გლობალურ პრობლემასთან შერკინება - კორპორაციები კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ

გლობალურ პრობლემასთან შერკინება - კორპორაციები კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ

access_time2020-07-07 13:34:57

გარემოს დაცვის არაკომერციული ორგანიზაცია CDP ყოველწლიურად იმ კომპანიების სიას აქვეყნებს, რომლებიც ეკოლოგიური კეთილდღეობის მისაღწევად პოზიტიურ ცვლილებებს ახორციელებენ. 2020 წლის „Climate A List”-ში ისეთი კომპანიები მოხვდნენ, როგორიც არის: Google, Microsoft, Walmart, Hilton Worldwide, British American Tobacco, Coca-Cola, Philip Morris International და სხვა.

 

Microsoft-ის მიზანს, მაგალითად, 2030 წლისთვის არა გამონაბოლქვის ნულოვანი დონის, არამედ გამონაბოლქვის ნეგატიური დონის მიღწევა წარმოადგენს. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ნეგატიურ დონეზე გადასვლით Microsoft-ი გეგმავს, რომ 2050 წლისთვის გაანეიტრალოს ყველა იმ გამონაბოლქვისა და ელექტროენერგიის მოხმარების შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანი, რომელიც კომპანიამ 1975 წლიდან მოყოლებული განახორციელა. ეს კი ნიშნავს, რომ კომპანია საკუთარი ენერგომოხმარების მიქსში სრულად განახლებადი ენერგიების წილის გაზრდას გეგმავს.

 

გამაგრილებელი სასმელების გიგანტი Coca-Cola კი გეგმავს, რომ 2030 წლისთვის შეაგროვოს და გადაამუშაოს კომპანიის მიერ წარმოებული ყველა პლასტმასისა თუ ქილის ბოთლი და შექმნას 50%-ით გადამუშავებადი შეფუთვა.

 

„ფილიპ მორის ინთერნეიშენალი“ კლიმატური ცვლილების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების შედეგად  „Climate A List”-ში მეექვსედ მოხვდა.  კომპანიის განცხადებით, მის მიზანს, თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავლის შექმნა წარმოადგენს, რისთვისაც კომპანია ნაკლები ზიანის შემცველი პროდუქტების განვითარებაში დებს ინვესტიციებს.

 


კომპანიის მიერ გამოქვეყნებული შემაჯამებელი ანგარიშის თანახმად, 2030 წლისთვის „ფილიპ მორისი“ საკუთარ საწარმოებში გამონაბოლქვის ნულოვანი დონის მიღწევას გეგმავს.  ამ მიზნით კომპანიამ 2019 წელს გამონაბოლქვისგან თავისუფალი პირველი ქარხანა გახსნა ლიეტუვაში, 42%-ით შეამცირა ქარხნების საქმიანობის შედეგად გამოყოფილი CO2 -ის ოდენობა და გადავიდა ელექტროენერგიის 65%-ის განახლებადი ენერგიის წყაროდან მოხმარებაზე.

 

„პროდუქტის შექმნის დროს კორპორაციების საქმიანობის შედეგად გარემოზე განხორციელებული უარყოფითი ეფექტის შემცირება მათივე პასუხისმგებლობას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, მათ თვალი უნდა ადევნონ რა გზას გადის პროდუქტი შექმნიდან გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ“, - განაცხადა ჰაბ საველკოუსმა, კომპანიის მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსმა. 

 

გარემოს არანაკლებ პროლემებს უქმნის თამბაქოს ინდუსტრიის მიერ გამოყოფილ პლასტმასის ნარჩენებიც. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მსოფლიოში ყოველწლიურად 350 მილიონი ტონა პლასტმასის ნარჩენი გროვდება, მათ შორის არის სიგარეტის ფილტრებიც, რომლის დაშლასაც სხვა პლასტიკატების მსგავსად, ხანგრძლივი პერიოდი ესაჭიროება. სწორედ ამიტომ, კომპანიის მიზანს 2025 წლისთვის PMI-ის პროდუქტში შემავალი პლასტმასის შემცველობის ოდენობის 50%-ით შემცირება წარმოადგენს.

 

„ჩვენი მიზანია, შევქმნათ გარემოსთვის არასაზიანო ისეთი პროდუქტი, რომელიც იქნება გადამუშავებადი და ეკოლოგიურად ეფექტური. მაგალითად, IQOS მოწყობილობის 74% გადამუშავებადი მასალისგან არის შექმნილი, ჩვენი შეფუთვების 93.5% გადამუშავებად და განახლებად პროდუქტს წარმოადგენს“, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

 

კერძო ინიციატივა ფასდაუდებელია, როცა საქმე გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას ეხება. 2020 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მთავარი განსახილველი თემაც გლობალური რისკები იყო. World Economic Forum-ის განცხადების თანახმად, ყველა მაჩვენებელი ეკოლოგიური სიტუაციის გაუარესებაზე მიუთითებს, რაც კერძო და საჯარო სექტორებს მიანიშნებს, რომ დროა დააჩქარონ საკუთარი ტრანსფორმაცია და კლიმატური რისკების შემცირებისკენ მიმართული ნაბიჯები უფრო ეფექტურად გადადგან.

 

 

(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up