Global Finance - მა ზედიზედ უკვე მეორედ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი  ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის დაასახელა

Global Finance - მა ზედიზედ უკვე მეორედ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის დაასახელა

access_time2019-08-12 15:45:36

მსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა გამოცემამ, Global Finance-მა, წელსაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე 2019 წლის ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის დაასახელა.


საერთაშორისო ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა Global Finance-მა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თავის შეფასებაში პირველად 2018 წელს ჩართო და, ამ კრიტერიუმების მიხედვით, ის წელსაც, შარშანდელის მსგავსად A- შეფასებით ცენტრალური ბანკის მმართველების იმ ელიტარულ კლუბში მოხვდა, რომელთაც A და A- შეფასება მიიღეს.


Global Finance-ის დაჯილდოება საერთაშორისო ფინანსურ საზოგადოებაში ფართოდაა აღიარებული და დაჯილდოებული პირებისა და ბანკების მაღალ რეპუტაციასა და წარმატებულ საქმიანობაზე მიუთითებს. ცენტრალური ბანკების მმართველების შეფასება ცენტრალური ბანკის მიერ განხორციელებული პოლიტიკის რამდენიმე მიმართულებას ეფუძნება.


კობა გვენეტაძესთან ერთად აღნიშნულ კატეგორიაში არიან: ევროპის ცენტრალური ბანკის (მარიო დრაგი), ასევე, დიდი ბრიტანეთის (მარკ ქარნი), აშშ-ის (ჟერომ პაუელი) და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები.



ცენტრალური ბანკის მმართველთა დაჯილდოების ცერემონია 19 ოქტომბერს, ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართება და ამ ცერემონიაში, 21 საუკეთესო ბანკირთან ერთად, მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძეცაა მიწვეული.


2019 წლის Central Banker Report Cards-ში 98 ცენტრალური ბანკირი შეფასდა და სრული ანგარიში ოქტომბერში გამოქვეყნდება.


ცენტრალური ბანკების პრეზიდენტები მორიგი შესაძლო რეცესიის საფრთხის წინაშე დგანან და მათ ნაკლები შეიარაღება აქვთ დარჩენილი ამ საფრთხესთან შესაბრძოლებლად, ზოგიერთ შემთხვევაში კი განიცდიან უპრეცედენტო ზეწოლას მათ დამოუკიდებლობაზე. იზრდება რა სავაჭრო უთანხმოებებისა და პოლიტიკური არასტაბილურობის მასშტაბები, მოსახლეობას იმედი აქვს, რომ ცენტრალური ბანკების ლიდერები მსოფლიო ეკონომიკური მართვის სადავეებს მტკიცედ მართავენ და წელს მაღალი რეიტინგით შეფასებული ბანკირები სწორედ ასეთი სახის სტაბილური ლიდერობის დემონსტრირებას ახდენენ, იმისდა მიუხედავად, ქარიშხლის პერიოდში მართავენ ქვეყანას თუ ჰორიზონტზე ღრუბლების გამოჩენის შიშით, კორპუსის გამაგრებას იწყებენ, - განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა ჯოზეფ ჯიარაპუტომ.


1987 წელს დაარსებული Global Finance დღეს მიმოქცევაშია 193 ქვეყანაში, 50,000-იანი ტირაჟით. ჟურნალის მკითხველებს შორის არიან მულტიეროვნულ კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებში საინვესტიციო და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი უფროსი კორპორაციული და ფინანსური მენეჯერები. ჟურნალის ვებგვერდზე - GFMag.com - ქვეყნდება ანალიტიკური და მიმოხილვითი სტატიები, რომლებიც საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე 31-წლიანი გამოცდილების შედეგია. Global Finance შტაბ-ბინა ნიუ-იორკშია განლაგებული და ჟურნალს გააჩნია წარმომადგენლობები მთელ მსოფლიოში. Global Finance ყოველწლიურად ირჩევს ბანკებისა და ფინანსური მომსახურების სხვა პროვაიდერების საუკეთესო წარმომადგენლებს. Global Finance-ის ჯილდოები გლობალური ფინანსური საზოგადოებისთვის ხარისხის ერთგვარ სტანდარტს წარმოადგენს.





საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა

საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა
access_time2019-12-14 11:00:58
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე საქართველოში პირველი, ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა, პროექტირების სამუშაოები უკვე დასრულებულია. ხის კენწეროების ბილიკები მოიცავს კოშკურებს, საჰაერო ბილიკს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს. მსგავსი ბილიკები მხოლოდ მსოფლიოს წამყვან ეროვნულ პარკებშია. ბილიკი, წინასწარი გათვლებით 1 წლის განმავლობაში 60 000 – 100 000 ადამიანის მასპინძლობას შეძლებს. პროექტის მიხედვით, ბილიკი წრიული იქნება და მისი სიგრძე 500 მეტრი...

Parker Georgia - ფეხსაცმლის ქართული ბრენდი განვითარების ახალ საფეხურზე გადადის

Parker Georgia - ფეხსაცმლის ქართული ბრენდი განვითარების ახალ საფეხურზე გადადის
access_time2019-12-14 14:00:53
ქართული ბრენდი PARKER GEORGIA ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა და სულ მალე დიდი პოპულარობა მოიპოვა. ბავშვობის მეგობრების წამოწყება 2 წელიწადში წარმატებულ, შემდგარ ბიზნესად იქცა, რომელიც სწრაფი ტემპით ვითარდება და უკვე ქვეყნის ფარგლებსაც გასცდა. PARKER GEORGIA-ს ერთგული მომხმარებლების რიცხვი მზარდია. მათ ქართული ბრენდის ფეხსაცმელი საკუთარი სტილის განუყრელ ატრიბუტად...

ლევან კობერიძის კითხვები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს

ლევან კობერიძის კითხვები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს
access_time2019-12-13 22:47:07
საპარლამენტო ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების წევრმა ლევან კობერიძემ  ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს პარლამენტში პლენარულ სესიაზე, სადაც სებ–ის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის დოკუმენტი განიხილეს, რამდენიმე კითხვით მიმართა:  -საპენსიო ფონდის ხელმძღვანელის, ლევან სურგულაძის თანამდებობიდან წასვლა ვადაზე ადრე (1 წელიწადში წავიდა ის...

„ჩვენ უნდა ვიზრუნოთ,რომ ყველა იყოს დასაქმებული, თუნდაც ხუთი დღე კვირაში“

„ჩვენ უნდა ვიზრუნოთ,რომ ყველა იყოს დასაქმებული, თუნდაც ხუთი დღე კვირაში“
access_time2019-12-14 10:00:30
„ნებისმიერი წარმატებული კომპანიისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დღევანდელი მენეჯმენტი ხვდება,რომ კმაყოფილი დასაქმებული ნიშნავს, კმაყოფილ მომხმარებელს. ამ მიმდგომით მიმდინარეობს ის სამუშაოები,რაც შემდგომში ქმნის ღირსეულ და კომფორტულ სამუშაო გარემო პირობებს“–ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“ „ეიჩარ პროფესიონალთა გილდიის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლილი ბიბილაშვილმა და „დიო“-ს...

სახელმწიფო ბიუჯეტი საპარლამენტო არჩევნების სამსახურში

სახელმწიფო ბიუჯეტი საპარლამენტო არჩევნების სამსახურში
access_time2019-12-13 19:45:25
2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი პოლიტიკურად მიზანშეწონილი გადაწყვეტილებებით არის დატვირთული. სახელისუფლებო პარტიისთვის 2020 წლის მთავარი პოლიტიკური მიზანშეწონილობა საპარლამენტო არჩევნების მოგებაა. პირველ რიგში, ბიუჯეტსაც ეს დაკვეთა აქვს.2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტი პენსიისა და საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ზრდაა. 2019 წელთან შედარებით, 2020...


მსგავსი სიახლეები

up