ღირსეული  მეგობარი და კოლეგა-დავით წერეთელი

ღირსეული მეგობარი და კოლეგა-დავით წერეთელი

access_time2019-08-10 19:50:26

საქართველოს დამსახურებულ ჟურნალისტს, ფილოლოგიის დოქტორს, პროფესორს დავით (დათო) წერეთელს 75 წელი შეუსრულდა.


ბატონი დავითის ბიოგრაფია და განვილილი გზა ნათლად წარმოაჩენს მისი, როგორც საყოველთაოდ აღიარებული ქართული ტრადიციების მატარებელი კაცის თვისებებს, თავისი მრავალფეროვანი საინტერესო შტრიხებით თუ დეტალებით. მის ცხოვრებაში არსებული არაერთი ბედნიერებით სავსე და წარმატებული პერიოდების თანამდევი იყო ასევე ქარტეხილები და განსაცდელები, რომლებმაც ვერ გატეხეს მისი მებრძოლი ხასიათი და იგი დღესაც ჩვეული შემართებით კეთილსინდისიერად ემსახურება თავის ქვეყანას, ხალხს.


დავით წერეთელი დაიბადა უდიდესი ისტორიის მქონე „სავარდო და სამაისო“ ქალაქ ქუთაისში,1944 წლის 10 აგვისტოს, დიდებული ქართული გვარის ღირსეული წარმომადგენლების ოჯახში. საშუალო სკოლის წარმატებით დამთავრების შემდეგ, 1961 წელს სწავლა განაგრძო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსი-ტეტი - ჟურნალისტიკის სპეციალობით.


უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ იგი 1967 წლიდან აქტიურად ჩაება შრომით და საზოგადოებრივ ცხოვრებაში; სხვადასხვა დროს საქმიანობდა ახალგაზრდულ, პარტიულ და სამეურნეო ორგანიზაციებში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. 1982-1991 წლებში მუშაობდა ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ. 1992 წლიდან იგი იყო გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ საკუთარი კორესპონდენტი ქუთაისის ზონაში. აღსანიშნავია ის, რომ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის იმჟამინდელ ხელმძღვანელობასთან ერთად, მან საფუძველი ჩაუყარა ჟურნალისტიკის სპეციალობას და იყო ამ სპეციალობის პირველი განყოფილების გამგე, პარალელურად, ასრულებდა ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის მოვალეობას. იგი ორგანიზაციულ-პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად, ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას. ამ მხრივ აღსანიშნავია მისი მონოგრაფია, რომელიც მიეძღვნა ქუთაისში 1911-1913 წლებში გამომავალ პირველ ყოველდღიურ გაზეთს „კოლხიდას“.


საქართველოს დამოუკიდებლობის საწყის ეტაპზე, ქართული ბიზნესის განვითარების მიზნით, მან პარტნიორებთან ერთად დააფუძნა საქართველოში ერთ-ერთი პირველი საქართველო-საბერძნეთის საერთაშორისო კომპანია „პირ-აია ინტერნაციონალი-ლტდ“. 1994-1997 წლებში მუშაობდა საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლის მოადგილედ საბერძნეთში, იყო საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის მრჩეველი მასმედიის საკითხებში.


ბატონი დავითი სევდანარევი სიამაყით იგონებს ქუთაისის მაღალი რანგის ხელმძღვანელობაში მოღვაწეობის თოთხმეტწლიან პერიოდს. სწორედ მათი საქმიანობის შედეგი იყო ის, რომ 1980-იან წლებში ქუთაისმა ხელშესახები გამარჯვე¬ბები მოიპოვა ხელოვნების, ლიტერატურის, თეატრის, სპორტის, ჯანმრთელობის, განათლებისა და მეცნიერების დარგებში. ამ წლებს თამამად შეიძლება ეწოდოს სოციალურ-ეკონომიკური და სულიერი ცხოვრების არნახული ამაღლების წლები.


