„გირჩის“ მიმართვა   შეურაცხმყოფელია - ქართველი ბიზნესმენების შეფასებები

„გირჩის“ მიმართვა შეურაცხმყოფელია - ქართველი ბიზნესმენების შეფასებები

access_time2019-03-07 13:30:56

ქართველი ბიზნესმენები „გირჩის“ მიმართვას „კომერსანტთან“ აფასებენ. როგორც ცნობილია, „გირჩმა“ ქართული ბიზნესის ცნობად და მეტნაკლებად ცნობად სახეებს გუშინ მიმართა და განაცხადა, რომ „თიბისი ბანკის“ საქმის ფონზე ბიზნესმენების დუმილი არის უტყუარი დადასტურება იმისა რომ სინამდვილეში ქართველ ბიზნესმენებს საბჭოთა „ცეხავიკის“ ფსიქოლოგია აქვთ.


„არ გაგაჩნიათ საკუთრების განცდა და ღირსება, და თვლით, რომ კეთილდღეობა დღეს პირდაპირპროპორციულია ამჟამინდელი კომპარტიის პირველი მდივნის მისდამი კეთილგანწყობის. სწორედ ასეთი მენტალიტეტის გამო, თქვენ ვერასოდეს გახდებით მართლა თავისუფალი ბიზნესმენები. სწორედ ასეთი მენტალიტეტის გამო, თქვენ ვერასოდეს გახდებით მართლა თავისუფალი ბიზნესმენები“-ნათქვამია „გირჩის“ მიერ გავრცელებულ მიმართვაში.


ბიზნესმენი,კომპანია „ზეარისის“ ხელმძღვანელი გოჩა ფიფია „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ „გირჩის“ ეს განცხადება შეურაცხმყოფელია და დარწმუნებულია, რომ მისი ეს პასუხი, ბიზნესმენების უმრავლესობის აზრს გამოხატავს.


„მე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს „ნაცისტებს“ ვეძახი. მე მათთან ან პირდაპირ ეთერში ვსაუბრობ, ან საერთოდ უპასუხოდ ვტოვებ. ყოფილი „ნაცისტი“ არ არსებობს. „ნაციზმი“ იმდენად მძიმე აზროვნებაა, რომ ის ვერ იძირკვება ადამიანთა გონებიდან მას მერე, როცა ის ტვინს შეეყრება. ეს „ნაციზმით“ შეპყრობილი ადამიანის განცხადებაა.


ეს ადამიანები შეურაცმხყოფელ განცხადებებს აკეთებენ იმ ბიზნესმენების მიმართ, რომლებიც რეალურად ქმნიან ქვეყნის ბიუჯეტს, რომლებიც რეალურად იხიდიან,რომლებიც მთელი არსებობის მანძილზე იბრძვიან ბიზნესის თავისუფლებისთვის, მხოლოდ და მხოლოდ ასეთი კომენტარი და პასუხი შეიძლება გაეცეს. მკითხველის წინაშე ნამდვილად ვიხდი ბოდიშს ამ ფრაზეოლოგიებისთვის, მაგრამ, ის მხოლოდ ამას იმსახურებს.


რაც შეეხება „თიბისი ბანკის“და მამუკა ხაზარაძის საქმეს, ფიფია განმარტავს, რომ ამ თემაზე ბიზნესის მხრიდან საუბარი მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელია პირდაპირ, სატელევიზიო ეთერში. მისივე განმარტებით, ის როგორც ბიზნესმენი, არასდროს გავჩერებულა,არც ბანკებთან დამოკიდებულების გამოხატვაში და არც სხვა პრობლემების წარმოჩენაში.



ბიზნესმენი, ჰოლდინგური კომპანია „ვაკე-5-ისა“ და „ალბატროს ჯგუფის“ დამფუძნებელი დავით ბეგიაშვილი აღნიშნავს, რომ „გირჩის“ მიმართვა მას არ ეხება, რადგან ის სიმართლეს წინა და ახლანდელი ხელისუფლებების დროს ერთნაირი დოზით ამბობდა და ამბობს. ბეგიაშვილი მხარს უჭერს მამუკა ხაზარაძეს და აცხადებს,რომ ეს მხარდაჭერა რამდენიმე დღეში კონკრეტულ ნაბიჯებში გამოჩნდება.


