გია ბახტაძე - ახალი თბოელექტროსადგური საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტს შეამცირებს

გია ბახტაძე - ახალი თბოელექტროსადგური საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტს შეამცირებს

access_time2020-01-17 13:05:47

ახალი თბოელექტროსადგური მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში და შეამცირებს იმპორტირებულ ელექტროენერგიას, – ამის შესახებ ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გია ბახტაძემ განაცხადა გარდაბანში, „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“-ს გახსნის ცერემონიაზე.


„დღეს მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ენერგეტიკისთვის, განსაკუთრებით კი, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისთვის. დასრულდა და ექსპლუატაციაში შედის 230-მეგავატიანი, კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური. ახალი თბოელექტროსადგური რიგით მეორე ელექტროსადგურია, რომელიც კორპორაციის დივერსიფიკაციის სტრატეგიის ფარგლებში აშენდა. ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში და მნიშვნელოვნად შეამცირებს იმპორტირებულ ელექტროენერგიას საქართველოში. ამ პროექტში 190 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ თავისი სახსრებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. მშენებლობის დროს 450 ადგილობრივი იყო დასაქმებული, ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კი, 200-მდე მუდმივი სამუშაო ადგილი იქნება“, – აღნიშნა კორპორაციის ხელმძღვანელმა.


ბახტაძის ინფორმაციით, სადგური წელიწადში 1.3 მილიარდი კვტ.სთ ენერგიის გამომუშავებას შეძლებს, რაც ყოველწლიური მოხმარების დაახლოებით 11 პროცენტია.



„თბოელექტროსადგური აღჭურვილია ორი თანამედროვე გაზოტურბინით და ერთი ორთქლის ტურბინით, რომლის ეფექტიანობა 55 პროცენტია. შედარებისთვის, ერთი კილოვატ/საათის გამომუშავებისთვის ორჯერ ნაკლები გაზი სჭირდება, ვიდრე ძველ ელექტროსადგურებს“, – დასძინა ბახტაძემ.


გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 230 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მქონე – „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ გაიხსნა.


1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up