გლდანში ახლადრეაბილიტირებული გზის ჩავარდნას მერია უხვი ნალექით ხსნის

გლდანში ახლადრეაბილიტირებული გზის ჩავარდნას მერია უხვი ნალექით ხსნის

access_time2020-08-26 14:15:48

თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე ახლადრეაბილიტირებულ გზას პრობლემა უხვმა ნალექმა შეუქმნა.

მომხდარის შესახებ კითხვა მას სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ დაუსვა.

ახლახანს დასრულდა ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების რეაბილიტაცია, სამუშაოები მიმდინარეობდა პროექტის მიხედვით. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე დღის წინ მოსულმა უხვმა ნალექმა დედაქალაქის მასშტაბით რამდენიმე რაიონში შექმნა პრობლემა. მათ შორის იყო ხიზანიშვილის ქუჩა. კერძოდ, უხვი ნალექის შედეგად სანიაღვრე სისტემა გადაივსო, რაც, პირველადი მონაცემებით, დაზიანების გამომწვევი მიზეზია. დაზიანებისთანავე, მერიის შესაბამის სამსახურები არიან 24-საათიან რეჟიმში, რათა დაზიანებული მონაკვეთი უახლოეს ხანებში აღდგეს და მოძრაობის გაიხსნას, - განაცხადა ბენდლიანმა.

ამავდროულად, თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიის შიდა აუდიტს დაავალა, რომ დაიწყოს გლდანში, ახლადრეაბილიტირებული გზის შესრულებულ სამუშაოებზე მოკვლევა. მან ნალექის სიჭარბეზეც ისაუბრა.


ჭარბ ნალექს რაც შეეხება, საოცარი მდგომარეობა იყო, ბევრმა ნახა ვიდეოკადრები, რა ხდებოდა გლდანში. როგორც გარემოს დაცვის მონაცემებში წავიკითხე, ბოლო 20 წლის განმავლობაში დაახლოებით 5-ჯერ დაფიქსირდა მსგავსი ნალექი, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, მინდა შიდა აუდიტს დავავალო, რომ დაიწყოს მოკვლევა როგორც შესრულებულ სამუშაოებზე, ასევე საპროექტო დოკუმენტაციაზე, რათა საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია, - განაცხადა კალაძემ.



კალაძის თქმით, მიკრორაიონებიდან წყალი მოედინებოდა ცენტრალურ ქუჩებზე, რადგან ამსვლელ-ჩამომსვლელ გზებზე სანიაღვრე სისტემები არ არსებობს.


მიუხედავად იმისა, რომ გლდანში ამ ორი მთავარი ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდა, ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემები მიკრორაიონებში ამსვლე-ჩამომსვლე გზებზე, სადაც არ არსებობს არანაირი სანიაღვრე სისტემა. შესაბამისად, აუცილებელია დღესვე დაიწყოთ სამუშაოები ამ კონკრეტულ ქუჩებზე. ის ნალექი, რაც იმ დღეს მოდიოდა, პირდაპირ მოდიოდა ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე, - განაცხადა კალაძემ.


გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე ახლადრეაბილიტირებული გზის ნაწილი ჩავარდა. შემთხვევა 25 აგვისტოს ღამით მოხდა, მას მსხვერპლი არ მოყოლია.


ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების რეაბილიტაცია თბილისის მერიამ 2019 წლის 1-ელ მაისს დაიწყო და ამავე წლის ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ის თვეების დაგვიანებით დასრულდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მერიის ბიუჯეტიდან 12 მილიონ ლარამდე იყო გამოყოფილი.


formulanews.ge

თეგები:
გლდანი



არჩევნებში მონაწილეობა 1 970 540-მა ამომრჩეველმა მიიღო - ცესკო

არჩევნებში მონაწილეობა 1 970 540-მა ამომრჩეველმა მიიღო - ცესკო
access_time2020-10-31 22:10:40
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ ინფორმაცია გააცნო. 20:00 საათზე დაიხურა საარჩევნო უბნები, ხოლო გარკვეულ უბნებზე რიგში მყოფ ამომრჩევლებს კანონმდებლობის მიხედვით, მიეცათ შესაძლებლობა მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა და გამოეხატათ საკუთარი კონსტიტუციური ნება. რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის შექმნილ 127 სპეციალურ უბანს, 311-ვე...

ოთხმა ტელეკომპანიამ საარჩევნო ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა

ოთხმა ტელეკომპანიამ საარჩევნო ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა
access_time2020-10-31 20:15:29
ხმის მიცემის პროცედურის დასრულებისა და საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ოთხმა ტელეკომპანიამ ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა. საზოგადოებრივი კვლევების ორგანიზაცია Public Opinion Strategies ეგზიტპოლის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების 18:00 საათის მონაცემებით, Public Opinion Strategies ეგზიტპოლის შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:„ქართული ოცნება“-55.0%; „ნაციონალური მოძრაობა“- 23.0%,...

საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა

საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა
access_time2020-10-31 20:00:04
საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. საარჩევნო უბნები ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა. ახლა ხმის დათვლის პროცედურები იწყება. მას შემდეგ, რაც საუბნო შემაჯამებელი ოქმები შედგება, მათ საოლქო საარჩევნო კომისიები ცესკოს უმოკლეს ვადაში მოაწვდის და მიღებისთანავე, სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge აიტვირთება. დღეს საქართველოს ამომრჩეველი მე-10 მოწვევის პარლამენტს ირჩევდა. 150 წევრიან პარლამენტში 120 პროპორციული...

პირველი არხის სერვერებზე კიბერშეტევა განხორციელდა, რის გამოც მაუწყებლობა გაითიშა

პირველი არხის სერვერებზე კიბერშეტევა განხორციელდა, რის გამოც მაუწყებლობა გაითიშა
access_time2020-10-31 18:41:27
პირველადი ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ საქართველოს პირველი არხის სერვერებზე განხორციელდა კიბერშეტევა, რის გამოც მაუწყებლობა გაითიშა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.   მათივე განცხადებით, სავარაუდოდ, კიბერშეტევის შედეგად, დაზიანდა ცენტრალური სასერვერო. მიმდინარეობს სარეზერვო სისტემაზე გადასვლა.

ვინც არ უნდა იყოს მმართველ გუნდში, მას სერიოზული სოციალური ვალდებულებები დაეკისრება - ირაკლი იაშვილი

ვინც არ უნდა იყოს მმართველ გუნდში, მას სერიოზული სოციალური ვალდებულებები დაეკისრება - ირაკლი იაშვილი
access_time2020-10-31 16:30:39
„მაქსიმალურად, ბოლო წვეთამდე უნდა ეცადოს ახალი ხელისუფლება, რომ ლოქდაუნი არ გამოაცხადოს ქვეყანაში იმიტომ, რომ ვერ გაუძლებს ქვეყანა. მოგვიწევს ვისესხოთ ფული და ისეთი ძვირი დაგვიჯდება მორიგი ლოქდაუნი, ამის წარმოდგენაც არ მინდა,“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ East Gate Group-ის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა, ბიზნესმენმა ირაკლი იაშვილმა ისაუბრა. არჩევნების შემდეგ მმართველი გუნდის მთავარ გამოწვევას ისევ COVID 19-თან ბრძოლა წარმოადგენს. „კომერსანტი“ დაინტერესდა რა ძირითადი...


მსგავსი სიახლეები

up