„გლობალ ეკო პროექტ ჯორჯია“ შავი პომიდვრის წარმოებას იწყებს

„გლობალ ეკო პროექტ ჯორჯია“ შავი პომიდვრის წარმოებას იწყებს

access_time2022-08-09 16:00:00

გორში, ე.წ საზღვრისპორა სოფელ ნიქოზში გლობალ ეკო პროექტ ჯორჯია - ბიომეურნეობების ჰაბი შავი პომიდვრის წარმოებას იწყებს.



იდეა ორ მეგობარს ეკუთვნის, რომლებმაც საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს, დაფინანსება მოიპოვეს და ინოვაციური სათბური შექმნეს. პროექტის ავტორებს, გიორგი ბადაშვილსა და გურამ დევიძეს სათბურში თავდაპირველად მხოლოდ შავი, ე.წ ჩერი პომიდვრის წარმოება სურდათ, თუმცა ახლა მიკრომწვანილის წარმოებასაც გეგმავენ. კომპანია პროდუქციის რეალიზების თვალსაზრისით ჰორეკა სექტორზეა ორიენტირებული.



უკვე გვაქვს ჰორეკა ბიზნესის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები და ვგეგმავთ, რომ ჩვენი სათბურის ტერიტორია დავყოთ რამდენიმე ნაწილად. მაგალითად, შეიძლება რედისონს უნდოდეს შავი ჩერი, ან ბილტმორს მიკრომწვანილი. სწორედ ასე, სექციების მიხედვით, რაც გვექნება მოთხოვნა ჰორეკა ბიზნესიდან, ვაწარმოებთ ამ პროდუქციას. მოთხოვნა და მზაობა ძალიან დიდია,- განაცხადა ბიზნესპარტნიორთან კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა.




გლობალ ეკო პროექტ ჯორჯიაში აცხადებენ, რომ სათბური ინოვაციურია და მას საქართველოში სხვა ანალოგი არ ჰყავს. კერძოდ, ნაგებობა ისეა დაპროექტებული, რომ მთელი დღის განმავლობაში მზის ენერგიას აგროვებს, მისი სითბო კი საღამოს გამოიყოფა, რაც მცენარეების უფრო სწრაფ ზრდას უწყობს ხელს. ამასთან, სითბოს გამოსაყოფად სათბურში არსებული ღუმელები ჰაერში ნახშირორჟანგის ნულოვან გაფრქვევას უზრუნველყოფს.



ჩვენს სათბურს აქვს თბოიზოლაცია. 1 მეტრის სიღრმეზე ამოღებული გვაქვს მიწა, ზუსტად გვაქვს აღებული აღმოსავლეთისა და დასავლეთის წერტილები, რომელსაც მზის პირველივე სხივი ხვდება. ეს სხივები გროვდება სათბურში და მცენარეების ზრდას უზრუნველყოფს. ასევე გვაქვს ინოვაციური აგურის ღუმელები, რომელიც საწვავად ნარჩენებს გამოიყენებს. ეს შეიძლება იყოს ხის მასალა, თხილის ნაჭუჭი და სხვა. გადის მეორეულ და მესამეულ წვას, რაც ჰაერში ნახშირორჟანგის გაფრქვევას გამორიცხავს,- განმარტავს ბიზნესპარტნიორთან კომპანიის წარმოების მენეჯერი, გურამ დევიძე.


https://business-partner.ge/








ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ

ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ
access_time2022-10-04 15:36:57
ნობელის კომიტეტმა 4 ოქტომბერს გამოაცხადა 2022 წლის ლაურეატები ფიზიკის დარგში. ისინი არიან ფრანგი ალენ ასპე, ამერიკელი ჯონ კლაუერი და ავსტრიელი ანტონ ცაილინგერი. მათ ნობელის პრემია მიენიჭათ ჩახლართული ფოტონების სფეროში ექსპერიმენტებისთვის, ბელის უტოლობის დარღვევის კვლევისთვის და ნაშრომებისთვის კვანტურ ინფორმატიკაში.   მეცნიერებმა ნოვატორული ექსპერიმენტების ჩატარება შეძლეს ჩახლართული კვანტური მდგომარეობებით, როცა ორი ნაწილაკი იქცევა როგორც ერთი მთელი, მაშინაც კი, როცა...

ბოლო წლებში სარეკლამო შემოსავლის ყველაზე დიდი კლება მანამდე ლიდერ „რუსთავი 2-ს“ ჰქონდა - ანგარიში

ბოლო წლებში სარეკლამო შემოსავლის ყველაზე დიდი კლება მანამდე ლიდერ „რუსთავი 2-ს“ ჰქონდა - ანგარიში
access_time2022-10-04 15:00:18
2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი 7.8 მლნ ლარით გაიზარდა (10.4%) და 83.1 მლნ ლარი შეადგინა. ამის შესახებ, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ახალ ანგარიშს აქვეყნებს. 2021 წლის სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს ყველაზე მეტი რეკლამა, ტრადიციულად „იმედის“ ჰოლდინგმა მიიღო. მისმა შემოსავალმა 2021 წელს 31.1 მლნ ლარი (სარეკლამო ბაზრის 37.4%) შეადგინა. მეორე ადგილზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“ „მთავარმა არხმა“ ჩაანაცვლა...

დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანია POS TV -ის წილების 52% შეიძინა

დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანია POS TV -ის წილების 52% შეიძინა
access_time2022-10-04 14:45:32
დეპუტატმა და ხალხის ძალის“ წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანია POS TV -ის წილების 52% შეიძინა. სიახლის შესახებ დღეს უ,რავლესობიდან წასული დეპუტატებიდან ერთ-ერთმა, სოზარ სუბარმა მოძრაობის ახალი წევრების წარდგენაზე ისაუბრა. გარიგების საფასური 520 000 ლარია. ახლა პოსტვ“-ის მეწილეების სია ასე გამოიყურება: ვიქტორ ჯაფარიძე - 52%;შალვა რამიშვილი -24%;თემურ ჭარელაშვილი - 24%.

2023 წლიდან საჯარო სექტორში საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება

 2023 წლიდან საჯარო სექტორში საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება
access_time2022-10-04 16:00:54
მთავრობა საჯარო სექტორის ხელფასის არასახელმწიფო სექტორის ხელფასებთან დაახლოებას ცდილობს. ამიტომ 2023 წლიდან საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები საკანონმდებლო ორგანოში უკვე ინიცირებულია. ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასი არასდროს არ უნდა უსწრებდეს არასახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასს, თუმცა მათ შორის დიდი განსხვავებაც...

რის ხარჯზე გაიზარდა მშენებლობის ღირებულების ინდექსი?

რის ხარჯზე გაიზარდა მშენებლობის ღირებულების ინდექსი?
access_time2022-10-04 14:00:18
აგვისტოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.05 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნულის სესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.  სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 3.2 პროცენტიანი ზრდით, რამაც 0.58 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. 2022 წლის თებერვალთან შედარებით...


მსგავსი სიახლეები

up