კლიმატის ცვლილება ჰიმალაის მთებში არსებულ მყინვარებს საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ ახალ კვლევაზე დაყრდნობით BBC იუწყება.
კვლევებმა აჩვენა, რომ თუ ნახშირორჟანგის გამოყოფა მალევე არ შემცირდება, ამ გიგანტური მყინვარების ორი მესამედი შესაძლოა გაქრეს. თუმცა თუ ტემპერატურის მატების მაჩვენებელი ამ საუკუნეში 1,5%-ს მიაღწევს, ყინულის ერთი მესამედი მაინც დადნება. ჰიმალაის მყინვარები არის რვა სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები 250 მილიონი ადამიანისთვის სასმელი წყლის წყარო.
მეცნიერთა თქმით, ეს ყინულის ველები ტემპერატურის მატების გამო საუკენეზე ნაკლებ დროში ცარიელ ქვებად გადაიქცევა. პროცესი შესაძლოა დააჩქაროს გლობალურმა დათბობამ და ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის ზრდამ, რაც თავის მხრივ მოსახლეობის რაოდენობის მატებით არის განპირობებული.
ჰაერის დაბინძურება ჰიმალაის მყინვარებში აღწევს ინდისა და განგის დაბლობიდან, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებულ რეგიონად ითვლება. ეს კი მყინვარებთან დაკავშირებულ სიტუაციას უფრო ართულებს, რადგან გამონაბოლქვი და მტვერი ყინულს ედება და მას აზიანებს.
imedinews.ge