გლდანში საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება

გლდანში საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება

access_time2019-11-08 13:50:21

დედაქალაქის მერი კახა კალაძე გლდანში, საფეხბურთო ცენტრის მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიას დაესწრო და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადო.


„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და მივესალმებით ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად დაწყებულ მსგავს პროექტებს. ჩვენი ჩართულობა გამოიხატება იმით, რომ გადავცემთ მიწის ნაკვეთს, ფეხბურთის ფედერაცია კი იღებს ვალდებულებას, სპორტული საფეხბურთო ცენტრები განავითაროს. მადლობა ლევანს ამ თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.


ადგილი, სადაც დღეს ვიმყოფებით და სადაც კიდევ ერთი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ, გლდანში ყველამ იცის. ეს არის მე-5-სა და მე-7 მიკრორაიონებს შორის არსებული ძველი სტადიონი, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. 2020 წლის სექტემბრისთვის სამუშაოები დასრულდება და ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, სადაც ახალგაზრდებს, პატარებს, ექნებათ საშუალება, ივარჯიშონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საფეხბურთო ცენტრის პროექტის ფარგლებში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული მოედანი, ზომით 108 x 72 მ. და ორას მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა; აშენდება ადმინისტრაციული შენობა და დამონტაჟდება მოედნის 230-250-ლუქსიანი განათება.


მშენებლობის დასრულება 2020 წლის დეკემბერში იგეგმება. სპორტულ კომპლექსს ქალთა და მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდებთან ერთად, ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები სრულიად უსასყიდლოდ გამოიყენებენ.



ღონისძიებას გლდანის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, გლდანის მაჟორიტარი საკრებულოში ოთარ გრიგოლია და პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი ესწრებოდნენ.


„კომერსანტი“




BDO-მ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 27001 სერტიფიცირება გაიარა

BDO-მ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 27001 სერტიფიცირება გაიარა
access_time2020-02-25 09:30:32
BDO-მ წარმატებით დანერგა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის  მსოფლიოში აღიარებული სტანდარტი ISO/IEC 27001 და გაიარა შესაბამისი სერტიფიცირება.სტანდარტის დანერგვის ყველა სამუშაო BDO-ს კიბერ და ინფორმაციული  უსაფრთხოების მიმართულების მიერ შესრულდა, ხოლო აუდიტი ჩაატარა და შესაბამისი სერტიფიკატი გასცა წამყვანმა ევროპულმა კომპანია EuroCert-მა, რომელიც სასერტიფიკატო მომსახურებას მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ეწევა. ISO/IEC 27001 წარმოადგენს მენეჯმენტის...

„საქართველოში იპოთეკური სესხები რეგიონში ყველაზე ძვირია, რაც უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას აფერხებს“

„საქართველოში იპოთეკური სესხები რეგიონში ყველაზე ძვირია, რაც უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას აფერხებს“
access_time2020-02-25 10:00:04
მსოფლიოს მასშტაბით, იპოთეკური სესხი ყველაზე იაფი ფინეთშია, ყველაზე ძვირი კი არგენტინაში. ამის შესახებ გლობალური საერთაშორისო კომპანია NUMBEO-ს მონაცემებში ვკითხულობთ. რეიტინგის მიხედვით, იაფი იპოთეკური სესხებით, 103 ქვეყანას შორის, საქართველო 88-ე ადგილს იკავებს, სადაც საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ 12,12% -ს შეადგენს. „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი...

არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“

არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“
access_time2020-02-24 20:00:17
მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისი“ 4 000 ლარით დააჯარიმა, მიზეზი ის სამშენებლო სამართალდარღვევებია, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრში აღმოაჩინა.   სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მუნიციპალურმა ინსპექციამ გასული წლის 19 ნოემბერს დაიწყო. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-24 21:30:50
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ვასილ ურუშაძე: ქვეყნის ლოგისტიკური ეფექტიანობა ფსკერზეა, გამართული სატრანსპორტო სისტემის გარეშე ბიზნესის კეთება აბსურდია ლოგისტიკური მაჩვენებლების გაუარესების ფონზე არის თუ არა შესაძლებელი საქართველო ბიზნესის საკეთებლად...

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ
access_time2020-02-24 14:30:17
ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და English Book Education-ის ორგანიზებით “ნეთვორქინგ” ღონისძიება გაიმართება, რომელსაც 100-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. საქართველოში დღითიდღე აქტუალური ხდება TOEIC ტესტი, რომლის ჩაბარებაც 1979 წლიდან აუცილებელი მოთხოვნაა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლების მისაღებად. ღონისძიების მიზანია, მონაწილეებმა მიიღებენ ინფორმაცია თავიანთი ბიზნეს საქმიანობის სტანდარტების გაუმჯობესების...


მსგავსი სიახლეები

up