გლდანის რაიონში, ავჭალა 2-ში, პაოლო იაშვილის ქუჩაზე, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, გრუნტის დამჭერი საყრდენი კედლები მოეწყო.
პროექტის ფარგლებში, 36 გრძივი მეტრის კედელი მოეწყო, რომელიც გზას ჩამოშლისგან დაიცავს. აღნიშნულ მისამართზე გზის ფრაგმენტის ჩანგრევის საშიშროება იყო. რის გამოც, საყრდენი კედლის მოწყობა აუცილებელი გახდა. სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 209 610 ლარი დაიხარჯა.
გრუნტის დამჭერი კედელი მოეწყო ასევე სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა N16-თან.