ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო 650 000-ლარიანი საგრანტო კონკურსის (ინოვაციების თანადაფინანსების გრანტები) ონლაინ საინფორმაციო დღეებს იწყებს.
შეხვედრები Microsoft Teams-ის მეშვეობით გაიმართება და დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ და პირადი ელექტრონული ფოსტის მისამართი გამოგზავნონ მეილზე: gbagashvili@gita.gov.ge, შესაბამისად, მიიღებენ ღონისძიებაზე დასწრების ბმულს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 30 აპრილამდე გრანტების პორტალზე დარეგისტრირებული განაცხადების შეფასება დასრულდება მიმდინარე წლის ივნისში, ხოლო პირველი მაისიდან შემოსული განაცხადების შეფასება - 2020 წლის სექტემბერში.
საინფორმაციო დღეების განრიგი:
10 აპრილი - 17:00 საათი;
17 აპრილი - 17:00 საათი;
27 აპრილი - 17:00 საათი.
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000-ლარიანი საგრანტო კონკურსის მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც აქვთ პოტენციალი, საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნესპროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად იქნება ასოცირებული საქართველოსთან.
(NS)