გირჩი მზად არის, შეუერთდეს ლელოს, სტრატეგია აღმაშენებლისა და ელენე ხოშტარიას მანიფესტს

გირჩი მზად არის, შეუერთდეს ლელოს, სტრატეგია აღმაშენებლისა და ელენე ხოშტარიას მანიფესტს

access_time2021-03-06 15:25:17

გირჩი მზად არის, შეუერთდეს კონსტიტუციის ცვლილებების შესახებ ლელოს, სტრატეგია აღმაშენებლისა და ელენე ხოშტარიას მანიფესტს, თუ საარჩევნო რეფორმაში ნაგულისხმები იქნება პროპორციული წესით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ბუნებრივი ბარიერით. 

"ყურადღებით გავეცანით თქვენ მიერ ხელმოწერილ მანიფესტს და სიამოვნებით შემოგიერთდებით თქვენ მოთხოვნებში, თუ რეალურ/ამბიციურ საარჩევნო რეფორმაში ნამდვილად იგულისხმება ისიც, რომ მომავალში ყველა საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული წესით და ბუნებრივი ბარიერით.

ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობის ფანჯარა და ამ მართლაც უპრეცედენტო საერთო ოპოზიციური ბოიკოტის სანაცვლოდ, ერთხელ და სამუდამოდ მოვაგვაროთ ქვეყანაში ერთპიროვნული ძალაუფლების პრობლემა.

ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების მკაფიო დაპირების გარეშე, უმორჩილესად გთხოვთ არ შეხვიდეთ პარლამენტში, რადგან მომავალში ამის მიღწევის შანსი ამ ქვეყანას აღარ ექნება და ვერც მეათე მოწვევის პარლამენტი გააკეთებს ამაზე მნიშვნელოვან რამეს". – ნათქვამია პარტიის განცხადებაში. 

ლელომ, სტრატეგია აღმაშენებელმა და ელენე ხოშტარიამ საქართველოს კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით ხელი მოაწერეს საერთო მანიფესტს. ინიციატორების ცნობით, მანიფესტის მიზანია შეიცვალოს კონსტიტუცია, რომელიც დღეს ძირითად გამოწვევებს ვერ პასუხობს. 


ხელმომწერების აღნიშნავენ, რომ შემდეგში ვნახავთ, თუ რაში გადაიზრდება ეს ურთიერთობა. ელენე ხოშტარიას თქმით, რა თქმა უნდა, გარკვეული კომბინაციები იქნება.


Tabula.ge

takokvacho 

თეგები:
გირჩი ლელო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up