გიტანას ნაუსედა - საქართველოს მიერ 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი არის ამბიციური, თუმცა შესაძლებელი, ეს არის თქვენი გამბედაობის დემონსტრირება

გიტანას ნაუსედა - საქართველოს მიერ 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი არის ამბიციური, თუმცა შესაძლებელი, ეს არის თქვენი გამბედაობის დემონსტრირება

access_time2021-06-11 13:40:00

საქართველოს მიერ 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი არის ამბიციური, თუმცა შესაძლებელი, ეს არის თქვენი გამბედაობის დემონსტრირება, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


ამასთან, ლიეტუვის პრეზიდენტმა 19 აპრილის შეთანხმებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა მიაღწიეს შეთანხმებას და ეს შექმნის შესაძლებლობას, გადავიდნენ იმ საკითხებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის. გიტანას ნაუსედას განცხადებით, მიზნის მიღწევა შესაძლებელია არა ცალ-ცალკე, არამედ საერთო პოლიტიკური სპექტრის მცდელობებით.



„მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ შიდა უთანხმოების შემდეგ, პოლიტიკურმა პარტიებმა მიაღწიეს შეთანხმებას. მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, რომელმაც აიღო ინიციატივა და იქცა ამ შეთანხმების მონაწილედ. 19 აპრილის შეთანხმება დარჩა, რომ 100 პროცენტით განხორციელდეს და ყველა პოლიტიკური პარტია მონაწილეობდეს. ეს შექმნის ყველა შესაძლებლობას, დამთავრდეს პოლიტიკური კრიზისი და გადახვიდეთ იმ საკითხებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ხალხისთვის. ეს არის რეფორმები და ინტეგრაცია დასავლეთ სივრცეში, დემოკრატიის გაძლიერება, პოლიტიკური სტაბილურობა. ერთობა და მიმზიდველი საპარლამენტო პროცესი არის გადაუდებელი პრიორიტეტები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ამბიციური მიზნების მიღწევისთვის. მიზნების მიღწევა შეგიძლიათ არა ცალ-ცალკე, არამედ საერთო პოლიტიკური სპექტრის მცდელობებით. თქვენი მიზანი, 2024 წელს წარადგინოთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, არის ამბიციური, თუმცა შესაძლებელი. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის თქვენი გამბედაობის დიდი დემონსტრირება“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.


1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up