გლეიზერებმა „მანჩესტერ იუნაიტედს“ გასაყიდი ფასი დაადეს. გაზეთ „დეილი მეილის“ ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მფლობელმა გლეიზერების ოჯახმა დაასახელა თანხა, რომლის სანაცვლოდაც შეელევა კლუბს. პოტენციურმა მყიდველმა 2.8 მილიარდი ევრო უნდა გადაიხადოს, თუ მანჩესტერული გრანდის შეძენის სურვილი გაუჩნდება.
ასევე, კლუბის შეძენის შემთხვევაში, ახალ მფლობელს მოუწევს საკუთარ თავზე აიღოს სტადიონ „ოლდ ტრაფორდის“ რეკონსტრუქციის ხარჯები.
კლუბის საშინაო არენის რემონტი 240 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
გაზეთი „ბანკები და ფინანსები“