გლობალურ ბიზნესში ქალების როლი იზრდება

გლობალურ ბიზნესში ქალების როლი იზრდება

access_time2021-03-21 21:00:39

დღეს თითქმის ყველა მსხვილი საერთაშორისო კომპანია მრავალფეროვნების პრინციპის მიმდევარია - ეს არა მხოლოდ რასობრივ, რელიგიურ, კულტურულ, არამედ გენდერულ საკითხებსაც ეხება.

 

ქალების წილი დირექტორთა საბჭოს წევრებს შორის ყოველწლიურად იზრდება, მაგრამ ამავე დროს გენერალური დირექტორი-ქალი დღეს იშვიათი მოვლენაა - თუ დირექტორთა საბჭოების წევრთა შორის 12% ქალია, გენერალურ დირექტორთა შორის - მხოლოდ 4%.

 

ჟურნალ Fortune-ის სიაში შემავალ 500 უმსხვილეს ამერიკულ კომპანიას შორის, მხოლოდ 41 ხელმძღვანელობენ ქალები. მართალია, ეს ბევრი არაა, თუმცა, ზრდა სახეზეა, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2018 წელს ეს მაჩვენებელი 28-ს შეადგენდა.

 

ქალი-ბოსების რაოდენობის მხრივ ლიდერობენ ევროპული ქვეყნები - წლების მანძილზე მსოფლიოში ამ მხრივ პირველ ადგილზე შვედეთი იყო, თუმცა, 2021 წელს ის საფრანგეთმა და ნორვეგიამ ჩაანაცვლეს. შვედეთში ქალები კომპანიების 38%-ს ხელმძღვანელობენ, მაშინ, როდესაც საფრანგეთში 45%, ნორვეგიაში - 40%.

 

ლიდერის ცვლილება სახელმწიფი პოლიტიკის შედეგია - საფრანგეთში და ნორვეგიაში მოქმედებს კვოტების სისტემა, იგივე გზას გერმანიაც დაადგა - დირექტორთა საბჭოს წევრების შორის ყოველი 3 წევრიდან 1 ქალი უნდა იყოს.

 

იტალიაში  დირექტორთა და სამეურვეო საბჭოების წევრთა 33%, ხოლო ავსტრიაში სახელმწიფო სტრუქტურებში ხელმძღვანელებს შორის  35% ქალი უნდა იყოს.

 

გენდერული სტერეოტიპების დამსხვრევას პრაქტიკული სარგებელიც მოაქვს - კონსალტინგური კომპანია  McKinsey&Company-ს მონაცემებით, კომპანიებს, სადაც ხელმძღვანელთა შორის ქალების წილი 30%-ს აჭარბებს, მოგება საშუალოდ 10%-ით მეტი აქვთ.


 

ამას კოლუმბიის  უნივერსიტეტის კვლევაც ადასტურებს - იმ ორგანიზაციებს, სადაც თუნდაც 1 ტოპ-მენეჯერი ქალია,  სხვებზე  40 მლნ. დოლარით მეტი კაპიტალიზაცია აქვთ, ხოლო მათი შემოსავალი 6%-იღთ მეტია.

 

ანალიტიკური კომპანიის Boston Consulting Group-ის კვლების თანახმად, გენდერული მრავალფეროვნების პრინციპის გავრცელება მთელს მსოფლიოში გლობალურ მშპ-ს 12 ტრლნ. დოლარით გაზრდიდა.

 

თუმცა, გენდერული თანასწორობის გზაზე მიღწეულ წარმატებებს საფრთხე პანდემიამ შეუქმნა - მან ქალების კარიერული ზრდის შესაძლებლობებს დიდი დარტყმა მიაყენა. მთელს მსოფლიოში პანდემიის პირველი მსხვერპლები სწორედ ქალები არიან.

 

თუნდაც იმიტომ რომ ისინი მამაკაცებზე მეტად არიან დასაქმებულები ყველაზე დაზარალებულ სექტორებში  - ტურიზმში, სარესტორნო და გასართობ ინდუსტრიაში. გარდა ამისა,  ბაღების და სკოლების დახურვის პერიოდებში სამსახურის მიტოვება და შვილებთან სახლში ყოფნა მამაკაცებზე მეტად ქალებს უწევს.

 

 ამ ფონზე კომპანიები ქალებს უმაღლეს პოზიციებზე სულ უფრო ნაკლებად ნიშნავენ - 2020 წელს მსხვილ კომპანიებში დირექტორი-ქალების რაოდენობამ 39%  შეადგინა, ხოლო 2019 წელს - 44%.

HR-კომპანიის Heidrick & Struggles-ს მონაცემებით, მსოფლიოს უმსხვილეს 965 კომპანიაში პანდემიამდე ქალები მაღალ პოსტებს 4-ჯერ ხშირად ინიშნებოდნენ, ვიდრე 2020  წელს.

 

შექმნილი ვითარება შეფასდა როგორც „პირველი ქალური რეცესია“, და ის გენდერული თანასწორობის დარგში ათწლეულების მანძილზე მიღწეული პროგრესის უკან დაწევის საფრთხეს ქმნის.

 

ასე რომ ქალების შემდგომი კარიერა პირდაპირაა დამოკიდებული პანდემიის დროულ დამარცხებასთან.

 

 

Lenta.ru

 

თენგიზ აბლოთია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up