საქართველოს ისტორიაში საამაყო ფურცლებად ჩაიწერა ბაგრატის ტაძრის კონსერვაციის და მისი ისტორიული შემოგარენის აღორძინების და არქეოლოგიური კვლევის არნახული მასშტაბების სამუშაოები, საოპერო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალები, მხატვართა საერთაშორისო პლენერები, ვლ. მაიაკოვსკის სახელობის საერთაშორისო სამოქალაქო პოეზიის დღეები, მეოცე საუკუნის არგონავტების მოგზაურობა ტიმ-სევერინის ხელმძღვანელობით, რომლის მთავარ ეპიცენტრს ქუთაისი წარმოადგენდა. აღსანიშნავია,ასევე ქუთაისში დიდების მემორიალის მშენებლობა და მისი საზეიმო გახსნის დღეები, ქუთაისის დაძმობილება საბერძნეთის ქალაქ ნიკეასთან, ესპანეთის ბასკეთის მხარის ადმინისტრაციულ ცენტრთან ვიტორია-გასტეისთან, დიდი ბრიტანეთის უელსის ქალაქ ნიუპორტთან. იმ პერიოდისთვის ძმობის, მეგობრობის და ურთიერთპატივისცემის სანიმუშო მაგალითად იქცა აფხაზეთისა და ქუთაისის ტრადიციული მეგობრობის დღეები და სხვა მრავალი.


ბატონი დავითი განსაკუთრებით და მოკრძალე¬ბუ¬ლად იხსენებს გელათის სამონასტრო კომპლექსში წმინდა მარიამ ღვთისმშობლის ცნობილი ფრესკის პირველ სარესტავრაციო სამუშოებს, ამ უძვირ¬ფასესი ისტორიული ძეგლის და კიდევ ქუთაისში განლაგებული ხუთი საეკლესიო დანიშნულების ობიექტის ქუთაის-გაენათის ეპარქიისთვის გადაცემის პერიპეტიებს, რომლებიც საბჭოთა პერიოდისათვის უჩვეულო და სარისკო გადაწყვეტილება იყო.



თანამოაზრეებთან ერთად, დავითმა თავისი მოკრძალებული წვლილი შეი¬ტანა საქართველოში თანამედროვე ევროპული ქვეყნების შესატყვისი სადაზღვევო საკანონმდებლო სივრცის შესაქმნელად, ახალი სადაზღვევო რეალობის და სისტემის დასანერგად. 1997-2000 წლებში მუშაობდა საქართველოში პირველად შექმნილი „დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ უფროსის მოადგილედ, 2001-2009 წლებში კი სსიპ „საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ბიუროს“ თავმჯდომარედ.


სწორედ დაზღვევის სფეროში საქმიანობის პერიოდში, განსაკუთრებით 2007 წლიდან დავით წერეთელმა მ. სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ დაიკავა შეურიგებელი და უკომპრომისო დამოკიდებულება, ამ რეჟიმის მიერ დაზღვევის სფეროსადმი სახელმწიფოებრივად გაუმართლებელი დამოკიდებულებების გამო, რომელიც გამოიხატებოდა დარგის დაკნინებასა და აბუჩად აგდებაში, რომელიც შემდგომში ორმხრივად მიუღებლობის და დაპირისპირების მიზეზი გახდა.


აღნიშნულ პერიოდს დაემთხვა 2009 წლის 9 მაისს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებული მიმართვა ქარველი ხალხისადმი, რომლის სათაურიც იყო: „ჩვენ ვადანაშაულებთ პრეზიდენტ სააკაშვილს ...“სხვა ცნობილ ადამიანე¬ბთან ერთად მიმართვას ხელს დავით წერეთელიც აწერდა, იგი დაუფარავად ააშკარავებდა ქვეყანაში არსებულ ანტისახელმწიფოებრივ, ანტიქართულ ვითარებას, ხელმომწერები ითხოვდნენ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადადგომას.


სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, კერძოდ დავითის მიერ დაზღვევის სფეროსადმი არასახელმწიფოებრივი მიდგომის ფაქტების გამოაშკარავება და სააკაშვილის გადადგომის მიმართვაზე ხელმოწერა გახდა საბაბი იმისა,რომ სააკაშვილის „დემოკრატიულმა რეჟიმმა“ ბატონ დავითს 2010 წლის იანვარში იმ პერიოდისათვის დამახასიათებელი ვითარების შესაბამისად უსაფუძვლო, არარსებული, ყალბი და ცრუ ბრალდების საფუძველზე სამოცდათოთხმეტი დღე უკანონოდ შეუზღუდეს თავისუფლება და დღემდე ცხრა წელზე მეტია ვერ მიაღწია სამართლიანი მართლმსაჯულების აღსრულებას. შურისმაძიებელთა მიერ შეგნებულად მიყენებულმა მორალურმა, ფიზიკურმა და ეკონომიკურმა ზიანმა ვერ გატეხა დავითის რწმენა და ბრძოლისუნარიანობა.


