გლდანში ავტოფარეხების ნებაყოფლობითი დემონტაჟი მიმდინარეობს

გლდანში ავტოფარეხების ნებაყოფლობითი დემონტაჟი მიმდინარეობს

access_time2019-06-10 14:31:15

გლდანის მე-5 მიკრორაიონში ავტოფარეხების ნებაყოფლობითი დემონტაჟი მიმდინარეობს. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.


50-მდე ავტოფარეხის მეპატრონე გლდანის გამგეობის ინიციატივას, აღნიშნულ მისამართზე სარეკრეაციო სივრცის მოწყობის შესახებ, დადებითად შეხვდა და ავტოფარეხების დემონტაჟზე თანხმობა განაცხადა. ავტოფარეხების აღების პროცესს თბილისის საკრებულოს გლდანის კენტი მიკრორაიონების მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ გრიგოლია, გამგეობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მცხოვრებლები ესწრებოდნენ. როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა განაცხადა, ავტოფარეხების დემონტაჟის პარალელურად, ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს და მალე გლდანს კიდევ ერთი სარეკრეაციო სივრცე შეემატება. ოთარ გრიგოლიამ მოსახლეობას მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მათ თანამედროვე სტანდარტების დასასვენებელი სივრცე ექნებათ.


„დღეს გლდანში დიდი პროექტის განხორციელება დავიწყეთ, რაც 8000 კვადრატულ მეტრზე სკვერის მშენებლობას გულისხმობს. ამასთანავე, ადგილობრივ მცხოვრებლებთან მოლაპარაკების შედეგად, მივაღწიეთ შეთანხმებას და 50-მდე ავტოფარეხის დემონტაჟი მიმდინარეობს. მათ ნაცვლად კი ადგილი დაეთმობა ველობილიკებს, საფეხმავლო ბორდიურებსა და რეკრეაციულ ზონას. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გლდანის გამგეობას ამ პროცესებში აქტიური ჩართულობისთვის და ასევე, მინდა მადლობა ვუთხრა ადგილობრივ მოსახლეობას, რომელთაც თავიანთი ხელით დაიწყეს ავტოფარეხების დემონტაჟი“ - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.




ავტოფარეხების გარდა, აღნიშნულ მისამართზე, ამ დროისთვის ცხაურების და შემოღობვების დემონტაჟი, არსებული ხეების გასხვლა და მკურნალობა, ბორდიურების და პარკის შიდა მარშრუტებისა და გარე განათების მოწყობა მიმდინარეობს. ახალი სკვერი 8000-მდე კვადრატულ მეტრს მოიცავს, სადაც ბავშვთა ატრაქციონები, მოსასვენებელი ფანჩატურები, ველობილიკი, ფეხბურთის სტადიონი, პინგ-პონგის მაგიდები და სხვა ინფრასტრუქტურა მოეწყობა.






თეგები:
ავტოფარეხი



პარლამენტის წინ პოლიციამ სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზი ისროლა

პარლამენტის წინ პოლიციამ სავარაუდოდ  ცრემლსადენი გაზი ისროლა
access_time2019-06-20 23:56:55
პარლამენტის წინ პოლიციელებმა გასროლა განახორვიელეს. სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზი ისროლეს. დემონსტრანტები თანდათან იშლებიან. იქ მყოფები აცხადებენ, რომ სუნთქვა შეუძლებელია. მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები.

პარლამენტთან ვითარება კვლავ დაიძაბა, აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ბოთლები დაუშინეს

პარლამენტთან ვითარება კვლავ დაიძაბა, აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ბოთლები დაუშინეს
access_time2019-06-20 23:06:49
საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეებსა და პოლიციას შორის ვითარება კვლავ დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ცარიელი ბოთლები დაუშინეს. ამასთან, მათ რამდენიმე სპეცრაზმელს ჩაფხუტები და ფარები წაართვეს. ადგილზე დაძაბული ვითარების განმუხტვას პოლიცია ცდილობს. ამასთან, ისმის შეძახილები „საქართველო, საქართველო“.

გიორგი გახარია - თავდასხმას პოლიციასა და პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით

გიორგი გახარია - თავდასხმას პოლიციასა და პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით
access_time2019-06-20 22:49:10
როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი ტრაგიკული შემთხვევა, თავდასხმას პოლიციასა და პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს პარლამენტის შენობაში განუცხადა. „ის, რაც ხდება, არის არა სამწუხარო, არამედ ტრაგედია. რა თქმა უნდა, მიზეზი შეიძლება იყოს ბევრი. ზოგჯერ მიზეზი შეიძლება იყოს სამართლიანი, თუმცა სახელწმიფო ინსტიტუტებზე შეტევა, ან შეტევისკენ მოწოდება, როგორც არ...

არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან დაპირისპირებისას არიან დაშავებულები როგორც აქციის მონაწილეების, ისე პოლიციელების მხრიდან

არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან დაპირისპირებისას არიან დაშავებულები როგორც აქციის მონაწილეების, ისე პოლიციელების მხრიდან
access_time2019-06-20 22:20:57
არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან პოლიციასა და აქციის მონაწილეთა შორის დაპირისპირებისას არიან დაშავებულები. ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, დაშავებულები არიან როგორც აქციის მონაწილეები, ისე სამართალდამცავები. IPN

გიორგი გახარია რუსთაველზე მივიდა - ეს არის სახელისუფლებო ინსტიტუტზე შტურმი

გიორგი გახარია რუსთაველზე მივიდა - ეს არის სახელისუფლებო ინსტიტუტზე შტურმი
access_time2019-06-20 22:09:04
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა. შეიძლება იმ ხალხს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე დგანან შეიძლება აქვთ სამართლიანი პროტესტი, მაგრამ მათ მოვუწოდებ დაემორჩილონ პოლიციას, რადგან ეს არის სახელისუფლებო ინსტიტუტზე შტურმი. მანამდე შსს-მ განცხადება გაავრცელა — შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის...


მსგავსი სიახლეები

up