გლდანის ტბის მიმდებარედ და ასევე, ვარკეთილის ხევის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონები მოეწყობა

გლდანის ტბის მიმდებარედ და ასევე, ვარკეთილის ხევის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონები მოეწყობა

access_time2020-06-24 11:57:23

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, გლდანის ტბის მიმდებარედ და ასევე, ვარკეთილის ხევის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონები მოეწყობა. მისი განცხადებით, მუშავდება კონცეფცია, თუ როგორ უნდა განვითარდეს გლდანის ტბის ტერიტორია, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის შესაბამისი დასასვენებელი სივრცე შეიქმნება.


„გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენ დავიწყეთ პროექტის განხორციელება, რომ შეიქმას რეკრეაციული მწვანე სივრცე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. პროექტის პირველი ეტაპი უვე დასრულდა. ევროპის საბჭოს დახმარებით სამოქალაქო ჩართულობის პლატფორმა დაფუძნდა, რომელშიც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ჩართულია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ადგილობრივი მოსახლეობა და მუშავდება კონცეფცია, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ კონკრეტული ადგილის განვითარება. ამ პროექტის ფარგლებში ტერიტორია დაახლოებით 37 კვ.მ-ია, უნდა გაკეთდეს ისეთი პარკი, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის შესაბამისი სივრცე იქნება, თავისი სპორტული მოედნებით, ველობილიკებით, სასეირნო ბილიკებით, ახალი ხე-მცენარეებით. როდესაც საბოლოო პროექტი იქნება წარმოდგენილი, დავიწყებთ მის განხორციელებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა კალაძემ.



„მინდა შევეხო ასევე მნიშვნელოვან პროექტს სამგორის რაიონში, ეს არის ვარკეთილის ხევი, რომელიც საკმაოდ საინტერესოა რეკრეაციული სივრცის განვითარების თვალსაზრისით. დაახლოებით 3 ჰა-ს მოიცავს ეს ტერიტორია და აქაც დაწყებული გვაქვს პროექტზე მუშაობა. საპროექტო სამუშაოების პირველ ეტაპი უკვე დასრულებულია. დაახლოებით 1 თვეში გვექნება სრული პროექტი და დავიწყებთ სამუშაოების განხორციელებას. გამოვაცხადებთ ტენდერს, გვეყოლება გამარჯვებული კომპანია და ის აწარმოებს სამუშაოებს. პარკი პასიურ და აქტიური დასვენების ზონებად დაიყოფა. ტერიტორიაზე მოსასვენებელი სივრცეები გაჩნდება, დატვირთული ატრაქციონები და საბავშვო მოედნები მოეწყობა, ასევე სპორტული და სავარჯიშო მოედნები,ღია ამფიტეტრი, შადრევანი, ველობილიკი, შინაური ცხოველებისთვის სასეირნო ზოლი, სავარჯიშო სივრცე, სკეიტპარკი და გადმოსახედი ბაქანი. ამ პროექტის ფარგლებში ასევე განიხილება არსებული საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია, მოწესრიგება და განახლება. გაჩნდება საპიკნიკე სივრცეები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზაფხულის ბოლოს შესაძლებელი იქნება პროექტის განხორციელების დაწყება“,- განაცხადა კალაძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up