გირჩი 18:00 საათზე საქართველოს საპატრიარქოსთან საპროტესტო აქციას გამართავს

გირჩი 18:00 საათზე საქართველოს საპატრიარქოსთან საპროტესტო აქციას გამართავს

access_time2019-06-20 16:27:40

გირჩი 18:00 საათზე საქართველოს საპატრიარქოსთან საპროტესტო აქციას გამართავს. ამის შესახებ, ზურა ჯაფარიძემ ფეისბუქ ლაივში ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლური ასამბლეის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი საქართველოს საპატრიარქოა.


ჯაფარიძის თქმით, კარგია, რომ ირაკლი კობახიძეს და ზაქარია ქუცნაშვილს საზოგადოება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას სთხოვს, თუმცა, "ჯოხი ტყდება მხოლოდ კობახიძეზე და ჰაჰა, კიდევ ქუცნაშვილი იყოს უკან, ეს არ არის სწორი. ეს არ არის ძალიან მარტივი ამბავი და მარტო კობახიძე-ქუცნაშვილის ამბავი არ არის".


მართლმადიდებლობის 26-ე საპარლამენტთაშორისო ასამბლეა 19 ივნისს დაიწყო. პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და ქართული ოცნების წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა რუს დეპუტატს სერგეი გავრილოვს პრეზიდენტის რეზიდენციის ყოფილ შენობაში, ახლა სახელმწიფო ცერემონიალების სასახლეში უმასპინძლეს და მასთან ერთად ასამბლეაც საზეიმოდ გახსნეს. დელეგატებს მიმართა საქართველოს პატრიარქმაც.



20 ივნისს კი, ასამბლეის სხდომის პარლამენტში ჩატარება იყო დაგეგმილი, თუმცა, იმ ფაქტმა, რომ სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის ადგილას დაჯდა, ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი გამოიწვია. ევროპული საქართველოს და ენმ-ის დეპუტატებმა სერგეი გავრილოვს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავების საშუალება არ მისცეს. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ გადაწყდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა პარლამენტში აღარ გაგრძელდებოდა.


ქართული ოცნების წევრებმა, თამარ ჩუგოშვილმა, არჩილ თალაკვაძემ სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ყოფნა დაგმეს. მამუკა მდინარაძის თქმით კი, მოულოდნელი იყო, რომ გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომას მოისურვებდა და "ეს პარლამენტის შეცდომაა, რომელიც აღარ და ვეღარ დაიშვება". განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმაც და მომხდარს პროტოკოლური შეცდომა უწოდა.


აღსანიშნავია, რომ სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლა რამდენიმე კვირით ადრე იყო დაანონსებული და დღის წესრიგი პარლამენტის ვებ გვერდზე ქვეყნდებოდა, თუმცა, მმართველ გუნდს ეს არ გაუპროტესტებია.


თეგები:
გირჩი



24 სექტემბერი - რეგიონის ვალუტებს შორის ქართული ლარი რეკორდული სისწრაფით უფასურდება

24 სექტემბერი - რეგიონის ვალუტებს შორის ქართული ლარი რეკორდული სისწრაფით უფასურდება
access_time2020-09-24 18:10:43
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. გუშინ გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა მიუხედავად ამისა 24...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-24 21:30:36
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უკეთესად ესმის ეს საკითხი - კახა ოქრიაშვილი ხაზარაძის ინიციატივას ემხრობა „კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უფრო ესმის ეგ საკითხი. ჯობია ბევრი კრედიტი გასცე და...

ლარი იმ კრიტიკულ ნიშნულს უკვე გადასცდა, რის შემდეგაც, პროდუქციის გაძვირება იწყება

ლარი იმ კრიტიკულ ნიშნულს უკვე გადასცდა, რის შემდეგაც, პროდუქციის გაძვირება იწყება
access_time2020-09-24 17:15:01
ლარის გაუფასურების გამო, იმპორტირებული პროდუქციის ფასის ზრდა გარდაუვალია - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ განუცხადა. მისივე თქმით, გაძვირების პროცესი უკვე ოქტომბრიდან დაიწყება.   Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 16:03 საათისთვის ერთი დოლარი 3.3200 ლარად ივაჭრება, აღმავალი ტრენდი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, შეუქცევადია და ლარი, ახალ-ახალ უარყოფით რეკორდულ ნიშნულებს აღწევს.   დისტრიბუტორთა ასოციაციის...

Forbes: რატომ ჩავარდა ბელორუსული სოციალისტური ექსპერიმენტი?

Forbes: რატომ ჩავარდა ბელორუსული სოციალისტური ექსპერიმენტი?
access_time2020-09-24 20:45:59
მასობრივმა საპროტესტო ტალღამ ბელორუსიაში ცხადყო, რომ ლუკაშენკომ თანამემამულეთა უმრავლესობის ნდობა საბოლოოდ დაკარგა, თუმცა, ამავე დროს პოსტ-საბჭოთა სივრცეზე ის თავის პოპულარობას მაინც ინარჩუნებს.  მისი მმართველობა შენარჩუნებულ საწარმოებთან, სოციალურ გარანტიებთან, აყვავებულ სოფლის მეურნეობასთან და გაწკრიალებულ ქალაქებთან ასოცირება.   თუმცა, დეტალური შესწავლის შემთხვევაში ნათელი ხდება, რომ ლუკაშენკოს მიერ აშენებული სისტემა შედარებით მაღალ სოციალურ ...

აჭარაში 22:00 საათიდან რესტორნები იხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი შეჩერდება

აჭარაში 22:00 საათიდან რესტორნები იხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი შეჩერდება
access_time2020-09-24 14:00:38
აჭარის რეგიონში ხვალიდან, რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებს, ამაზე დაწესდება შეზღუდვა და ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება, გარკვეული დროით, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, აჭარის რეგიონში დღეს არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე საჭირო გახდა გარკვეული შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა. „ვსაუბრობდით...


მსგავსი სიახლეები

up