Glamping Georgia -  „გლამურული კარვები“ ამბროლაურში (ფოტოები)

Glamping Georgia - „გლამურული კარვები“ ამბროლაურში (ფოტოები)

access_time2020-07-05 17:00:08

Glamping Georgia ამბროლაურის რეგიონის სოფელ „კრიხში“  მდებარეობს და მომხმარებელს დასვენების განსხვავებულ ფორმატს სთავაზობს.„გლემფინგი“ გლამურული ტიპის კოტეჯს ან კარავს ნიშნავს,  სადაც მაღალი სტანდარტების სასტუმროს მსგავსი კომფორტი და ველურ ბუნებაში „კემპინგი“ ერწყმის ერთმანეთს.„გლემფინგი“  საქართველოში პირველად  რაჭაში, ამბროლაურის რაიონის სოფელ კრიხში 2018 წელს გამოჩნდა, ის პროფესიით ფინანსისტმა გიორგი ისაკაძემ საკუთარ მიწაზე დააფუძნა და თავდაპირველად მხოლოდ 2 კოტეჯით დაიწყო.


„ამ  ეტაპზე 10 კარავი გვაქვს  და  ჯამში  24 ადამიანს ვმასპინძლობთ, ვამატებთ კიდევ ორ კარავს, რომლებიც მშენებლობის პროცესშია და  დამატებით კიდევ 10 ადამიანის მიღება შეგვეძლება“-აცხადებს ისაკაძე. 


შენობა ტენტის მსგავსი მასალით არის გადახურული, თუმცა შიგნით მომხმარებელს, სრული კომფორტი ხვდება, „გლემფინგ ჯორჯიას“ სტუმრის მიღება ოთხივე  სეზონზე შეუძლია, თუმცა როგორც „კომერსანტთან“ გიორგი  ისაკაძემ აღნიშნა, ზამთარში კარვის გათბობა ბიო საწვავზე მომუშავე ღუმელით ხდება, რაც ძლიერი ყინვის დროს ცოტა პრობლემურია, რადგან ბიო გამათბობელი ყინვაში სიმძლავრეს კარგავს. სოფელ კრიხში ჯერჯერობით გაზი შეყვანილი არ არის.


„ზამთარში ცოტა გვიჭირს კოტეჯების გათბობა, რადგან ჩვენთან გათბობა ბიო საწვავზე მომუშავე  ღუმელით ხდება და როცა რეგიონში ძლიერი ყინვაა ღუმელი სიმძლავრეს კარგავს და მაგ მხრივ ცოტა პრობლემა ჩნდება, თუმცა, გაზის  შემოყვანას ველოდებით, ჯერჯერობით კრიხის  გაზიფიცირება არ მომხდარა, თუმცა ახლოს შემოიყვანეს და ჩვენთანაც ველოდებით“


გიორგი ისაკაძე, ნომერ პირველ გამოწვევად „გლემფინგის“ სივრცეში კვების ობიექტის არარსებობას ასახელებს და აცხადებს, რომ სამომავლოდ აპირებს კვების ობიექტის განთავსებას, თუმცა პანდემიამ ცოტა ხელი შეუშალა და დროებით გადადო“



„ნომერ  პირველი  გამოწვევა  ჩვენთვის  არის,  კვების  ობიექტი , პანდემიამ  ცოტა  შეგვაფერხა და იმედია  წილის  ბოლომდე დავასრულებთ, ჩვენი შეთავაზება საუზმესაც მოიცავს, სტანდარტული საუზმე კარავში მიგვაქვს მომხმარებლისთვის, დანარჩენს  თვითონ უზრუნველყოფენ“

როგორც ისაკაძემ აღნიშნა დამსვენებელი, როგორც საქართველოდან ასევე  უცხოეთიდანაც ჰყავს, თუმცა ამ ეტაპზე ჯავშანების  100 პროცენტი  ქართველებისგან არის, აქტიურად დაიწყეს სიარული, რაც მისი ვარაუდით განსხვავებული გარემოში დასვენების სურვილს უკავშირდება, ასევე  აღნიშნავს, რომ რაჭის  რეგიონში სასტუმროების მხრივ დიდი კონკურენციაც არ არის.

„ერთერთი პირველები  ვიყავით  ვინც  შემოწმება  გაიარა და გავიხსენით,  რადგან ჩვენთან განსხვავებული  ფორმატია და ყველა რეკომენდაციის და წესის დაცვა ძალიან მარტივია, დახურული სივრცეები  არ გვაქვს  ჩვენთან ყველა კარავი ერთმანეთისგან იზოლირებულია“

ისაკაძე სამომავლოდ გაფართოებასაც აპირებს და საქართველოს  სხვადასხვა  რეგიონშიც სურს  მსგავსი კომპლექსის განთავსება.

„გამოცხადებული გვაქვს თანამშრომლობა სხვადასხვა რეგიონთან და თუ დაინტერესებაც იქნება მზად ვართ რომ ბიზნეს ტიპის კომპლექსები გავაფართოვოთ და უფრო მაღალი დონის მომსახურეობა შევთავაზოთ დამსვენებელს“


თაკო კვაჭანტირაძე








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up