გივი ჭიჭინაძე - ჩვენ ერთად მივაღწევთ წარმატებებს, გამარჯვებას გისურვებთ საყვარელო ვანელებო

გივი ჭიჭინაძე - ჩვენ ერთად მივაღწევთ წარმატებებს, გამარჯვებას გისურვებთ საყვარელო ვანელებო

access_time2020-09-19 17:00:04

„გამოვთქვამ რწმენას, რომ ვანის, ხონის, სამტრედიის და წყალტუბოს მოსახლეობა გააკეთებს ღირსეულ არჩევანს, რომ კიდევ ერთხელ დაუდგეთ ერთმანეთს გვერდით ჩვენი რეგიონის - იმერეთისთვის" - განაცხადა „ქართული ოცნების" სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ ვანში, წარდგენაზე. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.



დეპუტატობის კანდიდატმა გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების" პოლიტიკურ გუნდს.



გივი ჭიჭინაძის თქმით, მმართველი პარტიის მთავარი ფასეულობა ადამიანი და მისი ჯანმთელობაა.



თავის გამოსვლაში დეპუტატობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა „ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.



„ვანი არის ჩვენი ქვეყნის სიამაყე, ისტორიული კუთხე, ისტორიული კოლხეთის მარგალიტი. ვანის ნაქალაქარზე მოპოვებული უძველესი არქეოლოგიური მასალა არის ძველი წელთაღრიცხვით 8-6 საუკუნის და ეს არის უნიკალური სიმდიდრე, რომელიც მსოფლიოს საგანძურს წარმოადგენს. ვანის საგანძური რამდენჯერმე იყო წარმოდგენილი მსოფლიოს უდიდეს მუზეუმებში. აქ მოპოვებული არქეოლოგიური მასალა მსოფლიო ხუთეულში შედის. ასე, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია მუზეუმი, რომელიც უახლოეს ხანში გაიხსნება. მინდა ყველა მოგიწვიოთ და ყველამ ერთად ვეზიაროთ ამ დიდ საგანძურს ჩვენი ისტორიულად ჩვენი წინაპრების მიერ შექმნილს. ვანი ასევე დახუნძლულია შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეებით, ტაძრებით, როგორიც არის თამარის ციხე, ორმაღლის ციხე, შუა მთის წმინდა გიორგის ეკლესია და სხვა. ღირსშესანიშნეობებიდან აღსანიშნავია ბზვანის კასტრული მღვიმე და დიხაშხოს გოგირდის გეიზერები.




უძველესი კულტურის ვანში დაიბადნენ უდიდესი ქართველი პოეტები გალაკტიონ ტაბიძე და ტიციან ტაბიძე. ჩვენ ვიმყოფებით ჩვენი დიდი ტიციანის და გალაკტიონის მუზეუმში. სწორედ აქ მომავალს გამახსენდა დიდი გალაკტიონის სიტყვები, " ჩვენ იმიტომ ვსწავლობთ წარსულს, ერთად შევქმნათ მომავალი". დიახ მომავლის ფართო ორიენტირზეა გათვლილი მმართველი პარტიის "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სამომავლო სამოქმედო პროგრამა, რომლის მიხედვითაც უმთავრესი და უძვირფასესი არის ადამიანი მისი კეთილდღეობისათვის ზრუნვა, ქართველი ხალხის ერთიან მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება, ევროინტეგრაციის, ერთიანობის და სოლიდარობის მიღწევა.



კარგად ვიცნობ ვანის მუნიციპალიტეტს, ყველა სოფლის პრობლემა ვიცი და ვეცდები, აქტიურად ვიზრუნო ჩვენი ამომრჩევლის საერთო თუ პიროვნული პრობლემების მოგვარებისათვის.



მეამაყება, რომ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ძალისხმევით ვანის მუნიციპალიტეტში 2012-2020 წლებში განხორციელდა მსხვილი პროექტები, მოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურა, რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია ჩაუტარდა სკოლებს, საბავშო ბაღებს, თეატრებს, მოეწყო დიდი კალისტრატე ცინცაძის სახლ-მუზეუმი, გარემონტდა ვანის ცენტრალური სტადიონი და ადგილი სადაც ჩვენ ვიმყოფებით. მოგეხსენებათ აქ გვერდზე ჩამოდის მდინარე რიონი და ასევე სამი მდინარე. იყო საშიშროება რომ ეს ადგილი წაელეკა მდინარე რიონს. რამდენიმე თვის წინ განხორციელდა პროექტი და უკვე დაცულია აქაურობა და ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მთავრობას და ხელისუფლებას.



ჩვენი, მმართველი პარტიის მთავარი საზრუნავი არის ადამიანი და მისი ჯანმთელობა. მნიშვნელოვანია შშმ პირებისათვის ადაპტირებული გარემოს შექმნა, ასევე პრიორიტეტული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობის განვითარება.



ვანი ისტორიულად იყო დიდი და ნაყოფიერი ადგილი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. ეხლაც მინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ მევენახეობას, მეხილეობას, ვანში ძალიან განვითარებულია მეთხილეობა, თუმცა ბევრი მიმართულება შეიძლება წამოვწიოთ რითაც ისტორიულად ცნობილი იყო ვანი.



ჩვენთვის მთავარი ფასეულობა არის ადამიანი, ამიტომ მუდმივად ვიზრუნებთ, რომ სათანადოდ იყოს დაფასებული პედაგოგების, მედიკოსების, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის მომსახურე სფეროში დასაქმებულთა ღვაწლი. ასევე მინდა გავიხსენო და ვახსენო ჩვენი ვეტერანები, რომლებმაც ყველაზე მთავარი - სიცოცხლე შესწირეს ჩვენს ქვეყანას. მინდა, განსაკუთრებული ყურადღებით მოვექცეთ ამ ადამიანებს.



გამოვთქვამ რწმენას, რომ ვანის, ხონის, სამტრედიის და წყალტუბოს მოსახლეობა გააკეთებს ღირსეულ არჩევანს, რომ კიდევ ერთხელ დაუდგეთ ერთმანეთს გვერდით ჩვენი რეგიონის - იმერეთისთვის.


გვჯერა, რომ ჩვენ ერთად მივაღწევთ წარმატებებს, ერთად გავიმარჯვებთ, მადლობა და გამარჯვება მინდა გისურვოთ ჩემო საყვარელო ვანელებო“ - განაცხადა გივი ჭიჭინაძემ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up