"გირჩი" მათთვის, ვინც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, "Tesla"-ს ავტომობილებს გაათამაშებს

access_time2020-07-13 13:47:52

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობის წასახალისებლად, "გირჩი" მათთვის, ვინც 31 ოქტომბერს ნებისმიერ პარტიას  ხმას მისცემს, "Tesla"-ს ავტომობილებს გაათამაშებს.

 

Tesla-ს პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია  საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც "ცესკოს" ამომრჩეველთა ერთიან სიაშია რეგისტრირებული და 31 ოქტომბერს, მისთვის სასურველ პარტიას მისცემს ხმას.

 

რა არის ამისათვის საჭირო ?

 

- დარეგისტრირდით "გირჩის" პორტალზე (girchi.com) Tesla-ს პროექტში.

 

- 31 ოქტომბერს წადით საარჩევნო უბანზე და მიეცით ხმა თქვენთვის სასურველ პარტიას.

 

- იმავე დღეს, 31 ოქტომბერს ხმის მიცემის შემდეგ გადაიღეთ სელფი საარჩევნო უბანთან (ისე, რომ გამოჩნდეს უბნის ნომერი).

 

- საარჩევნო უბნების დახურვამდე (21:00 საათამდე) გამოაქვეყნეთ ეს ფოტო საკუთარ ფეისბუქ გვერდზე #მევიყავიარჩევნებზე.


 

როგორც ცნობილია, პარლამენტში გასულ პარტიებს მიღებული ხმების მიხედვით, ყოველ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გარკვეული თანხები ეკუთვნით. "გირჩს" მიაჩნია, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება ბიუჯეტიდან არასწორი და არასამართლიანია. ზუსტად ამის გამო, პოლიტიკოსები და მათი პარტიები მეტწილად არაგულწრფელები და კორუმპირებულები არიან. სწორედ ამიტომ, "გირჩი" ახალი პრაქტიკის დამკვიდრებას ცდილობს, როდესაც პოლიტიკოსებს და პარტიებს მხოლოდ მათი მხარდამჭერები და ამომრჩევლები დააფინანსებენ და არა განურჩევლად ყველა საქართველოს მოქალაქე. ამის მაგალითს "გირჩი" და მისი პოლიტიკოსები იძლევიან.

 

ახალ პარლამენტში მოხვედრის შემდეგ, "გირჩი" ამ დაფინანსების გაუქმების შესახებ კანონპროექტს შეიტანს. ხოლო მანამ სანამ ეს დაფინანსება გაუქმდება, "გირჩი" მისთვის განკუთვნილ საბიუჯეტო თანხას სხვადასხვა კანონიერი ფორმებით გადასახადის გადამხდელებს დაუბრუნებს.

 

"გირჩი" არ აპირებს, რომ გადასახადების გადამხდელებისგან ფული აიღოს. ბევრი ვიფიქრეთ რა გვექნა ამ ფულისთვის და გადავწყვიტეთ ის გამოვიყენოთ არჩევნებზე მოქალაქეების მისვლის მოტივაციის გასაზრდელად. პარტიისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ფულით შევიძენთ ავტომობილ Tesla-ს, რომელსაც გავათამაშებთ. რაც უფრო მეტ ხმას მიიღებს "გირჩი", მით მეტი იქნება საბიუჯეტო დაფინანსება, მით მეტი Tesla-ები გათამაშდება.

 

                                                                                                                                                            -განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

 

"გირჩს" მიაჩნია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ისტორიული მოვლენაა ქვეყნისთვის, რადგან პირველად, არჩევნები პროპორციული სისტემით, 120/30-ზე ჩატარდება. "Tesla-ს" პროექტით პარტიას სურს, რომ მოსახლეობა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები წაახალისოს, რათა რაც შეიძლება მეტმა ამომრჩეველმა მიიღოს მონაწილეობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

 

ჯამში რამდენი ტესლა გათამაშდება შემდეგი 4 წლის განმავლობაში დამოკიდებულია იმაზე, რამდენ ხმას მიიღებს "გირჩი" და შესაბამისად რამდენი იქნება პარტიისთვის კანონით განსაზღვრული წლიური საბიუჯეტო დაფინანსება.

 

წადი არჩევნებზე და მოიგე "Tesla"!

 

"გირჩი" წარმატებას გისურვებთ !

 

პორტალზე რეგისტრაციისა და გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად დააჭირეთ ამ ბმულს.

 

წყარო: girchi.com


თეგები:
გირჩი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up