გლობალ ბენეფიტს ჯორჯია: სადაზღვევო სექტორში მოგების უფრო მეტად შემცირებას ველოდი

გლობალ ბენეფიტს ჯორჯია: სადაზღვევო სექტორში მოგების უფრო მეტად შემცირებას ველოდი

access_time2021-12-03 15:50:00

სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი, ნინა კობახიძე სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგების შემცირების მიზეზებს „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს.


მისი შეფასებით, ბაზარი არ იზრდება. მათ შორის, არ არის მზარდი კორპორატიული ბაზარი, საცალო გაყიდვების კუთხით კი ინტერესი ძალიან დაბალია გამომდინარე იქიდან, რომ სამედიცინო დაზღვევა არ არის პოპულარული, რადგან სახელმწიფო დაზღვევა ფარავს კერძო სადაზღვევო კომპანიების პროდუქტს და თუ ადამიანი კერძო სადაზღვევო კომპანიაშია, ვარდება სახელმწიფო დაზღვევიდან, ეს კი ბარიერს ქმნის.


„დაზღვეული ავტომანქანების რაოდენობა სტატისტიკურად ერთი და იგივეა, პრაქტიკულად, დაზღვევა პოპულარული არ არის, რადგან ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ამ დრომდე არ ამოქმედებულა. კორპორატიული ბაზარი რჩება იგივე დონეზე, ახალი კომპანიები, ახალი ბიზნესები ნაკლებად იქმნება.


რაც შეეხება არსებულ პორტფელებს, ფასები არ იზრდება. სახელმწიფო, რომელიც არის შემსყიდველი ცდილობს შეამციროს ფასი და არ გაზარდოს. ყველა პირობაა იმისთვის, რომ სადაზღვევო კომპანიების მოგება ასე შემცირებულიყო. მე უფრო მეტ შემცირებას ველოდი,“-აცხადებს კობახიძე.


მისივე განცხადებით, კოვიდ პანდემიამ სადაზღვევო ინდურსტრიას თავისი დაღი დაასვა. კერძოდ, ისეთმა ბიზნესებმა (სასტუმრო, რესტორნები და ასე შემდეგ, სრულიად HoReCa-ს სექტორი), რომლებიც კოვიდის ყველაზე დიდი მსხვერპლი აღმოჩნდა, შეამცირეს სადაზღვევო პრემიები.



სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი მოლოდინებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ აუცილებლად უნდა ამოქმედდეს ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა, რადგან საქართველო ამ მხრივ მსოფლიოში ერთადერთი ჩამორჩენილი ქვეყანაა.


„ევროკავშირიც ამაზე ძალიან ბევრი წელია მიგვითითებს, ასოცირების ხელშეკრულებითაც ვალდებულები ვართ. გარდა ამისა, სახელწმიფო ბიუჯეტიდან ძალიან ბევრი თანხა იფლანგება ავტომანქანების მიერ დაზიანებული ჯანმრთელობის და სიცოცხლის ანაზღაურებაზე. როგორც კი ეს დაიწყება, იმედი გვაქვს, რომ საცალო ბაზარი ნელ-ნელა გამოცოცხლებას დაიწყებს.


ასევე ველით, რომ დასტაბულურდება პოლიტიკური სიტუაცია, ეკონომიკური განვითარება იქნება მეტნაკლებად პროგნოზირებადი, განხორციელდება ახალი ინვესტიციები და გაგვეზრდება კორპორატიული კლიენტების რაოდენობა,“ - აცხადებს კობახიძე.


ცნობისთვის: 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომპანიების წმინდა მოგება 14%-ითაა შემცირებული. 10 თვეში 18-მა სადაზღვევო კომპანიამ ჯამში 39,5 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო.



business-partner.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up