ბიზნესმენი განმარტავს, რომ ეს იქნება როგორც ღია მხარდაჭერა, ისე სხვადასხვა ფაქტების გამოაშკარავება. „იმაზე, თუ როგორ ერევა ხელისუფლება ბიზნესში,რომ ადგილი აქვს ზეწოლას და არაფორმალურ ურთიერთობებს“-აცხადებს ბეგიაშვილი. დამატებით დეტალებზე ბეგიაშვილი ამ ეტაპზე არ საუბრობს.


რაც შეეხება „გირჩის“ მიმართვას, ბეგიაშვილი მას მცდარს უწოდებს, რადგან აქვს ინფორმაცია,რომ ბიზნესმენები აქტიურად უჭერენ მხარს თავის კოლეგას და ამ მხარდაჭერას რამდენიმე დღეში კონკრეტული ნაბიჯები მოყვება. მისი განმარტებით,ეს განცხადება შეურაცხმყოფელია, თუმცა, ისინი პოლიტიკოსები არიან და ტალახის სროლას მიჩვეულნი არიან.


თიბისი ჯგუფის ირგვლივ ყველას ჰქონდა აზრის გამოხატვის სურვილი, თუმცა პოლიტიკოსების არასწორმა მესიჯებმა ბიზნესმენებს დაუკარგეს სურვილი, რომ ჩაერთონ ამ პროცესებში-ამის შესახებ განცხადება BMG -თან ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ გააკეთა. მისი თქმით, ბიზნესი ჩუმად არაა და მან ზუსტად იცის როდის რა თქვას. “ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები და არ ვართ ისეთი ტიპები, რომლებიც ემოციებს აყვებიან და ერთ დაძახებაზე გავარდებიან ქუჩაში დროშებით. ბიზნესი არის საზოგადეობა, რომელიც ქვეყნის დოვლათს ქმნის და ამ დოვლათით არსებობს ის ხალხი, ვინც აკრიტიკებს და ბიზნესს მშიშრებს ეძახის. ეს არააა სწორი”-აცხადებს ჭყონია.


მისივე თქმით, ბოლო პერიოდში კერძო სექტორის მიმართ შეურაცხყოფის ტალღა წამოვიდა. ზურა ჯაფარიძე კი ბიზნესმენებს ცეხავიკებად და წითელ დირექტორებად მოიხსენიებს.


“არავინ არ იცის მამუკა ხაზარაძის ისტორია და მისი დამსახურება საქართველოს ეკონომიკაში ისე, როგორც ჩვენ. ის ახალგამომცხვარი პოლიტიკოსები, საერთოდ დაბადებულები არ იყვნენ, როდესაც მამუკა ხაზარაძე და ჩვენ, ის თაობა ვქმნიდით საქართველოს ეკონომიკას. ამიტომ თავი დაანებონ ჩვენს შეფასებებს. სანამ ჩვენს შეფასებას დაიწყებენ, თავისი თავის შეფასება დადონ. რა გაუკეთებიათ მათ გინდა პოლიტიკაში, გინდა ეკონომიკაში, გინდა განათლებაში”-აცხადებს ჭყონია.


მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე დღეა მასთან არაერთი ბიზნესმენი რეკავს და გაოცებას ვერ მალავს, რადგან ბოლო 3-4 დღეში მათ მშიშრები და ცეხავიკები შეარქვეს და ეს იმ ადამიანებს, რომლებსაც ბიუჯეტში კოლოსალური თანხები შეაქვთ.


