გივი კორინთელი: „მევახშეების და მიწისქვეშეთის დრო დადგა“

გივი კორინთელი: „მევახშეების და მიწისქვეშეთის დრო დადგა“

access_time2019-02-07 19:00:29


მევახშეების და მიწისქვეშეთის დრო დადგა,“ ასე აფასებს „კომერსანტთან“   „საქართველოში არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის“ დამფუძნებელი, გივი კორინთელი  საბანკო რეგულაციების ამოქმედებას.


კორინთელის განცხადებით, პრობლემაა ის, რომ საბანკო რეგულაციების დაწესება საკმაოდ სწრაფად მოხდა, რის შედეგადაც მევახშეები  გააქტურდნენ და მომსახურების ტარიფები გაზარდეს.

 

„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვიღაცას ეჩქარება. პარარელურად, ეს ძალიან ბევრ რამეს ემთხვევა. მაგალითად, მშენებლობის მიმართულება რომ განვიხილოთ. სურათი ასეთია - ერთის მხრივ, გამკაცრებული პირობები ნებართვების აღებასთან დაკავშირებით და  თითქმის სინქრონში  საბანკო რეგულაციების დაწესება. არავინ  დაობს იმაზე, რომ საბანკო რეგულაციები ადრე თუ გვიან მისაღები იყო, თუმცა, ეს ეტაპობრივად უნდა მომხდარიყო. აუცილებელი იყო სხვა ბიზნესების აზრების გათვალისწინება, მათი რისკების შესწავლა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველაფერ ამას ვიღაც გადაახტა და ასე ხისტად მიიღო რეგულაციები,“ აღნიშნავს კორინთელი.

 


მისი მტკიცებით, მარეგულირებლის მხრიდან  საბანკო და არასაბანკო სექტორისთვის მიცემული ვადა, საკმარისი არ იყო. მაგალითად, არასაბანკო სექტორისთვის პარარელურად ხდებოდა სხვა რეგულაციების ამოქმედება, მათ შორის იყო, კაპიტალის ზრდის მოთხოვა. კორინთელის მტკიცებით, მოსამზადებლად,  გონივრული ვადა დაახლოებით 2 წელი იქნებოდა.

 

მისი განცხადებით,  გამკაცრებული საბანკო რეგულაციები, ეფემერული ლარიზაცია, საქართველოში სესხის გამცემების, ფაქტობრივად, 2 სუბიექტამდე დაყვანა, ტოტალური უფულობა, კულტურის, სპორტის და სხვა სანახაობების არარსებობის ფონზე გამოიწვევს დიდ კონფლიქტს საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის, რაც აუცილებლად გაზრდის კრიმინალს და ნიჰილიზმს.

 

„მიზანი მიღწეულია - ყველა ფულის არხის მოსპობა და ამ არხების ტოტალური მართვა. მისოების დემონიზაცია და ბაზრიდან გახვეტვა არის ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც ძალიან მალე აისახება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე. „ახლა ებრძოლეთ მევახშეებს ნოტარიუსებთან ყიდვა-გამოსყიდვის ხელშეკრულების გაფორმებისას, არავინ არ დავობს იმაზე, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტება უნდა იყოს ბაზრის ყველა მონაწილეს ძირითადი ამომავალი წერტილი, მაგრამ... გამოდის, რომ მთელი დეკადები ბანკები უპასუხისმგებლოდ გვაკრედიტებდნენ, აგვავსეს ვალებით და ახლა ვალებავსებულებს გვეუბნებიან, რომ პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ ჩვენთვის ფულის მოცემას.

 

საზოგადოება აპრიორშივე ბრმად ენდობა ბანკს და მის ყველა პროცედურას, წესს, დამფუძნებელს თუ სანტას იმიჯს. ვერც რეგულაციებამდე და ვერც რეგულაციების შემდეგ საზოგადოება ვერ განსაზღვრავს პასუხისმგებლიანად აკრედიტებენ მას ბანკები თუ არა, მაგრამ რასაც ნამდვილად შეიგრძნობს ეს არის უფულობის ზღვარი. ასე, რომ პასუხისმგებლიან დაკრედიტებაში არ არის საქმე - საქმეა პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებებში,“-აღნიშნავს კორინთელი.



