გლემფინგური დასვენება, ახალი ტრენდი ქართულ ტურიზმში - ოქტომბერში Glamping Sioni იხსნება

გლემფინგური დასვენება, ახალი ტრენდი ქართულ ტურიზმში - ოქტომბერში Glamping Sioni იხსნება

access_time2020-10-13 14:30:10

ოქტომბრის ბოლოს, თიანეთის მუნიციპალიტ სოფელ სიონში Glamping Sioni გაიხსნება, რომელიც 3 პანორამულ გლემფინგ კოტეჯს სთავაზობს, ხედით  სიონის ტბაზე.


როგორც“კომერსანტთან“ Glamping Sion-ის დამფუძნებელმა შალვა ბერიძემ აღნიშნა, გლემფიმგ სიონს სხვა გლემფინგებისგან კოტეჯის 1/3 პანორამა გამოარჩევს.


„ამ ეტაპზე სამი გლემპინგ კოტეჯი გავქვს, თითო არის 2 საწოლიანი 28 კვადრატული კოტეჯი, სადაც განთავსებული იქნება, მინი სამზარეულო, ბარი, სველი წერტილები. კოტეჯები განთავსებულია სიონის წყლის პირველ ზოლში, საიდანაც სამივე  კოტეჯი პანორამულია, რომელიც საქართელოში არც ერთ გლამფინგს არ აქვს. როგორც ვერანდა, ასევე კოტეჯი სიონის წყალსაცავს გადაჰყურებს და სიონის მზის ჩასვლის ხედები იშლება“, -  აღნიშნავს შალვა ბერიძე.


შალვა ბერიძის განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში ამ ეტაპზე ტურისტები არ არიან, ძირითადი გათვლა შიდა ტურიზმზე და ქართველ მომხმარებლებზე აქვთ და დასვენების ფასიც ქართულ რეალობაზეა მორგებული. მისივე განცხადებით ქართველი მომხმარებლისგან დაინტერესება უკვე არის.


ამ ეტაპზე Glamping Sioni მშენებლობის ბოლო სტადიაზეა, შიდა რემონტი და ეზოს მოპირკეთება მიმდინარეობს, შალვა ბერიძის განცხადებით კოტეჯები ზამთარში შეშის ღუმელით გათბება, რომელსაც შუშის ბუხრის ვიზუალი ექნება.



წესით უფრო ნაკლები ფასი უნდა მქონოდა, თუმცა ამაში პანდემიამ ხელი შემიშალა. რემონტი, ტექნიკა და ყველაფერი პანდემიის გამო ძალიან გამიძვირდა, თუმცა დღეს  დღევანდელი გადმოსახედიდან არც ეს ფასია ცუდი“, - აღნიშნავს შალვა ბერიძე.


როგორც შალვა ბერიძემ „კომერსანტთან“ აღნიშნა Glamping Sion- ის საწყისი ინვესტიცია დაახლოებით 50 000 ლარია, რომლისთვისაც შალვა ბერიძემ საკუთარი ბინა იპოთეკით დატვირთა, რადგან პანდემიის გამო ბანკი სასტუმროებისთვის და ტურისტული ბიზნესისთვის სესხს ამ ეტაპზე არ გასცემს.


„კოტეჯები გამოვიწერე ჩინეთიდან, რომლებმაც საქართველოში ჩამოსვლა დაახლოებით ორთვენახევრით დააგვიანეს.

ყველაფერი სესხით და საკუთარი დანაზოგით გავაკეთე. პროექტიც დავწერე, მაგრამ გრძელვადიანი პროექტები და სასტუმროები მოცემულ სიტუაციაში პანდემიიდან გამომდინარე არ ფინანსდებოდა, ამიტომ საკუთარი სახლის იპოთეკით დატვირთვა და იპოთეკური სესხის აღება მომიწია, რომელსაც მე  თვითონ ვიხდი. არანაირი შეღავათი სახელმწიფოს მხრიდან არ მქონია, რადგან იპოთეკური სესხი მაქვს აღებული, იპოთეკურ სესხსაც კი ასუბსიდირებს სახელმწიფო, მაგრამ ისეც არ მოგცემს  არავინ თანხას იმისთვის, რომ რაღაც მცირე ბიზნესი დაიწყო.


დღესდღეისობით 50 000 ლარს ავცდი, მიწა ჩემი არ არის, მეგობრისაა და მიწის გარეშე ხარჯი 50 000 ლარზე მეტი მქონდა.“ - აღნიშნავს შალვა ბერიძე.


სამომავლოდ შალვა ბერიძე გაფართოებას და სხვა რეგიონებში გასვლასაც აპირებს. გაზაფხულიდან გლემფინგები სვანეთში, ყაზბეგში,  მანგლისსა და ვარძიაში დაემატება.

 




თაკო კვაჭანტირაძე


თეგები:
Glamping Sioni



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up