გირჩი - მეტი თავისუფლება და ბიზნესის წარმომადგენლები: გვაცადეთ მუშაობა! გაიხსნას ქვეყანა

გირჩი - მეტი თავისუფლება და ბიზნესის წარმომადგენლები: გვაცადეთ მუშაობა! გაიხსნას ქვეყანა

access_time2021-01-17 19:40:30

პარტია გირჩი - მეტი თავისუფლება და ბიზნესის წარმომადგენლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ქვეყანაში დაწესებული ყველა შეზღუდვის გაუქმებას ითხოვენ. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ხელმომწერები ასევე მოითხოვენ "დაუყოვნებლივ გაიხსნას ქვეყანა და აღდგეს ყველა სახის სატრანსპორტო მიმოსვლა სხვა ქვეყნებთან".

"გვაცადეთ მუშაობა!... მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი საშიშია და მასთან ბრძოლა მნიშვნელოვანი, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ბრძოლის მეთოდები იყოს მორალური, სამართლიანი და ეფექტური. დღევანდელი გადმოსახედიდან ცხადზე ცხადია, რომ შარშან გაზაფხულიდან გატარებული ვითომ ვირუსის შემაკავებელი ღონისძიებები იყო მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზნების მატარებელი და რაიმე ხელშესახები შედეგი ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით არ მოუტანია", - აღნიშნულია განცხადებაში. 

განცხადების თანახმად, "დე ფაქტო ხელისუფლება შეზღუდვებს აგრძელებს და თავისუფალ ადამიანებზე ღია ნადირობა აქვს გამოცხადებული".

"შრომა, გართობა და სპორტული აქტივობა არ არის კრიმინალი! და მიუხედავად ამისა, ქართული პოლიცია, ისევე, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი ასეთ აქტივობებში ჩართულ ადამიანებს ექცევა ისე, როგორც ბანდიტებსა და ტერორისტებს: უვარდება ობიექტებზე, ატარებს აბსურდულ სპეცოპერაციებს, აწარმოებს უშინაარსო საგამოძიებო პროცედურებს და ნაცვლად იმისა, რომ ვინმე ამაზე ბოდიშს იხდიდეს, პირიქით, სატელევიზიო სიუჟეტებს ქმნიან, თუ როგორ ეფექტურად აღკვეთეს კრიმინალი. ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა რეალურ ბანდიტებს სრული კარტ-ბლანში აქვთ მიცემული", - წერია განცხადებაში. 


განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ხელმომწერები "არ აპირებენ შეეგუონ მონურ მდგომარეობას და ყველა გზას გამოიყენებენ, რომ თავისუფლება და ჩვენი შვილების მომავალი დაიცვან". 

განცხადებას ხელს აწერენ: გირჩი - მეტი თავისუფლება, Sakhelosno BAR, Reformerfitness, MacLaren's Irish Pub, ALIBI ROOM, Drunk Talk • პიანი ბაზარი

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული შეზღუდვები პირველ თებერვლამდე გახანგრძლივდა. მოლების, ბაზრობების და ტრანპორტის გახსნა 18 იანვრიდან იგეგმებოდა, თუმცა, მთავრობამ ეს გადაწყვეტილება შეცვალა. შეზღუდვების მიზეზად კორონავირუსის გავრცელების პრევენცია სახელდება.

Formulanews.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up