გივი მიქანაძე: ჩვენი პრიორიტეტია ყველა ადამიანისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა

გივი მიქანაძე: ჩვენი პრიორიტეტია ყველა ადამიანისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა

access_time2020-10-22 21:42:17

„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ საქართველოს რეგიონებში საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციებს აგრძელებს. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.



სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის ხელშეწყობის, ტურიზმისა და რეგიონული განვითარების პროგრამების მიმართულებებზე ისაუბრეს დღეს, თელავში გამართულ შეხვედრისას, სადაც საარჩევნო სიის წევრებმა საზოგადოებას პარტიის ხედვები და 2020-2024 წელს დაგეგმილი ღონისძიებები გააცნეს.



საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე, რეგიონული განვითარების მიმართულებებზე, საარჩევნო სიის წევრმა, გივი მიქანაძემ ისაუბრა. „განვითარებული რეგიონი ძლიერი ქვეყნის საწინდარია. მომდევნო წლებში ჩვენი გუნდი გააგრძელებს და გააფართოვებს პროექტებს, რომლებიც რეგიონების კიდევ უფრო მეტად განვითარებას უზრუნველყოფს. წარმოგიდგენთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში რეგიონული განვითარების მიმართულებით დაგეგმილ ძირითად აქტივობებს“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.



მისივე განცხადებით, ქვეყნის აღმშენებლობა უბნიდან, სოფლიდან და ქალაქიდან იწყება. სწორედ ამიტომ ხელისუფლებამ დეცენტრალიზაციის სტრატეგია დაამტკიცა, რომელიც 2020-2025 წლებზეა გათვლილი, რომლის მიხედვითაც:




,,2021 წლიდან ეტაპობრივად მოხდება ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციების ზრდა. ადგილობრივი თვითმმართველობა უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსებით. ადგილობრივ თვითმმართველობებს მათი უფლებამოსილების განხორციელებისთვის გადაეცემათ შესაბამისი ქონება. მოხდება ადგილობრივი თვითმმართველობის შემოსულობის მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 7%-მდე ზრდა. დაწყებულია და 2022 წელს დასრულდება მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების ერთიანი პლატფორმის დანერგვა. მოქალაქეები უფრო მეტად იქნებიან ჩართული ჩვენი უბნის, სოფლისა და ქალაქის განვითარებაში.



ჩვენი პრიორიტეტია ყველა ადამიანისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, მიუხედავად იმისა ვინ სად ცხოვრობს. სწორედ ამიტომ რეგიონებს შორის თანაბარი განვითარების უზრუნველყოფის მიზნით დაწყებულია 220 მილიონიანი 3 წლიანი სპეციალური პროგრამა რომელიც ხორციელდება კახეთში, იმერეთში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. პროგრამით გათვალისწინებულია რეგიონში მოთხოვნადი პროფესიების კვლევის საფუძველზე მოსახლეობის გადამზადება, რაც მათ დასაქმებას უზრუნველყოფს. განვავითარებთ ადგილობრივი სამრეწველო ობიექტების ინფრასტრუქტურას. ხელს შევუწყობთ ახალი საწარმოების შექმნასა და არსებულის გაფართოებას. უზრუნველვყოფთ ადგილობრივი პროდუქციისა და მომსახურების ექსპორტის მხარდაჭერას. მოვაწყობთ ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშემწყობ ინფრასტრუქტურას“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.



პარტიის საარჩევნო სიის წევრმა რეგიონული განვითარების პროგრამის პრეზენტაციისას ყურადღება ქალაქების მდგრადი განვითარების საინვესტიციო პროგრამაზე გაამახვილა, რომელიც თელავში, ზუგდიდსა და მესტიაში ადგილობრივი ინფრასტრუქტურის სრულყოფას, აგრეთვე, საზოგადოებრივი და ტურისტული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს. მან ასევე ისაუბრა რეგიონებში ტრანსპორტის განახლებული ავტოპარკის შექმნაზე, სივრცითი დაგეგმარების ურბანულ განვითარებაზე და მაღალმთიანი დასახლებების სტატუსსა და სახელმწიფო შეღავათებზე, რითაც იქ მაცხოვრებელი მოსახლეობა სარგებლობს.



„ჩვენმა ხელისუფლებამ მთა აქცია პრიორიტეტად. დღეისათვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 1796 დასახლებას (საქართველოს დასახლების 47%-ს), ხოლო მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსით სარგებლობს 336 ათას მოქალაქეზე მეტი (მოსახლეობის 9%), ანუ ჩვენი ქვეყნის ყოველი მე-11 მოქალაქე. 2020 წლის საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე მაღალმთიანი დასახლების სტატუსი 58 დასახლებას მიენიჭა და შესაბამისად მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების პირის სტატუსითა და შეღავათებით სარგებლობა დამატებით 26 ათასამდე ჩვენმა მოქალაქემ შეძლო. მთის კანონის ამოქმედებიდან 2020 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით მთის საწარმოს სტატუსი და შესაბამისი შეღავათებით სარგებლობს 429 საწარმო. მთაში მცხოვრები 70 წლამდე საპენსიო ასაკის პირების პენსია ამჟამად თუ შეადგენს 264 ლარს, 2024 წლისთვის ეტაპობრივად გაიზრდება და განისაზღვრება 364 ლარით, ხოლო 70 წელს მიღწეულ და გადაცილებულ პირთა პენსია ახლანდელი 300 ლარიდან 2024 წლისთვის ეტაპობრივად 400 ლარამდე გაიზრდება“ , - განაცხადა გივი მიქანაძემ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up