შეგახსენებთ, 20118 წლის 7 მაისიდან ეროვნული ბანკის რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ ბანკები სესხებს შემოსავლების დაადსტურების გარეშე ვეღარ გასცემენ. 2019 წლის 1 იანვრიდან საქართველოს საფინანსო ბაზრისთვის “პასუხსიმგებლიანი დაკრედიტების” მოთხოვნები ამოქმედდა.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 





გია ხუხაშვილი: თიბისის მიმართ არა სისტემური სახელისუფლებლო შეტევაა, არამედ გარკვული ინტერეს ჯგუფი მოქმედებს

გია ხუხაშვილი: თიბისის მიმართ არა სისტემური სახელისუფლებლო შეტევაა, არამედ გარკვული ინტერეს ჯგუფი მოქმედებს
access_time2019-02-18 21:00:16
„ღირსება ეს არის მთავრი აქტივი, რაც ადამიანს გააჩნია. ვთვლი, რომ ორივე ღირსეულად გამოიყურებოდნენ,“ - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დღეს გამართულ ბრიფინგს. ექპერტის თმით,  „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ, მიუხედავად იმისა, რომ თავშეკავებულები იყვნენ  მაინც  ღირსეული კომენტარი გააკეთეს. „ვფიქრობ, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მხრიდან ძალიან ღირსეული კომენტარები იყო...

მამუკა ხაზარაძე: საქმე აღარ ეხება „თიბისის“, კონკრეტულ ადამიანებს, ეხება ჩვენს ქვეყანას, პერსპექტივას და მომავალს

მამუკა ხაზარაძე: საქმე აღარ ეხება „თიბისის“, კონკრეტულ ადამიანებს, ეხება ჩვენს ქვეყანას, პერსპექტივას და მომავალს
access_time2019-02-18 18:45:13
საქმე აღარ ეხება „თიბისის“, აღარ ეხება კონკრეტულ ადამიანებს, ეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს პერსპექტივას, ჩვენს მომავალს, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ერთი წამითაც არ ამოვარდნილა მისი კომპანია იმ სამუშაო გრაფიკიდან, რა გრაფიკზეც ხელი აქვს მოწერილი სახელმწიფოსთან. „ბევრი...

ბადრი ჯაფარიძე: 17 მილიონი დოლარი მსოფლიო ბანკში და თიბისი ბანკის კაპიტალში გადაირიცხა, ეს თუ შეიძლება ფულის გათეთრებად ჩაითვალოს, თქვენ თავად განსაზღვრეთ

ბადრი ჯაფარიძე: 17 მილიონი დოლარი მსოფლიო ბანკში და თიბისი ბანკის კაპიტალში გადაირიცხა, ეს თუ შეიძლება ფულის გათეთრებად ჩაითვალოს, თქვენ თავად განსაზღვრეთ
access_time2019-02-18 18:00:01
„17 მილიონი დოლარი მსოფლიო ბანკში და თი ბი სი ბანკის კაპიტალში გადაირიცხა. თუ ეს შეიძლება ფულის გათეთრებად ჩაითვალოს, თქვენ თავად განსაზღვრეთ,“ - ამის შესახებ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძემ საგანგებოდ ჩანიშნულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. შეგახსენებთ, საქმე გასულ კვირას ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხება სადაც, სებ-ითიბისი ბანკისგან...

აუდიტის სამსახური: „საქნახშირს“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის კუთვნილი 741.7 ლარი არ გადაუხდია

აუდიტის სამსახური: „საქნახშირს“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის კუთვნილი 741.7 ლარი არ გადაუხდია
access_time2019-02-18 16:30:51
სახელმწიფო აუდიტის სამსახური სახელმწიფო და ადგილობრივი ორგანოების მიერ შემოსავლების ადმინისტრირებაში არსებულ კონტროლის სუსტეზე მიუთითებს. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის სახით 2016-2017 წლებში შპს „საქნახშირს (ჯი აი ჯი ჯგუფს)“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში უნდა გადაეხადა 2.1 მლნ ლარი, თუმცა აღნიშნულ პერიოდში „საქნახშირის“ მიერ ადგილობრივ ბიუჯეტში გადახდილია, მხოლოდ 1.36 მლნ ლარი. შესაბამისად „საქნახშირს“ ბიუჯეტისთვის კუთვნილი 741.7...

5 მარტს, შესაძლოა, ენგურჰესი გაჩერდეს, აფხაზეთს ჩაბნელება ემუქრება

5 მარტს, შესაძლოა, ენგურჰესი გაჩერდეს, აფხაზეთს ჩაბნელება ემუქრება
access_time2019-02-18 17:00:26
უნდა უყიდოს თუ არა ოფიციალურმა თბილისმა სეპარატისტებს ელექტროენერგია რუსეთიდან 5 მარტისთვის, შესაძლოა, ენგურჰესმა მუშაობა შეაჩეროს წყალსაცავზე წყლის დონის კრიტიკული ვარდნის გამო და ოკუპირებული აფხაზეთი უშუქოდ დარჩეს. ამიტომ თბილისი სოხუმის რეჟიმს მოუწოდებს, ან ელექტროენერგია დროებით რუსეთიდან შემოიტანოს, ან შეამციროს მოხმარება, რომელიც ბოლო წლებში 3-ჯერაა გაზრდილი და იმდენად უკონტროლოა, რომ აფხაზეთი, სადაც...


მსგავსი სიახლეები

up