სამართლიანობისა და სიმართლის დადგენისათვის ბრძოლის პარალელუ¬რად, იგი დღესაც შესაშური ენერგიით მოღვაწეობს ჟურნალისტურ, სამეცნიერო-პედაგოგიურ და საზოგადოებრივ ასპარეზზე. მუშაობს საინფორმაციო სააგენტო „კომერსანტში“ კონსულტანტად, მედიაში პერიოდულად ქვეყნდება მისი პუბლიცისტური მასალები, ამჟამად არჩეულია საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის გამგეობის და პრეზიდიუმის წევრად. საგულისხმოა ის გარემოება, რომ იგი გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებშიც საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის იმერეთის ორგანიზაციის პირველი თავმჯდომარე გახლდათ, იყო საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარის მოადგილე და ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის წევრი. არჩეული იყო არაერთი პერიოდული გამოცემის რედკოლეგიის წევრად, მათ შორის: ჟურნალი „განთიადი“ და გაზეთი „ბანკები და ფინანსები“.


ჟურნალისტიკის სფეროში აქტიური საქმიანობისთვის მას მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება, არის ქართული ჟურნალისტიკის ფუძემდებლების ნიკო ნიკოლაძის და სერგეი მესხის პრემიების ლაურეატი, ქართული ჟურნალისტიკის წინაშე დამსახურებისათვის იგი 1999 წელს დაჯილდოვდა „ღირსების ორდენით“. მიღებული აქვს ასევე განათლების წარჩინებულის საპატიო წოდება.


დავით წერეთლის, როგორც პიროვნების, პროფესიონალი ჟურნალისტის წუხილს და საფიქრალს წარმოადგენს ის, რომ 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, განსაკუთრებით კი 2004 წლიდან ქართული ჟურნალისტიკა გამიზნულად და ხელოვნურადაა კრიზისში შეყვანილი. დღეს მისი და მისი თანამოაზრეების საქმიანობის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი ამ კრიზისის დაძლევის გზების ძიებაა. ერთ-ერთ ასეთ წინაპირობად აშშ და ევროპის უმრავლესი ქვეყნების მსგავსად, საქართველოში ჟურნალისტიკის მედიალოგიის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების კვლევისა და განვითარების ცენტრის დაფუძნება, ქვეყანაში ამ მიმართულებით თანამედროვე სახელმწიფოებრივი ხედვის დამკვიდრება ესახება, რომელიც უზრუნველყოფს ქართული საინფორმაციო სივრცის უსაფრთხო ატმოსფეროს შექმნას, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვას. ბოლო ხანს მისი ზრუნვის საგანს, ასევე წარმოადგენს ღირსეული ვეტერანი ჟურნალისტების პატივის მისაგებად მწყობრი სისტემის შექმნა.


ბატონო დავით,


ჩვენო ღირსეულო მეგობარო და კოლეგა, თქვენი გამოთქმისა არ იყოს: „ღმერთმა კეთილი და მართალი საქმეების კეთებისათვის ძალა და ენერგია არ გამოგილიოს...“ გისურვებთ მომავალშიც წარმატებულ მოღვაწეობას, გამარჯვებული და ბედნიერი გვენახოთ თქვენს საყვარელ ოჯახთან, მეუღლესთან, შვილებთან, შვილიშვილებთან და შვილთაშვილებთან ერთად. დასასრულს, კიდევ ერთხელ თქვენივე სიტყვებით შემოგძახებთ: „ძმაო შორს შენგან და ჩვენგან ავისმქმნელები და პესიმიზმი, წინ უეჭველად წარმატებული, ჭეშმარიტად დემოკრატიული საქართველო გველოდება...“.



საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის
გამგეობა და პრეზიდიუმი

გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“

საინფორმაციო სააგენტო „კომერსანტი“







მამუკა ხაზარაძე - არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში

მამუკა ხაზარაძე - არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში
access_time2019-09-20 21:45:06
არ აყვეთ პროვოკაციებს, არ აყვეთ ბოტებს, აგერ რომ იჯდნენ და ახლა საბურთალოზე ზიან, არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში,- ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ აქციაზე „სირცხვილია“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.   მისივე თქმით, საქართველოს ბევრი პრობლემა აქვს და პრობლემების დაძლევა თავისუფლების გარშემო გაერთიანებით უნდა დაიწყოს.   „ჩვენ გვეგონა, რომ ყველაფერი უკვე...

როგორ აგდებს ჩინეთი რუსეთს შუა აზიიდან და კავკასიიდან

როგორ აგდებს ჩინეთი რუსეთს შუა აზიიდან და კავკასიიდან
access_time2019-09-20 18:30:30
გავლენიანი რუსული ინტერნეტ-გამოცემა gazeta.ru ანალიტიკოსების მოსაზრებას აქვეყნებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთის მნიშვნელობა როგორც სავაჭრო პარტნიორის და ინვესტორის შუა აზიასა და კავკასიაში საგრძნობლად გაიზარდა, რამაც ეს რეგიონების, გარკვეულწილად მოსკოვს და პეკინს შორის ბრძოლის არენა გახადა.ყაზახეთი, ყირგიზეთი, და უზბეკეთი არიან საკვანძო ქვეყნები ჩინეთის ინიციატივაში „ერთი სარტყელი - ერთი გზა, რომლის მიზანიცაა ჩინური ტვირთების ნაწილის...

m2-მა სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ს“ პირველი ნაკადის გამოშვება აღნიშნა

m2-მა სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ს“ პირველი ნაკადის გამოშვება აღნიშნა
access_time2019-09-20 16:05:42
20 სექტემბერს, 13:00 საათზე, დეველოპერულმა კომანია „m2 უძრავი ქონებამ“ სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ს“ პირველი ნაკადის გამოშვების საზეიმო ცერემონია გამართა. ცერემონიას ესწრებოდნენ m2-ის, სამშენებლო კომპანია BK Construction-ის, ადგილობრივი მთავრობისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში კურსდამთავრებულებს გადაეცათ სერთიფიკატები. ასევე მოხდა მათთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება. ამიერიდან, ისინი m2-ის დიდი...

ირაკლი ლექვინაძე: „წარმოდგენილი ცვლილებებით უხეშად ხდება ჩარევა ბიზნესის და დასაქმებულის ურთიერთობებში“

ირაკლი ლექვინაძე:  „წარმოდგენილი ცვლილებებით უხეშად ხდება ჩარევა ბიზნესის და დასაქმებულის ურთიერთობებში“
access_time2019-09-20 16:30:57
„წარმოდგენილი ცვლილებებით უხეშად ხდება ჩარევა ბიზნესის და დასაქმებულის ურთიერთობებში და მიგვაჩნია, რომ მსგავსი ფორმით შრომის კოდექსში ცვლილებებს ექნება ბევრად ნეგატიური შედეგები, ვიდრე ის მოლოდინები და მიზნები, რომლებიც ჩადებულია მასში“ - ასე აფასებს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს. ...

10 კომპანია, რომელმაც„ქართულ ოცნებას“ ბოლო 5 თვეში 100 ათასი ლარი შეწირა

10 კომპანია, რომელმაც„ქართულ ოცნებას“ ბოლო 5 თვეში 100 ათასი ლარი შეწირა
access_time2019-09-20 19:00:20
2019 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს სამ ქალაქში (ლაგოდეხში, ადიგენსა და მარტვილში) საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება. როგორც ყველა არჩევნების წინ, ახლაც, მმართველი პარტიის შემწირველები ქართულ ოცნებას 10-ეულობით ათას ლარს ურიცხავენ. ბოლო 5 თვეში ქართულ ოცნებას 100 ათასი ლარი 10-მა კომპანიამ შეწირა. ...


მსგავსი სიახლეები

up