე რომელსაც ატმოსფერო პრაქტკულად არ გააჩნია, დღე-ღამური ტემპერატურუის ცვალებადობა 600 გრადუსია -173-დან 427 გრადუსამდე. ხოლო ვენერაზე რომელიც 2-ჯერ უფრო შორსაა მზიდან ვიდრე მერკური ტემპერატურა 37 გრადუსით უფრო მაღალია და 464 გრადუსს აღწევს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ვენერას ატმოსფეროს 96.5% ნახშირორჟანგია. ნახშირორჟანგის უქონლობის შემთხვევაში დედამიწა ყინულის საფარქვეშ აღმოჩნდებოდა, მაგრამ მისი ზრდა პლანეტას გადახურებისკენ უბიძგებს.


მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 1 საუკუნეში პლანეტის საშუალო ტემპერატურამ 1 გრადუსით მოიმატა, გლობალურ დათბობას კიდევ ბევრი ადამიანი უარყოფს. მათი მცირე ნაწილი საერთოდ ფაქტს არ აღიარებს, მეორე შედარებით დიდი ნაწილი ყველაფერს ბუნებას აბრალებს და არგუმენტად კლიმატის ძველ ცვლილებებს იშველიებს. მართლაც იყო დრო, როდესაც დღე-ღამის ხანგრძლოვობა 6 საათს შეადგენდა, მატერიკი ერთ დიდ კონტინენტად იყო შეკრული, ნახშიროჟანგისა და მეთანის წილი გაცილებით მაღალი იყო, დინოზავრების დროს, პირიქით ჯანგბადის წილი იყო 2-ჯერ მეტი, უხსოვარ დროში პლანეტა სისტემატურად ასტეროიდებით იბომბებოდა, ბოლო 0.5 მლრდ წელიწადში 5 დიდი გადაშემნების შედეგად სიცოცხლეს 5-ჯერ დაემუქრა საფრთხე, იყო გამყინვარებები და დათბობები, კონტინენტები სცილდებოდა და შემდეგ ისევ ეჯახებოდა ერთმანეთს. 4 მლრდ წლის წინ მთვარე ბევრად ახლოს იყო... ეს ყველაფერი სიმართლეა, მაგრამ სიმართლეა ისიც, რომ ბუნებრივ ცვლილებს ათობით და ასობით მლნ წელი სჭირდებოდა.



2 საუკუნის წინ, როდესაც პირველი ინდუსტრიული რევოლუცია იწყებოდა, ყოველწლიურად ამჟამინდელზე 1000-ჯერ ნაკლები 35-40 მლნ ტონა ნახშირორჟანგი გამოიყოფოდა, დღეს ეს უკვე 37 მლრდ ტონას აღწევს. ბოლო ორ საუკუნეში კაცობრიობამ მიაღწია იმას, რაც ვერ შეძლო ცივილიზაციის არსებობის წინა 60 საუკუნეში. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაორმაგდა, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებთა წილი 95%-დან 9%-მდე შემცირდა, მოსახლეობის რაოდენობაც სულ რაღაც 200 წელიწადში 680%-ით გაიზარდა. ტექნიკური პროგრესის შედეგად ღარიბი ადამიანისთვისაც კი ხელმისაწვდომი გახდა ისეთი ნივთები ეგვიპტის ფარაოენებსა და საფრანგეთის მონარქებს რომ არ ჰქონიათ, ფეოდალური წყობილების გაუქმების შედეგად ადამიანმა საუკუნეების წინ წართმეული თავისუფლება დაიბრუნა... თუმცა მედალს მეორე მხარეც აღმოაჩნდა. დღეს უშუალოდ მაღალი ტემპერატურით, ინდუსტრიული სმოგის, დაბინძურებული წყლის, მიწების გაუდაბნოების შედეგად უმოსავლიანობით დამდგარი შიმშილით წელიწადში 7-8 მლნ ადამიანი იღუპება. XXI საუკუნეში გლობალური დათბობის შედეგად უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა ვიდრე ორივე მსოფლიო ომში ერთად.


ნახშირორჟანგი წიაღისეული საწვავის მოხმარების შედეგად გამოიყოფა. ელექტრომობილების წილი ჯერ კიდევ 1%-ზე ნაკლებია. ნავთობის მოხმარება პანდემიამდელ პერიოდში დღიურად 100 მლნ ბარელს აღწევდა. თავად ელექტროენერგიის 38% ნახშირისგან მიიღება, რომელიც იაფია, მაგრამ გარემოს ნავთობზე და გაზზე მეტ ზიანს აყენებს.


წიაღისეული საწვავის მოხმარების ზრდის ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში. გლობალური კატასტროფა გარდაუვალია. საუკუნის ბოლომდე საშუალო ტემპერატურა კიდევ 6 გრადუსით აიწევს, ანტარქტიდის, არქტიკისა და გრენლანდიის ყინულოვანი საფარის დნობა ოკეანის დონეს ასწევს და ისეთი დიდი მეგაპოლისები როგორებიცაა ნიუ-იორკი, ტოკიო, შანხაი, სინგაპური... წყალქვეშ აღმოჩნდება. მეორეს მხრივ ადამიანი ვერც ენერგიის მზარდ მოხმარებაზე იტყვის უარს. გამოსავალი განხლებადი ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიებია. პროცესი უკვე დაძრულია. ქარის ტურბინების, მზის პანელებისა თუ ელექტრომობილების წარმოების ხარჯები ისეა შემცირებული, რომ სამთავრობო სუბსიდიებს თითქმის აღარ საჭიროებს.


ელექტრომობილების წილი დღეს დაახლოებით 0.8-0.9 პროცენტია, რაც ძალიან ცოტაა, მაგრამ 10 წლის წინ 0.1%-ზე ნაკლები იყო. ანალოგიურად 2019 წლის მდგომარეობით მზის და ქარის ენერგიის წილი გლობალურ ელექტროწარმოებაში 7%-ს შეადგენს. ჯამში მათ 2.36 ტრლნ კვტ/სთ გამოიმუშავეს - 200-ჯერ მეტი ვიდრე საქართველომ ჯამურად ყველა სახის ელექტროსადგურით. 1999 წელს ეს მაჩვენებლი მხოლოდ 22 მლრდ კვტ/სთ-ს შეადგენდა, 2009 წელს კი 297 მლრდ კვტ/სთ-ს.


შემთხვევითი არაა, რომ პლანეტის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 2021 წლის პირველსავე კვირას Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი დაწინაურდა. მასკის ქონება ბოლო 12 თვეში $164  ლრდ-ით, წლის პირველ 10 დღეში კი $38 მლრდ-ით გაიზარდა.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up