„კომერსანტი“ სხვა მსხვილ ბიზნესმენებსაც დაუკავშირიდა, თუმცა, უშედეგოდ. მათ ან სატელეფონო ზარებს არ უპასუხებს, ან დუმილი არჩიეს. მათ შორის იყვნენ: „ვისოლ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სოსო ფხაკაძე, „რედიქსის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი,ღვინის მწარმოებელი კომპანია „თბილღვინოს“ დამფუძნებელი ზურაბ მარგველაშვილი, „კახური ტრადიციული მეღვინეობას“ დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე. ბიზნესმენი გოგი თოფაძე.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 






თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ გენერალურ მენეჯერს ეძებს - სასტუმროს გახსნის თარიღი ცნობილია

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ გენერალურ მენეჯერს ეძებს - სასტუმროს გახსნის თარიღი ცნობილია
access_time2019-05-23 15:30:44
თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “მონოგრაფი“ აგვისტოს პირველ კვირებში გაიხსნება და პირველ სტუმარსაც მიიღებს. ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანია „ჩენელ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა მაია სიდამონიძემ განუცხადა, რომელიც სასტუმროს საკონსულტაციო მომსახურებას უწევს. სიდამონიძის ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება შედარებით...

მამუკა ბახტაძე ლარის გაუფასურებაზე: თურქეთის გავლენაა, ეს არის ძალიან მოკლევადიანი ეფექტი

მამუკა ბახტაძე ლარის გაუფასურებაზე: თურქეთის გავლენაა, ეს არის ძალიან მოკლევადიანი ეფექტი
access_time2019-05-23 14:00:22
პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის აზრით, ლარის მკვეთრი გაუფასურება "თურქეთის ფაქტორმა" გამოიწვია. პრემიერი მიიჩნევს, რომ ეს არის მოკლევადიანი ეფექტი და ეროვნული ვალუტა უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება იმ მაჩვენებელს, "რომელსაც უნდა დავუბრუნდეთ". მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ქართულ ეკონომიკაში ყველა ფუნდამენტური ფაქტორი არის "ძალიან მდგრადი და პოზიტიური ტრენდის მქონე". მისი შეფასებით, ორიენტირება...

აქცია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან - „დარგვა ჭრის ნაცვლად“

აქცია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან - „დარგვა ჭრის ნაცვლად“
access_time2019-05-23 13:47:39
"სამოქალაქო მოძრაობის" იმერეთის ორგანიზაციის წევრები წითელ წიგნში შეტანილი ხეების მოჭრას აპროტესტებენ. უნიკალური ხეები ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას ეწირება. ლაპარაკია ქუთაისთან ახლოს მდებარე მუხრანის ტყეზე, რომელსაც საღორიის ტყესაც ეძახიან. აქციის მონაწილეები  მშენებარე ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან...

მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, საქართველო სამედიცინო სერვისების მიწოდებით რეგიონში ლიდერი ქვეყანა გახდება

მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, საქართველო სამედიცინო სერვისების მიწოდებით რეგიონში   ლიდერი ქვეყანა გახდება
access_time2019-05-23 12:16:07
დარწმუნებული ვარ, სამედიცინო სერვისების მიწოდებით საქართველო გახდება ლიდერი ქვეყანა რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის, AMEE-ის ცენტრის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა...

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ვასილ ახრახაძეს პასუხობს:„გარდა სტანდარტული ბანკი/კლიენტის ურთიერთობისა, ადგილობრივ ბანკებთან სხვა არაფერი გვაკავშირებს“

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ვასილ ახრახაძეს პასუხობს:„გარდა სტანდარტული ბანკი/კლიენტის ურთიერთობისა, ადგილობრივ ბანკებთან სხვა არაფერი  გვაკავშირებს“
access_time2019-05-23 12:30:03
 „ადგილობრივ ბანკებთან, სტანდარტული  ურთიერთობის გარდა,(რომელიც გულისხმობს კლიენტს/ბანკს)არაფერი გვაკავშირებს  —  საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი დაზღვევის კავშირის თანათავმჯდომარეს, ვასილ ახრახაძეს მიმართავს, რომელმაც კომერსანტთან არაპროფილური აქტივების ფლობასთან დაკავშირებით...


მსგავსი სიახლეები

up