“Gita - ს საგრანტო პროგრამების პარალელურად ქვეყანაში  უნდა არსებობდნენ, ე,წ. “ანგელოზი ინვესტორები“ - დიმიტრი ქუმსიშვილი

“Gita - ს საგრანტო პროგრამების პარალელურად ქვეყანაში უნდა არსებობდნენ, ე,წ. “ანგელოზი ინვესტორები“ - დიმიტრი ქუმსიშვილი

access_time2022-06-01 14:00:59

“დღეს Gita ძალიან აქტიურია და საგრანტო პროგრამების  ნაწილი ძალიან კარგად  მუშაობს და ეს დიდი სტიმულია, თუმცა  დღეს Gita-ს საგრანტო პროგრამების პარალელურად ქვეყანაში  უნდა არსებობდნენ, ე,წ. „ანგელოზი ინვესტორები“, - ამის შესახებ რადიო “კომერსანტის“ ეთერში, ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში “ბრენდი საქართველო“ ინოვაციების საინვესტიციო ფონდის მმართველმა პარტნიორმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, “ანგელოზი ინვესტორები“ არიან ინვესტორები,  რომლებსაც ძალიან მოხარული არიან თუ ჩადებული თანხიდან დიდ უკუგებას ნახავენ, თუმცა მათ ჩამოყალიბებულად იციან, რომ ძალიან მაღალ სარისკო პროექტებში დებენ  ფულს და შეიძლება ეს ფული დაკარგონ. 


„სტარტაპ ბიუროს  შემდეგი გაგრძელება იყო აქსელი, რომელიც არის ქართველ ანგელოზ ინვესტორთა ქსელი და რომელიც ჩვენ შევქმენით  სადღაც ერთი წლის წინ. ძალიან წარმატებული პროექტია, ამ პერიოდში მას ჰყავს  70-ზე მეტი მოქმედი წევრი, ყოველთვიურად იმართება საინვესტიციო შეხვედრები, სადაც  სტარტაპები გამოდიან და თავის  სტარტაპების  შესახებ ჰყვებიან. შემდეგ  ინვესტორები  ინვესტირებაზე  იღებენ  გადაწყვეტილებას და აღსანიშნავია, რომ  ყველა შეხვედრაზე მოხდა ინვესტირება.

მსოფლიო ბანკი ძალიან გვეხმარება აქსელის განვითარებაში,  იქ  არის პროგრამა „ისწავლე კეთების დროს“, ეს პროგრამა 9 თვე გაგრძელდა, შემდეგი ორი დღის განმავლობაში იქნება წარმატებული მონაწილეების დაჯილდოებები, სადაც აქსელის ინვესტორებმა  ისწავლეს  ბევრი  რამ, თუ როგორ  უნდა მოხდეს  სიმბიცირება, პირველდი  თანხის  ინვესტირება , რა პირობები უნდა  ჩაუდო  სტარტაპს,  სტარტაპებმაც  ისწავლეს თუ  როგორ  უნდა ელაპარაკონ ინვესტორებს,  სწორედ  როგორ უნდა წარმოადგინონ პროექტი და ა.შ.  იმის მიუხედავად, სტარტაპი იდეის დონეზეა თუ უკვე განვითარებული სტარტაპია მას შეუძლია სამომავლო ინვესტორებს სწორ ფორმატში და სწორ ადგილას მოუყვეს თავისი  სტარტაპის შეახებ“, -  აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 


ქუმსიშვილის თქმით, აქსელის მიზანია, რომ ქართველებს ევროპულ სტარტაპებში ინვესტირების შესაძლებლობა მიეცე,  ასევე ისინი შეძლებენ  ევროპული სტანდარტების გაცნობასაც. Მისივე თქმით, ასეთი ფორმატი აქამდე საქართველოში არ არსებობდა და სტარტაპ ეკოსისტემას ასეთი ფორმატი სჭირდება.


თაკო კვაჭანტირაძე





იუვენტუსმა 254 მილიონი ევროს ზარალი გამოაქვეყნა

იუვენტუსმა 254 მილიონი ევროს ზარალი გამოაქვეყნა
access_time2022-09-25 23:55:37
პარასკევს იუვენტუსმა 2021/22 წლების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა. დოკუმენტი, სხვა ციფრებთან ერთად, ხაზს უსვამს 254 მილიონი ევროს (246,1 მილიონი დოლარის) ზარალს, რაც ყველაზე დიდია, რაც ოდესმე დაფიქსირებულა სერია A-ს გუნდის მიერ.  2021/2022 ფინანსური წელი დაიხურა 254.3 მილიონი ევროს ოდენობის ზარალით წინა ფინანსურ წელს 209.9 მილიონი ევროს ზარალთან...

ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა რუსული ბრილიანტის იმპორტის აკრძალვას ცდილობს

ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა რუსული ბრილიანტის იმპორტის აკრძალვას ცდილობს
access_time2022-09-25 23:00:23
ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს ბრილიანტების იმპორტი რუსეთიდან, თქვა ბლოკის 27 ქვეყნიდან ხუთმა ერთობლივ წინადადებაში — აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აქვეყნებს. ევროკავშირი ამზადებს ახალ სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ უკრაინის ომის გამო. ევროკავშირს,...

კატასტროფული შედეგები დადგება, თუ მოსკოვი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში - აშშ

კატასტროფული შედეგები დადგება, თუ მოსკოვი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში - აშშ
access_time2022-09-25 22:00:43
შეერთებულმა შტატების განცხადებით კატასტროფული შედეგები დადგება, თუ მოსკოვი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში, მას შემდეგ რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ რეგიონები, სადაც ფართოდ აკრიტიკებენ რეფერენდუმებს, მიიღებენ სრულ დაცვას მოსკოვის მიერ ანექსიის შემთხვევაში — აღნიშნულის შესახებ...

Toyota Motor-ი რუსეთში ქარხანას ხურავს

 Toyota Motor-ი რუსეთში ქარხანას ხურავს
access_time2022-09-25 21:00:23
იაპონურმა Toyota Motor Corp-მა (7203.T) პარასკევს განაცხადა, რომ მან გადაწყვიტა შეწყვიტოს ავტომობილების წარმოება რუსეთში — აღნიშნულის შესახებ Reuters-ი წერს.   Toyota-მ მარტში შეაჩერა წარმოება სანკტ-პეტერბურგში მიწოდების...

დანია და გერმანია მსოფლიოში ყველაზე გრძელ გვირაბს ააშენებენ

დანია და გერმანია მსოფლიოში ყველაზე გრძელ გვირაბს ააშენებენ
access_time2022-09-25 20:00:29
(CNN) - ბალტიის ზღვის ქვეშ 40 მეტრამდე დაშვებით, მსოფლიოში ყველაზე გრძელი გვირაბი დააკავშირებს დანიასა და გერმანიას, რაც შეამცირებს მოგზაურობის დროს ორ ქვეყანას შორის, როდესაც ის 2029 წელს გაიხსნება. ათწლეულზე მეტი დაგეგმვის შემდეგ,...


მსგავსი სიახლეები

up