პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით ფსონებს იღებს. ამის შესახებ გაერთიანებამ Facebook-ზე დაწერა და თან დასძინა, რომ „არ ხუმრობს“. საქმე ეხება პრემიერმინისტრის თანამდებობიდან მამუკა ბახტაძის გადადგომისა და მისი შემცვლელის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით კი გირჩის ფსონები ასეთია:
1. მამუკა ბახტაძე წავა:
ხვალ - 1.2
ზეგ - 1.1
არ წავა - 15.0
2. პრემიერად დასახელდება:
გახარია - 1.1
ცქიტიშვილი - 1.6
დიმიტრი ცქიტიშვილი - 15.0
3. შს მინისტრი ახალ კაბინეტში იქნება:
ღარიბაშვილი - 1.3
გომელაური - 5.0
ჭიკაიძე - 15.0
4. ცოცხალი:
შეიცვლება 2,5 > მინისტრი - 1.1
შეიცვლება 4,5 > მინისტრი - 3.0
შეიცვლება 6,5 > მინისტრი - 7.0
ფსონები მიიღება მხოლოდ GED-ებში.
მინიმალური ფსონი - 1,000 GED.
მაქსიმალური ფსონი - 100,000 GED.
ფსონები მიიღება ხვალ დილის 09.00 საათამდე.
ამასთან, „გირჩი“ ფსონებთან დაკავშირებით მომხმარებელს აკვალიანებს და Facebook-ზე ინსტრუქციასაც აქვეყნებს.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარტიაში პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის შეცვლის საკითხზე უნდა იმსჯელონ. მის შემცვლელად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სახელდება, მანამდე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის კანდიდატურაც განიხილებოდა.
არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე „ოცნების მთავრობის ყოფილი შს მინისტრის და შემდეგ პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის, და შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრiშვილის კანდიდატურები განიხილება.
კიდევ ერთი ვერსიით, ღარიბაშვილმა შესაძლოა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ლევან იზორია შეცვალოს.
imedinews.ge