მმართველი პარტიის ხელმძღვანელობის განცხადება არ ემყარება არანაირ არგუმენტებს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული განცხადება არის სერიოზული ბრალდება და ამიტომ, აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება.
„მმართველი პარტიის ხელმძღვანელობის განცხადება არ ემყარება არანაირ არგუმენტებს, არის მხოლოდ ჭორაობაზე და არასერიოზულ საუბრებზე დამოკიდებული. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ, რომ დაიწყონ გამოძიება იმიტომ, რომ ეს არის სერიოზული ბრალდება და საზოგადოებისთვის ნათელი უნდა გახდეს, რომ ასეთ ბრალდებებს არანაირი საფუძველი არ აქვს“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-თან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების წინ ოპოზიციურ პარტიას ალტერნატიული მთავრობის შექმნა ჰქონდა დაგეგმილი და მმართველ პარტიაში ეს ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ მოქმედ პრემიერს არ გაუმხილეს, რადგან მასზე ეჭვები გაუჩნდათ.
Ipn.ge