გლობალ ბიერ ჯორჯია   Heineken-თან ერთად ახალ ადგილობრივ ბრენდებსაც წარადგენს

გლობალ ბიერ ჯორჯია Heineken-თან ერთად ახალ ადგილობრივ ბრენდებსაც წარადგენს

access_time2018-12-11 15:24:54

 საქართველოს კაპიტალის შვილობილი “გლობალ ბიერ ჯორჯია“ 2019 წელს Heineken® -ს და Amstel –ის ბრენდებთან ერთად, ადგილობრივი ბრენდების განვითარებასაც გეგმავს.


ამის შესახებ კომპანიამ 2017 წლის ფინანსურ ანგარიშში დაწერა.


კომპანიამ ზაფხულიდან უკვე დაიწყო ლუდი „კრუშოვიცეს“ წარმოება, რისთვისაც მფლობელი კომპანიიდან 5.4 მლნ ლარის დაფინანსება მიიღო. ამ თანხის ნაწილი ლუდსახარში ქარხნის მშენებლობისთვის დარჩენილი დანახარჯებისა და საბრუნავი კაპიტალის დასაფინანსებლად მიემართა, ნაწილი დაიხარჯება ლუდის ახალ ადგილობრივ ბრენდებზე, რომელთა წარმოებასაც კომპანია 2019 წელს აპირებს.



„გლობალ ბიერ ჯორჯია“ ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა და ბაზრის 12.4% დაიკავა. გეგმის მიხედვით, 2018 წლის ბოლოსთვის ეს წილი 15%-მდე უნდა გაიზარდოს, 2020 წლისთვის კი, 25%-მდე.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადგილობრივი ლუდის ბაზარი მაღალი კონცენტრაციით გამოირჩევა: ბაზრის 87.6% სამ მწარმოებელს უკავია. ესენია: ეფეს საქართველო (ბაზრის 45.1% წილი ლიტრობის მიხედვით), ქართული ლუდის კომპანია (ბაზრის 30.1% წილი ლიტრობის მიხედვით) და „გლობალ ბიერ ჯორჯია“ (ბაზრის 12.4% წილი ლიტრობის მიხედვით). ეფესი და ქართული ლუდის კომპანია ბაზარზე შედარებით უკეთ დამკვიდრებული ბრენდებია, ხოლო „გლობალ ბიერ ჯორჯიამ“ ლუდის წარმოება და დისტრიბუცია მხოლოდ 2017 წელის ივნისში დაიწყო.


GBC



თეგები:
Heineken



Deutche welle: ევროპაში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა იზრდება

Deutche welle: ევროპაში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა იზრდება
access_time2019-06-27 14:00:09
ქართული ღვინის ხარისხი ბოლო წლებში მკვეთრად გაუარესდა - ამტკიცებს როსპოტრებნადზორი, თუმცა ავსტრიელი და გერმანელი მეღვინეები ამას ვერ ამჩნევენ - ალბათ იმიტომ, რომ ყიდულობენ ყველაზე ხარისხიან ქართულ ღვინოს ევროპული ბაზრისთვის. მოთხოვნა კი სწრაფად იზრდება. „არც ჩვენ, არც მაკონტროლებელ ორგანოებს არ გვაქვს არავითარი პრობლემები ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით,“ - ამბობს ჰამბურგში მდებარე მაღაზია GeoVino-ს თანამფლობელი ანდრე...

გია ხუხაშვილი: ხელისუფლება აღმოჩნდა პოლიტიკურ ბუნკერში, ახალი პოლიტიკური კლასი კი ამოდის ზედაპირზე

გია ხუხაშვილი: ხელისუფლება აღმოჩნდა პოლიტიკურ ბუნკერში, ახალი პოლიტიკური კლასი კი ამოდის ზედაპირზე
access_time2019-06-27 12:30:59
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციების პარალელურად, რამდენიმე დღის განმავლობაში ხელისუფლება აანონსებდა, რომ დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ტრიბუნიდან მთავრობის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს მოგვასმენინებდა. ასევე დაანონსებულია, რომ ხვალ საკანონმდებლო ორგანოში მივა შს მინისტრი გიორგი გახარია. რამდენად სწორად გეგმავს ხელისუფლება პოლიტიკურ ნაბიჯებს და რამდენად...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,86 ლარი გახდა - ლარის გაუფასურება გრძელდება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,86 ლარი გახდა - ლარის გაუფასურება  გრძელდება
access_time2019-06-27 12:23:14
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის 1 აშშ დოლარი 2.8603 ლარად ივაჭრებოდა. ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს, 2.8470 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2356 ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს. შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა ეროვნული ვალუტა უფასურდება. მეტიც, ორი დღეა ლარი გაუფასურების...

სებ-ის განცხადება ლარის გაუფასურებაზე - საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი

სებ-ის განცხადება ლარის გაუფასურებაზე - საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი
access_time2019-06-27 11:50:53
საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებასთანდ აკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ინფორმაციას „კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ: “საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი. სავალუტო კურსზე გავლენას ახდენს სხვადასხვა შიდა და გარე ფაქტორი, მათ შორის მოლოდინები. შესაბამისად, ინფორმაცია რუსეთიდან ტურისტული ნაკადების მოსალოდნელი შემცირების...

“ჩვენი მოლოდინი იყო, რომ საქართველოში წელს 1.7 მლნ-ზე მეტი რუსი ტურისტი შემოვიდოდა, მათი დანახარჯები კი 2.5 მლრდ ლარი იქნებოდა“

“ჩვენი მოლოდინი იყო, რომ საქართველოში წელს  1.7 მლნ-ზე მეტი რუსი ტურისტი შემოვიდოდა, მათი დანახარჯები კი 2.5 მლრდ ლარი იქნებოდა“
access_time2019-06-27 10:00:54
„ჩვენი მოლოდინი იყო, რომ წლის ბოლომდე საქართველოში ტურისტული მიზნებით 1.7 მილიონზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდოდა, მათი დანახარჯები კი 2.5 მილიარდი ლარი იქნებოდა. ბუნებრივია, დღეს ჩვენ ვდგავართ გამოწვევის წინაშე. ჩვენი როლი და ფუნქცია არის ის, რომ შევასუსტოთ ეს დარტყმა და დანაკარგი.“ რადიო კომერსანტის გადაცემაში „მთავარი ფაქტორი“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი...


მსგავსი სიახლეები

up